ეს ყველამ უნდა იცოდესმთავარი ბლოკისაზოგადოებაშოუ-ბიზნესი

რისგან გვიცავს წითელი ძაფი, რატომ უნდა ვატაროთ ის და რა გავლენას ახდენს ადამიანის წარმატებასა თუ ჯანმრთელობაზე?!

ეს მარტივი თილისმა საუკუნეების მანძილზე იცავდა ჩვენს წინაპრებს.
დედები ბავშვებს უნასკვავდნენ ხელზე, რათა ჩვილები ავი თვალისგან დაეცვათ.

ძველად წითელ ძაფს ადამიანები სახლის წინ, ჭიშკარზეც აბამდნენ, რათა სახლის ბინადრები ყოველივე ბოროტებისგან დაეცვათ. თანამედროვეებიდან წითელი ძაფი მაჯაზე პირველად მადონამ გაიკეთა, როცა კაბალის მიმდევარი გახდა. კაბალისტიკური სწავლების თანახმად, მაჯაზე წითელი ძაფი მეგობარმა, ნათესავმა ან შეყვარებულმა უნდა შეგაბათ. სწორედ ამის შემდეგ ენიჭება მას ჯადოსნური ძალა.

წითელი, შალის ძაფი, მარცხენა მაჯაზე აუცილებლად უნდა გაინასკვოს, სამჯერ ან შვიდჯერ.

ინდუისტურ ტაძრებში მარჯვენა ხელზე წითელ ძაფს გასათხოვარ გოგონებს უკეთებენ. ძველ სლავებს კი სწამდათ, რომ მარჯვენა ხელზე შებმული წითელი შალის ძაფი წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანდათ.

მაჯაზე წითელი ძაფის შებმის ტრადიცია ჰქონდათ ინდიელებს, ბოშებს, ძველ გერმანულ ტომებს.

შალის წითელი ძაფი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭრილობების შეხორცებას, დადებითი ენერგიის მოზიდვას.

ნუ შეგეშინდებათ, თუ თქვენი ძაფი გაწყდა ან დაგეკარგათ, მან საფრთხე აგარიდათ და დროა, ახალი გაიკეთოთ.

წყარო: astrologi.ge

ჩვენი რეკომენდაცია და შებმის წესი ასეთია: წითელი ძაფი აუცილებლად შეაბმევინეთ საყვარელ ადამიანს (ოჯახის წევრს, მეგობარს, შეყვარებულს) გაიკეთეთ 7 კვანძი და თითოეულ კვანძზე ჩაიფიქრეთ სურვილი… საკუთარ თავზე გამოცდილებით გეტყვით რომ 3 სურვილის ასრულების შემდეგ ძაფი თავისით ან და თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით წყდება, ასევე თუ ძაფი სურვილების ასრულებამდე გაწყდა ეს მისალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს რომელიც ძაფმა აგარიდათ და ეცადეთ ახალი ძაფი 7 დღის მანძილზე გაიკეთოთ.

ძაფის შესაძენად შეგიძლიათ დარეკოთ: 555 73 46 26 შესაძლებელია ადგილზე მიტანაც

p.s ქვემოთ, კომენტარებიდან გამომდინარე იძულებული ვართ განვმარტოთ: ჩვენ გაწვდით სასარგებლო (არა სავალდებულო) ინფორმაციას რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენდა სასიკეთოდ, მაგრამ რაც შეეხება რეკლამას არ არის აუცილებელი კონკრეტულად მითითებულ ნომერზე შეუკვეთოთ. ჩვენთვის მთავარია მიიღოთ ინფორმაცია და სად რას შეიძენთ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. –FACT2.GE

მსგავსი სტატია ლინკზე: რა გავლენას ახდენს იღბალზე წითელი ძაფი?! – მოხმარების წესები, რჩევები და რეკომენდაციები

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები