ისტორიამეორეხარისხოვანი ბლოკი

რა ურთიერთობა ქონდა გიორგი გურჯიევს სტალინსა და ჰიტლერთან?

ფაშიზმი და კომუნიზმი – ორსახოვანი იანუსი.

სოციალიზმი არის ბაზისი და კომუნიზმი ზედნაშენი – ასე ისწავლებოდა საბჭოთა კავშირში მეცნიერული კომუნიზმი.

ნაციონალ სოციალიზმი არის არიული რასის ბაზისი და ფაშიზმი მისი ზედნაშენი – ასე ასწავლიდნენ ჰიტლერისდროინდელ გერმანიაში ფაშიზმის საფუძვლებს.

დადგება დრო და გერმანელი ერი არიულ რასად გადაიქცევა, რომელიც გახდება ზეადამიანი – უნერგავდნენ გერმანელებს ფაშიზმის მამები.
დადგება დრო და პროგრესის ავანგარდი მუშათა და გლეხთა კლასი შექმნის კომუნიზმის ეპოქას და იგი გახდება სრულიად სხვა ადამიანი – ისწავლებოდა მეცნიერულ კომუნიზმში.

რამდენი საერთო აქვთ ამ იდეოლოგიებს. ეს ორსახოვანი იანუსის ღვთაებაა. ორივეს ერთი და იგივე საფუძველი ჰქონდა და ერთი და იგივე მოძღვრებებით სარგებლობდა. ახალი ადამიანის შექმნის ინდუისტურ–ბუდისტური რეინკარნაციის თეორია დაედო საფუძვლად ორივე იდეოლოგიას.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ქრისტიანული რწმენის რეგრესის პერიოდში, ევროპამ შორეული აღმოსავლეთის იდუმალი მოძღვრებების გათავისება მოინდომა და სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციების საშუალებით დაიწყეს მათი ევროპულ რეალობაში დანერგვა.

საინტერესო დეტალები: ადოლფ ჰიტლერის სულიერი მეგობარი და მასწავლებელი ფილოსოფოსი გიორგი გურჯიევი გახლდათ. მისი რედაქტორობით 1929 წელს გამოვიდა ჰიტლერის წიგნი “ჩემი ბრძოლა” – პირველი გამოცემა. გურჯიევი მეოცე საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსი. მოგზაური და ამავე დროს ევროპაში საკმაოდ ცნობილი ნოხების და ხალიჩების მცოდნე და გადამყიდველია.

1900-ანი წლების დასაწყისში იგი ორი წლის განმავლობაში ტიბეტში დალაი ლამას მრჩეველი იყო სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში. 20_იანი წლების დასაწყისში გამოსცა ფილოსოფიური ტრაქტატი ახალი ადამიანის შექმნის შესახებ, რომელსაც “მეოთხე გზა” ერქვა. ტრაქტატში იგი წერდა: ახალი ადამიანი შეიძლება მილიონებიდან და მილიონებიდან მხოლოდ ერთი შეიქმნას და ისიც მხოლოდ ამ ადამიანის თანხმობით და დახმარებით. ჯერ იგი უნდა გაანადგურო სულიერად, გადააქციო უდაბნოს ქვიშის მარცვალად და მხოლოდ ამის შემდეგ გურუმ უნდა აღადგინოს იგი კვლავ ახალ ადამიანად, ყოველგვარი ეგოს გარეშე.” 1919 წელს გურჯიევმა თბილისში დაარსა საკუთარი `ადამიანის ჰარმონიული განვითარების” სკოლა. ასევე სვანეთში აპირებდა ქართული ორთაბრძოლების – ხრიდოლის სკოლის შექმნას. 1930 წელს გურჯიევმა გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ჰიტლერთან, რადგან თვლიდა, რომ ჰიტლერმა იდეას უღალატა. “მან მილიონი გერმანელისგან მილიონი ახალი ადამიანის შექმნა გადაწყვიტა” ბრაზობდა იგი. გიორგი გურჯიევი დაიბადა 1977 წელს სომხურ ქალაქ გიუმრში. დედით სომეხი იყო. მამის ვინაობა უცნობია. გურჯიევების ერთი ნაწილი თავს მცირეაზიელ ბერძნებად მიიჩნევს. წალკაში მცხოვრები გურჯიევების ერთი ჯგუფი ამბობს, რომ მათ ქართული ძირები აქვთ. 6 წლის ასაკში მათი ოჯახი გორში გადმოსახლდა. სწავლობდა იმავე სასულიერო სასწავლებელში და იმავე პერიოდში როდესაც იქ სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი. ისინი შესანიშნავად იცნობდნენ ერთმანეთს.

1933 წელს, როდესაც ჰიტლერი რეიხსკანცლერი გახდა, პირველივე ბრძანებით დახვრიტა თავისი ფილოსოფიის მასწავლებელი, ეზოთერიზმის დიდი მცოდნე, ერიხ ლანცი. სწორედ ლანცმა, 1922 წლის გაზაფხულზე, ვალპურღის ღამეს ბავარიაში, ცუგშპიცის მთის ძირას, ლუდით გამომთვრალმა აჩუქა მსოფლიოს გერმანული სვასტიკა, რომელიც 56 ლუდის ცარიელი ბოთლისგან შექმნა. ჰიტლერმა ლანცის დახვრეტის შემდეგ გერმანიიის ბიბლიოთეკებიდან საერთოდ ამოიღო ასეთი ტიპის ლიტერატურა და აკრძალა მისი საყოველთაო სწავლება.

1929 წელს, კოლექტივიზაციის დაწყების პირველ ეტაპზე. სტალინის ბრძანებით დახვრიტეს საბჭოთა რუსეთში დარჩენილი გურჯიევის ერთადერთი მოსწავლე იაკობ უსპენსკი, ხოლო თბილისში საერთოდ გაანადგურეს მეფისაშვილების სახლი სოლოლაკში, სადაც მისი სკოლა ფუნქციონირებდა. ყველა მასალა კონფისკებული იქნა. ეზოთერიზმი, ეგზისტენციალიზმი, ტიბეტურ-ინდური ფილოსოფიური ტრაქტატები და მსგავსი ფილოსოფიური მიმდინარეობები ანტიკომუნისტურ თეორიებად შეირაცხა და აიკრძალა. გურჯიევის ხსენებისათვის ციხეში სვამდნენ.
კომუნიზმის თეორიის შესახებ საქართველოში თითქმის ყველამ იცის., ხოლო რაც შეეხება გერმანული ფაშიზმის მოძღვრებას, არათუ მსოფლიოში, არამედ გერმანიაშიც კი ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ დღემდე, რადგან იგი ტაბუდადებული თემა იყო ფაშისტურ გერმანიაში.

გერმანული ფაშიზმის იდეოლოგიის ავტორი და ფუძემდებელი, ავსტრიელი მეცნიერი, ფიზიკოსი ჰანს ჰორბირგერი იყო. იგი ჰიტლერის უფროსი მეგობარი და ამავდროულად 1918 წელს მასონური ლოჟა “ტულე”-ს დიდოსტატი იყო. სწორედ ამ ლოჟის წიაღში დაიბადა ფაშიზმის და არიული რასის იდეაფიქსი. ჰორბირგერმა ფაშიზმის მოძღვრება კოსმოგონიის თეორიაზე ააგო. მისი ტრაქტატი სამყაროს შექმნის თეორიაა.

ჰორბირგერის ტრაქტატის მიხედვით, საწყისი იყო მეგა აფეთქება კოსმოსში. რამაც წარმოქმნა მირიადი სხეულის ნაწილაკი. მილიარდი წლების განმავლობაში იქმნებოდნენ გალაქტიკები. შეიქმნა ჩვენი გალაქტიკა და მასში მზის სისტემაც. მზის გარშემო კი ორბიტაზე გამოჩნდა დედამიწაც სხვა პლანეტებთან ერთად. დედამიწამ გრავიტაციის ველით თავის ორბიტაზე მიიზიდა თანამგზავრი მთვარე. იგი ტრიალებდა დედამიწის გარშემო არა ორბიტაზე, არამედ სპირალზე და საბოლოოდ იგი, იმავე გრავიტაციის გამო, დაეცა დედამიწაზე. ეს იყო დედამიწის პირველი კატასტროფა. მილიონი წლების შემდეგ გამოჩნდა მეორე მთავარე იმავე ორბიტაზე. მეორე მთვარის დროს შეიქმნა უმაღლესი ცივილიზაცია დედამიწაზე ატლანტიდა. სადაც არიელები ანუ ზეადამიანები ცხოვრობდნენ. საბოლოოდ მეორე მთვარის ნაწილი დაეცა დედამიწას, ხოლო დიდი ნაწილი კი მოსწყდა ორბიტას და კოსმოსში დაიკარგა. ამ კატასროფამ გამოიწვია დედამიწის ტექტონიკური რღვევა. მან შეიცვალა ბრუნვის მიმართულება და ღერძი. ამან შეცვალა პოლუსები. ატლანტიდა დაიღუპა, მაგრამ გადარჩნენ ატლანტები. დაახლოებით 13000 წლის წინ დედამიწის ორბიტაზე მესამე მთვარე დატრიალდა.

(უნდა ითქვას, რომ 13 ათასი წელი საკრალური რიცხვია დედამიწაზე. მეცნიერები წარღვნას 13 ათასი წლის წინანდელ მოვლენად თვლიან. პერუელი ტოლტეკების ღმერთის კეტცალკოატლის დედამიწაზე ციდან მოსვლა ამავე პერიოდს უკავშირდება. დღევანდელი კამპუჩიის ტერიტორიაზე არსებული ცივილიზაციის, ქხმერების პერიოდი ამ დროიდან იწყება. ცნობილი მექსიკური კალენდარის დასაწყისიც 13 ათასი წლის წინიდან იწყება.)

გავა დრო და ეს მთვარეც დაეცემა დედამიწაზე. მოხდება უდიდესი კატასტროფა. დაიღუპება დღეს არსებული ცივილიზაცია. მაგრამ ფაშიზმის ამოცანაა გადაარჩინოს ადამიანთა ერთი ჯგუფი ამ კატასტროფას, რომ ეს ცივილიზაცია საერთოდ არ გაჰქრეს. ამას კი მხოლოდ იმ არიელების დახმარებით შევძლებთ, რომლებიც ატლანტიდიდან გადარჩნენ. მათი დახმარებით ჩვენც არიელები გავხდებით და ახალ ცივილიზაციას შევქმნით დედამიწაზე.
ეს არის ფაშიზმის იდეოლოგიის არსი.

მიზანი ნათელი იყო. მის მისაღწევად კი საჭირო იყო რამდენიმე ამოცანის გადაჭრა. მასონურ ლოჟებში, წლების განმავლობაში, მიდიოდა დებატები ადამიანთა რომელი ჯგუფი შეიძლება იყოს მზად ამ ექსპერიმენტისთვის. თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ერი, რომელიც ცალკე რასად გადაიქცეოდა. იმის გამო, რომ ლოჟის წევრთა უმეტესობას სისხლში ებრაული ძირები ჰქონდა, არჩევანი გერმანელ და ებრაელ ერებს შორის ხდებოდა. საბოლოოდ, 1924 წლისათვის, გერმანელი ერის სასარგებლოდ გადაწყდა საკითხი. მეორე ამოცანა მისი განხორციელების გზა იყო და ამისათვის ალფრედ როზენბერგმა დააფუძნა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რათა გერმანიის მმართველობაში მოსვლის გზით განეხორციელებინ ათ ჩანაფიქრი. რაც აღასრულეს კიდევაც 1933 წელს. ეფრეიტორი და მასონი ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა, რომელიც ახალი ადამიანის შექმნას შეუდგა. ებრაელები კი, როგორც პოტენციური კონკურენტები, სრულ განადგურებას დაექვემდებარნენ.

საინტერესო დეტალი: 1946 წელს ნიურნბერგის პროცესის დასასრულს, თავის საბოლოო სიტყვაში, ებრაელების ყველაზე დიდმა ჯალათმა შტრაიხერმა ასეთი, რამ თქვა `მე ახლა ვხვდები, რომ გერმანელები კია არა მხოლოდ და მხოლოდ ებრაელები არიან მზად არიელობისათვის. და მე თუ ჩამაყენებთ ებრაელი ერის სათავეში შევძლებ მათ გადაქცევას არიელებად, ხოლო გერმანელებს არა აქვთ არსებობის უფლება” სასამართლოს თავმჯდომარემ, ინგლისელმა ჯილბერტმა, გაბრაზებულმა დაიყვირა მომაშორედ ეს ბნედიანიო. თუმცა მან არც კი იცოდა, რომ შტრაიხერი საღ გონებაზე იყო და იმ ამბებს იხსენებდა, როცა გერმანელების და ებრაელების უპირატესობაზე ბჭობდნენ მასონურ ლოჟებში. ფაშიზმის თეორია იმდენად გასაიდუმლოებული იყო თვით ჰიტლერულ გერმანიაში, რომ ჰებელსის სტენოგრაფიულ ჩანაწერებშიც კი (იგი წიგნად ამერიკელებმა გამოსცეს ომის შემდეგ 60-იან წლებში. მოიცავს 1939-44 წლებს) მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები ასეთი ფრაზა.: “ჩვენ არ ვიცით, როდის დაეცემა მთვარე დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ამისათვის მუდმივად უნდა ვიყოთ მზად”

ფაშისტ არიელებს და ბოლშევიკ კომუნისტებს შორის სხვაობა ის იყო, რომ ფაშისტებმა ახალ ადამიანად მთელი ერის გადაქცევა მოინდომეს, ხოლო კომუნისტებმა პროგრესის ავანგარდად გონებრივად ყველაზე დაბალი ინტელექტის მქონე პროლეტარიატი გამოაცხადა და თქვა, რომ ცარიელ დაფაზე უფრო ადვილია ახლის დაწერაო.

არავინ იცის, როდის და სად გარდაიცვალა ჰიტლერი. მისი თვითმკვლელობის ვერსიისა დღეს აღარავის სჯერა. არავინ იცის აღიარა თუ არ მან ღმერთის უზენაესობა. ისტორიამ იცის შემდეგი. სტალინს სიკვდილის შემდეგ, წესი რუსეთის პატრიარქმა აუგო. ეს სტალინის თხოვნა იყო, სიცოცხლეშივე პატრიარქისთვის ნათქვამი.

გიორგი გურჯიევი 1949 წელს გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. სიკვდილის წინ მან მართლმადიდებელი მოძღვრის მოყვანა ითხოვა. აღიარა უფალი, თქვა აღსარება და მიიღო ზიარება. ცნობილია მისი ბოლო სიტყვები. “მთელი ცხოვრება შევალიე ახალი ადამიანის შექმნის გზებს და როცა მეგონა, რომ ვიპოვე, მივხვდი, რომ იგი უკვე 2000 წელია არსებობს და მას ქრისტიანობა ჰქვია. ჭეშმარიტი ქრისტიანია მხოლოდ ნამდვილი ახალი ადამიანი. მე ვაღიარებ მას და ვამბობ, რომ მართლმადიდებლობაა უფლისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა.”
ლოზანის სამოქალაქო სასაფლაოზე, გურჯიევის საფლავის ქვაზე, ასეთი ეპიტაფიაა ამოტვიფრული.
დაე უფალმა ღმერთმა და მისთა ანგელთა
გვიშველონ ჩვენ ჩვენივე შეწევნით. ამინ

მოამზადა თემურ ირემაძემ[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები