მთავარი ბლოკირელიგია

რელიგიური ფანატიზმიდან ფარისევლობამდე?! ფოტო რომელზეც ასახულია ეკლესიაში დამონტაჟებული გამათბობელი გადაღებულია რუმინეთში

ფოტო რომელზეც ასახულია ეკლესიაში დამონტაჟებული გამათბობელი 30 იანვარს ფეისბუქზე Historic Houses of Romania – Case de Epoca გამოწვეყნდა სადაც წერია რომ აღნიშნული ფოტო რუმინეთის ერთ ერთ ეკლესიაშია გადაღებული, თუმცა ფეისბუქის ქართველმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა და შემდეგ ყოველგვარი მინიშნების გარეშე ატვირთეს საკუთარ გვერდებზე საიდანაც უმარავმა ადამიანმა გაიზიარა და ჩათვალეს, რომ ეს უმზგავსობა საქართველოს რომელიმე ეკლესიაში ხდება – რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

fact2.ge მოუწოდებს მოსახლეობას ჩვენი დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ქმედებით ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას პირველ რიგში საკუთარ თავებს.

შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანი არ ვიყოთ ღრმად რელიგიურები, ყოველ კვირას არ დავდიოდეთ ეკლესიაში ან/და საერთოდ არ გვწამდეს, მაგრამ ნუ მოვახდენთ სიცრუის ტირაჟირებას.

რაც შეეხება მეორე ფოტოს რომელზეც გამოსახულია სამების საკათედრო ტაძარი ჩვენი ვარაუდით ეს ფოტოშოპია, თუმცა რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ არსებობს ტერმინი რელიგიური ფანატიზმი და შესაბამისად ქართველ მრევლშიც გავრცელებულია.

ჩვენი თხოვნა იქნება გაიზიაროთ აღნიშნული ინფორმაცია და გააგებინოთ სიმართლე მათ ვისაც ფოტოსავთენტურობის ჯერა.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები