ფოტოისტორია

რეკლამის მორალი და Pirelli-ის სუპერმოდელი ქალები

როდესაც კომპანიის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამირებისა და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობის გზებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც მეხსიერებაში ტივტივდება, საბურავების მწარმოებელი იტალიური კომპანია “პირელლი” და მისი უკვე ხელოვნების ნიმუშად ქცეული კალენდარია.
“პირელლის” მკაცრად შეზღუდული რაოდენობით დაბეჭდილი კალენდარი პრივილეგირებულ მომხმარებლებს გადაეცემა საჩუქრად და მისი შეძენა მხოლოდ აუქციენზე, ან კერძო პირისგანაა შესაძლებელი. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, კალენდრის გამოცემას, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ელოდება და კომპანიის სახელიც, საზოგადოების სხვადასხვა წრეებში, მუდმივად აქტუალური რჩება.
“პირელლის” კალენდარი თავისი განხრის, ალბათ, ერთადერთი გამოცემაა, სადაც გლამურული ფოტოგრაფიისა და ფოტოგრაფების ნამდვილი შედევრებია წარმოდგენილი.
1964 წელს, “ბითლზის” ფოტოგრაფმა, რობერტ ფრიმანმა, საფრანგეთის სამხრეთში ფოტო-სესია ჩაატარა, რომლის სექსუალურმა და, ამასთანავე, თავშეკავებულმა ფორმებმა იმ დროინდელი კონსერვატორული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია… “პირელლის” კალენდრის მითიც აქედან დაიწყო…
დროთა განმავლობაში, კალენდარი, “პირელლისა” და ადამიანის ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა. მისი შემქმნელი ფოტოგრაფები მაყურებელს ხედვის არაერთმნიშვნელოვან კუთხეს სთავაზობდნენ და მაღალი მოდისა და რომანტიული მიდგომის უწვრილეს ზღვარზე დადიოდნენ. ავტორების განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, ყურადღების ცენტრში ყოველთვის დროის სული ხვდებოდა. 1974 წლისთვის, კალენდარი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო და “პირელლის” მიერ, ორი ნავთო-კრიზისის გამო, მისი გამოცემის შეწყვეტამ დიდი გაოცება გამოიწვია. `ო, არა! მათ შეაჩერეს საუკეთესო!” – ყვიროდა გაზეთი “სანი”. საბოლოოდ, 1984 წელს კრიზისი წარსულს ჩაბარდა და კალენდარმა უვე ომმერის ფოტოებით კვლავ გამოანათა. 1994 წელს “პირელლის” კალენდარი “პირელლი ჯგუფის” საერთაშორისო კომუნიკაციების ოფიციალურ პორტფოლიოდ იქცა.
ჰარი პიჩენოტი, სარა მუნი, ნორმან პარკინსონი, არტურ ელგორტი, რიჩარდ ავედონი, ენი ლიბოვიცი, ეს იმ სახელგანთქმულ ფოტოგრაფთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, სხვადასხვა დროს, “პირელლის” კალენდარზე მუშაობდნენ და დღევანდელობამდე, ფოტოგრაფიის კანონებს ხვეწდნენ.
2015 წლის კალენდრის გაფორმებაზე, მთლიანად, სტივენ მაიზელმა იმუშავა, ფოტოგრაფმმა რომელიც საუკეთესოდ არის აღიარებული მსოფლიოს მოდის სამყაროში. ინტენსიური გადაღებები 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მის ნიუ-ორკის სტუდიაში. Pirelli-ის 2015 წლის კალენდარი ყველაზე რევოლუციურია წინამორბედებთან შედარებით, ერთ-ერთ გვერდზე გამოჩნდა კენდის ხაფფინი «plus size»-ის პირველი მოდელი (ზომები — 96-83-110) მისი 50 წლიანი არსებობის ისტორიაში.
დღეს “პირელლი”, საბურავების გაყიდვით, მსოფლიო ბაზარზე, მეხუთე ადგილს იკავებს, მაგრამ დაგვეთანხმეთ, მისი სახელი, სხვა კონკურენტ ფირმებთან შედარებით, გაცილებით მყარადაა ადამიანის ცნობიერებაში გამჯდარი, რისი ერთერთი გარანტიც ლეგენდად ქცეული უფასო კალენდარია.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი