მთავარი ბლოკიმსოფლიო სიახლეები

რა  შედეგები  მოჰყვება  ტრამპის  გარშემო აზვირთებულ სკანდალს?!

დონალდ   ტრამპი. ამერიკას  ასეთი სკანდალური პრეზიდენტი არა ჰყოლია. უკვე ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მის გარშემო აჟიოტაჟი შეიქმნა. დღეს ოპოზიციური დემოკრატიული პარტია ტრამპის იმპიჩმენტს მოითხოვს. კონგრესში გრძელდება გამოძიება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, გამოუცხადებენ ტრამპს იმპიჩნმენტს თუ არა.

ამერიკა ძლიერი ქვეყანაა, რადგანაც იქ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებია. ამერიკამ ისეთი ექსცენტრიული პრეზიდენტიც აიტანა, როგორიც ტრამპია. ამას არც ერის გახლეჩა, არც სამოქალაქო ომი არ მოჰყოლია და არც მოჰყვება.

რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დაპირისპირება ხდება კონგრესში, ქვეყანა კი თავისი ცხოვრებით ცხოვრებს. არმია, სპეც-სამსახურები, პოლიცია გამართულად მუშაობენ. სასამართლო ფუნქციონირებს,   ქარხნები და სხვადასხა დაწესებულებები მუშაობენ. ამერიკელების მხოლოდ 10- 16 %-ს ადარდებს, თუ რით დამთავრდება გამოძიება, გამოუცხადებენ თუ არა ტრამპს იმპიჩმენტს. ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ერთი რამ ცხადია: არავითარი სამოქალაქო ომი ან ქვეყნის გახლეჩა აშშ-ს არ ემუქრება. ამერიკა ვითარდებოდა, ვითარდება და მომავალშიაც განვითარდება, მიუხედავად იმისა დარჩება ტრამპი პრეზიდენტად თუ არა.

ასევე ნათელია იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხიც. სავარაუდოდ კონგრესი, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ, ტრამპს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სენატმა უნდა დაამტკიცოს. იქ კი უმრავლესობა ტრამპის თანაპარტიელ რსპუბლიკელებს აქვთ. სენატიც, დიდი ალბათობით, იმპიჩმენტს არ დაამტკიცებს. ტრამპის ოპონენტებს ერთად-ერთი გამოსავალი რჩებათ: სკანდალი, რომელმაც ტრამპის რეიტინგის საბოლოო ვარდნა უნდა გამოიწვიოს და მის ხელახალ არჩევას ხელი შეუშალოს.

დარჩება თუ  არა ტრამპი პრეზიდენტად, ეს ჩვენთვის ნაკლებ აქტუალურია. გაცილებით საინტერესოა, თუ საით წავა ამერიკა. ტრამპი ხელისუფლებაში იზოლაციონისტურ ლოზუნგებზე მოვიდა. ის ამტკიცებდა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა ან საქართველო აშშ-სათვის ინტერესს არ წარმოადგენენ. მთავარია ამერიკული მრეწველობის განვითარება. პოლიტოლოგი ფისენკო ამასთან დაკავშირებით  წერს:

_ ტრამპის უკან ამერიკული  სამრეწველო  კაპიტალი  დგას, რომლიც საბანკო კაპიტალს  ებრძვის.ტრამპიც მთავარ აქცენტსსწორედ  მწველობის  აღმავლობაზე  აკეთებს და არა ფერადრევოლუციებზე, ან უკრაინის თუ საქართველოს  თანამედროვე სრულფასოვან  სახელმწიფოებად  ჩამოყალიბებაზე. ტრამპი საჯაროდ აცხადებს,  რომ ამერიკა  ერების სამჭედლო ვერ იქნება და რომ  პუტინთანაც  საერთო ენა უნდა გამოიძებნოს.

დღეისათვის  რუსეთთან  დიდი გარიგება  ჩაიშალა. აჟიოტაჟმა, რომელიც  ტრამპის გარშემო აზვირთდა,  ის შეუძლებელი გახადა. მაგრამ ღიად რჩება საკითხი: რა მოხდება, თუ ტრამპა არჩევნები მოიგო და თეთრ სახლში კიდევ ხუთი წლით დარჩა? რომელი ტენდენციები გაიმარჯვებენ ვაშინგტონში, გლობალისტური თუ იზოლაციონისტური? დღეს ეს გაურკვეველია.

ცნობილ  ბულგარელ მწერალს პავლე ვეჟინოვს აქვს გენიალური ნაწარმოები „გარიჟრაჟისას“. მისი მოქმედება 1943 წლის შემოდგომაზე ვითარდება. იმ დროს უკვე ცხადი იყო, რომ ჰიტლერულმა გერმანიამ, ვისი მოკავშირეც მაშინ  ბულგარეთი იყო, ომი წააგო. რა მოხდება შემდეგ? საით წავა ქვეყანა? ეს მაშინ გაურკვეველი იყო. დღეს აშშ-ში ასეთივე გაურკვეველი ვითარებაა. ვერავინ იტყვის, თუ როგორი იქნება აშშ-ს დამოკიდებუება პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართ. ამერიკელები აქ პოზიციების განმტკიცებას შეეცდებან,  თუ უკან დაიხევენ. ასევე გაურკვეველია ევროკავშირის ბედიც. რაც შეეხება რუსეთს, ის გზაჯვარედინზეა.   იმაში, რომ შეუძლებელია ისე ცხოვრება, როგორც დღეს რუსეთი ცხორობს, ყველა ერთსულოვანია.  მაგრამ   რა არის მოსალოდნელი? ერთნი თვლიან, რომ დემოკრატიული ტენდეციები იმძლავრებენ, მეორენი  რუსეთისათვის მართვის ოპტიმალურ ფორმად თვლიან სამხედრო დიქტატურის. დღეს ორივეს ალბათობა  თანაბარია.

თუ რით დასრულდება ტრამპის გარშემო აზვირთებული აჟიოტაჟი, ეს ნაკლებ საინტერსოა. გაცილებით მნიშვნელოვანია მეორე საკითხი: რა ტენდენციები იმძლავრებენ ვაშინგტონში და შესაბამისად დასავლეთში.

ნიკა თევზაძე – www.fact2.ge

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *