ეს ყველამ უნდა იცოდესმედიცინამთავარი ბლოკიპოლიტიკა

რეალური 2ფაქტი თუ როგორ უსწორდება ბიძინა ივანიშვილი მის მლანძღველებს?! – სიკეთის სანაცვლოდ მიღებული ტალახი

ყველაზე მეტ ტალახს “სიკვდილ გადარჩენილები” ისვრიან?

ერთი კვირის წინ პირველად გამიჩნდა განცდა, რომ საქართველოში უფულობის გამო ავადმყოფებს სიკვდილი აღარ ემუქრებათ, თუმცა დედაჩემის და მის მნახველ თანასოფლელ დედაკაცებისთვის ამის დარწმუნება ძალიან გამიჭირდა. ისინი მოხიბლულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მიერ რეკონსტრუქცირებული საავადმყოფოთი და ნიშნისმოგებით მითხრეს, რომ დედაჩემის გადარჩენა მისი დამსახურებაა, თუმცა მათი ეს მოსაზრება არ გამკვირვებია ვინაიდან აქამდე მათ ტელევიზორებში მხოლოდ ერთი პროპაგანდისტული ტელევიზია აჩვენებდა. მიუხედავად ამისა მაინც მოვახერხე დამერწმუნებინა, რომ დედაჩემის გადარჩენა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის დამსახურებაა და არა სააკაშვილის მიერ დატოვებული ლამაზი შენობის. ადრე თუ მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს შეეძლოთ ამ შენობაში უფასო მკურნალობა ახალა ზღვარს იქით და ზღვარს აქეთ მყოფ ყველა ადამიანს უდგას სახელმწიფო გვერდში.

ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია ჩემი კოლეგა გიორგი უძილაურის საინტერესო სტატუსი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

1260464280_3გიორგი უძილაური: – გუშინ დედაჩემს უთხრეს, რომ მისი C ჰეპატიტის ვირუსი განადგურებულია. საქართველო მსოფლიოში თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფომ ომი გამოუცხადა C ჰეპატიტს და უახლოეს წლებში ამ მკვლელ ვირუსს საბოლოოდ დაამარცხებს. და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. და დღეს ფაქტიურად გამოცხადდა მეორე ომი, ამჯერად ონკოლოგიის წინააღმდეგ. დღეს შედგა ადრონული თერაპიის მეგაპროექტის კომისიის სხდომა. ამ პროექტსაც ნახევარი მილიარდი დოლარით აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. რა არის ადრონული თერაპია: ეს არის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც 10ჯერ უფრო ეფექტურია დასხივებაზე და ითხოვს 7ჯერ უფრო ნაკლებ სეანსებს. ამ თერაპიის ეფექტურობა აღწევს 80-90%-ს! და რაც მთავრია, ამ ტექნოლოგიით დასხივებისას იშლება მხოლოდ სიმსივნური ქსოვილები და არ ზიანდება ჯანმრთელი უჯრედები. პრაქტიკულად ეს ტექნოლოგია მიეკუთვნება “ბირთვულ მედიცინას”, რომლის განვითარებაზეც მუშაობს ევროპის ბირთვულ კვლევათა ცენტრი. დღეს მსოფლიოში ამგვარი ცენტრები არსებობს გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიასა და იაპონიაში. საქართველოს გარდა, უახლოეს მომავალში ასეთი ცენტრები ექნება ჩინეთს,შვედეთს და ბელგიას. ვისაც უნდა, და რაც უნდა ის ილაპარაკოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. როგორც უნდათ აკრიტიკონ, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი _ ამ გამკრიტიკებელთა შორის იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც კრიტიკა შეუძლია არა მხოლოდ იმიტომ რომ კრიტიკისთვის აღარ კლავენ და აღარ იჭერენ, არამედ იმიტომაც რომ კრიტიკის გამოსახატად ის ადამიანები 288611364051609დღემდე ცოცხლები და ჯანმრთელები არიან კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციების დამსახურებით. ინვესტიციებით ყველაზე მნიშვნელოვანში _ ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობაში, სიცოცხლესა და თავისუფლებაში. მშურს ივანიშვილის, არა იმიტომ რომ მდიდარია. იმიტომ, რომ ამხელა სიკეთის სამაგიეროდ მიღებული ამდენი ტალახისა და ლანღძვის შემდეგ ისევ არ იშლის სიკეთის კეთებას და ხალხზე, მათ შორის მის მლანძღველებზე ზრუნვას. – წერს გიორგი უძილაური

ბესო მახარაშვილი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები