კატეგორიამედიცინა

რა უნდა ჭამოთ, რომ წონაში არ მოიმატოთ

ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი – სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ ბუნებრივი გზით გამოიყოფა გარეთ. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს.
ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე, თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.
ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთია ცხიმებით მდიდარი ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი.
ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები; ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.
მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს, ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა. უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია და ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი.
1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად დალევას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც  ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები