მედიცინაქალი და მამაკაცი

რეპროდუქციული ჯანმრთელობის უნიკალური აპლიკაცია ქართველი ქალბატონებისთვის – “ჩემი კალენდარ”

ევროპელი და ამერიკელი  ქალბატონების ყველაზე მოდური, საჭირო და საყვარელი მობილური აპლიკაცია “ჩემი კალენდარი”-ს ქართული ვერსია შეიქმნა რომლითაც 5000-მდე ქართველი ქალბატონი უკვე  სარგებლობს სრულიად უფასოდ.

2016 წელს რეპროდ
უქციული ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, შვედური ორგანიზაციის RFSU ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომამ” დაამზადა სატელეფონო აპლიკაცია  – „ჩემი კალენდარი“  აიფონებისა და ანდროიდებისათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე. აპლიკაცია შექმნილია წამყვანი ქართველი რეპროდუქტოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მათ მიერ მოწოდებული  სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით. ის  უფასოა და არის 1 ქართულენოვანი ვარიანტი აღნიშნულ თემაზე. აპლიკაცია საშუალებას იძლევა  ქალმა  მონიტორინგი გაუწიოს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას, აკონტროლოს ციკლი და ნაყოფიერი დღეები, მიიღოს შეტყობინებები მედიკამენტების მიღებისა და ექიმთან ვიზიტების შესახებ. აპლიკაცია შედგება 2 ნაწილისაგან, კალენდარისა და საინფორმაციო ნაწილისგან.

საინფორმაციო ნაწილი შედგება რამდენიმე მოდულისგან და მოიცავს შემდეგ ბლოკებს:

  • – ინფორმაცია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიის შესახებ;
  • – ინფორმაცია კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ.

კალენდარის საშუალებით ქალს შეუძლია გამოითვალოს ფერტილური (ნაყოფიერი ) დღეები და დაგეგმოს ორსულობა. გამოყენების მიზნით მომხმარებელმა უნდა შეავსოს  კითხვარი და შეიტანოს პირადი მონაცემები.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ შემდეგი მისამართებიდან:

google Play bit.ly/2dBZKCZ
app store-apple.co/2eofrh8

აპლიკაციას  დადებითი გამოხმაურება მოყვა მომხმარებელთა მხრიდან.  დღეისათვის მას უკვე იყენებს 5000 მდე ქალი.

ასე რომ შეუერთდით მსოფლიო გამოცდილებას, ფეხი აუწყეთ თანამედროვეობას,  ჩამოტვირთეთ აპლიკაცია მობილურ ტელეფონში და მიეცით მას საშუალება თქვენს ნაცვლად აკონტროლოს თქვენი ჯანმრთელობა.


“საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა”
დაარსდა 2000 წლის ოქტომბერში, როგორც ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება პრევენციული, საგანმანათლებლო და დიაგნოსტიკური პროგრამების განხორციელების გზით და ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის აღმოჩენის საშუალებით ორგანიზაციებისათვის, თემებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

“თანადგომას” სათავო ოფისი განლაგებულია თბილისში. ასევე, – ბათუმი (აჭარა), ზუგდიდი (სამეგრელო), ქუთაისი (იმერეთი) და თელავი (კახეთი).

ამჟამად “თანადგომა” ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს:

რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისა და ზოგადი მოსახლეობის განათლება  რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში; აივ ინფექციის და სგგი-ის პრევენცია ზოგად მოსახლეობასა და მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში; რეპროდუქციული ასაკის ქალების ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ ინფორმირება; ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენცია სოფლის მოსახლე რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

Fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები