ბლოგერებიპოლიტიკასიმონ კილაძე

რესპუბლიკელების ოცნებისა და ოქროს ხანის დასასრული – 38 წლიანი ისტორია

სიმონ კილაძის  facebook –ის გვერდიდან
შტრიხები რესპუბლიკური პარტიის პორტრეტისათვის
38-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს ყველაზე ძველმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც 1978 წელს, საბჭოთა კავშირში არალეგალურად დაარსდა, საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მხოლოდ ორჯერ – 1995 და 2008 წლებში მიიღო მონაწილეობა: 1995 წელს ხმების – 1,65 პროცენტი (35 000 ხმა) დააგროვა, 2008-ში კი 3,78 პროცენტი (67 000 ხმა) და პარლამენტს მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკელებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა საარჩვენო ბლოკში ყოფნის დროსაც ჰქონდათ: 1999 წლის არჩევნებზე მათ, „ეროვნულ-დემოკრატებთან“ და „მრეწველებთან“ ალიანსში ხმების – 4,45 პროცენტი მიიღეს.

ბოლო 26 წლის განმავლობაში რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ოთხჯერ შევიდა. 1990 წელს – 3 დამოუკიდებელი დეპუტატით, 1992 წელს, სამხედრო პუტჩის შემდეგ, როცა მხოლოდ მინიმალური პროცენტული ზღვარი იყო გადასალახი, „ქართულ დასთან“ და „თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან“ ალიანსში, უკვე 10 პარლამენტარით (1995 და 2008 წლებში „რესპუბლიკელებმა შესაბამისად ერთი და ორი მაჟორიტარის გაყვანა შეძლეს).
2004 და 2012 წლებში, როცა ძლიერი ლოკომოტივი ჰყავდათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით, რესპუბლიკელებმა პარლამენტში, შესაბამისად, 5 და 9 დეპუტატი გაიყვანეს.
ბოლო ოთხი წელი ნამდვილი „ოქროს ხანა“ იყო რესპუბლიკელების 38 წლიან პარტიულ ისტორიაში. მათ პირველად მიიღეს – პარლამენტის თავჯდომარის და რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის პოსტი, ასევე სამი სამინისტროს პორტფელი.

———–

წყარო: რადიო “ამერიკის ხმა”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები