იუმორიმთავარი ბლოკიპოლიტიკა

რა უთხრა ტუალეტის გვერდით ხის ფარდულთან მდგომმა ნარკომანმა ვანო მერაბიშვილს? – კურიოზი

“ფეისბუქზე” ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ ერთი კურიოზს იხსენებენ, რომელიც თავად მერაბიშვილს აქვს მოყოლილი.

“2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში ვიზიტის დროს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ვართ შეკრებილნი და ვანო ჰყვება: – ამას წინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ, როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გერდით ხისავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად პლანის სუნი მცემს. გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-მეთქი? იმანაც მომაძახა – კი, ძაანო. აბა მომაწოდე, მეც გავსინჯავ-მეთქი. მომაწოდა და თან მოაყოლა: “იცოდე ძაან მაგარია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყაო”. გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე: რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე, ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ. იქნება და, პოლიციელი ვარ-მეთქი. იმან მითხრა – რა იყო, ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო. მე ვუთხარი, ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი და ეგრევე მიპასუხა: “აი, ხო გითხარი, ძლიერია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-მეთქი”…

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close