ასტროლოგიამთავარი ბლოკინინო ხომერიკი

რა ხდება 9 ოქტომბრიდან მთელი თვის მანძილზე? მოემზადეთ წარმატების მისაღწევად…

ასტროლოგი ნინო ხომერიკი2015 წლის ოქტომბერი – საერთო ჯამში არ არის ცუდი პერიოდი ბევრი ადამიანისათვის, ვინაიდან კოსმიური ამინდი და დედამიწის ბიოსფერო საკმაოდ ჰარმონიული იქნება. განსაკუთრებით დადებითი იქნება მისი მეორე ნახევარი და ეს პერიოდი საგრძნობი გახდება უკვე ოქტომბრის მეორე დეკადის დასაწყისშივე.

9 ოქტომბის შემდგომ მერკური გამოდის რეტროგრადული დგომიდან და დაიწყებს დირექტიკულ მოძრაობას, ხოლო 8 ოქტომბრიდან პლანეტა ვენერა შევა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ამ პერიოდში სტუმრობს მას მარსი. ბევრი წამოწყება და ურთიერთობა რომელსაც საფუძველი ჩაეყრება ამ პერიოდში სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, საშუალებას მოგვცემს მარტივად და გასაგებად დავაწყოთ გეგმები და პერსპექტივები. ახალი ურთიერთობები დალაგდება პერსპექიულად, რას ხელს შეუყობს ბიზნესის განვითარებას და სოციალური სფეროს განახლებას, გაფართოვებას და რადიკალური ცვლილებების გატარებას.

განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაირთვება ეს პროცესი 14 რიცხვიდან, როდესაც დედამიწა შევა კოსმიური ენერგეტიკის ჰარმონიულ ზონაში. ეს კარგი პერიოდია ქორწინებებისათვის, მოგზაურობებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ახალი ძალები შეემატება ბევრ წამოწყებას, გაძლიერდება და პოზიტიურ დინამიკაში გადავა. იუპიტერი, რომელიც ასევე ამ პერიოდში იმყოფება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, დაეხმარება ადამიანებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი ახალ საქმიანობაში, გამოავლინონ ნიჭი, საფუძველი ჩაუყარონ კარიერულ გარდაქმნებს. ახალი პროექტები და ხელშეკრულებები საშუალებას მოგვცემს აქტიურად ჩავერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოვახდინოთ თვითრეალიზაცია.

ამ კუთხით ოქტომბერი ბევრს დაამახსოვრდება, როგორც ბიზნესის გაფართოების, კარიერის და ურთიერთობების გაუმჯობესების პერიოდი. ამიტომაც თვის მეორე დეკადა იქნება საკმაოდ დინამიური და აუცილებელია მისი მაქსიმალურად გამოყენება. მესამე დეკადაში, 23 ოქტომბრიდან მზე დატოვებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს და შევა ნაკლებად დინამიურ – მორიელში, ამიტომაც საჭიროა თვის ბოლომდე გადავჭრათ მთავარი საკითხები და მოვემზადოთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რომელიც მოსალოდნელია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ნოემბრის პირველ ნახევარში.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები