სხვა

რის გამო შეიძლება ჩავარდეს ძაღლი სტრესულ მდგომარეობაში და რამდენი თვე სჭირდება მის განკურნებას .

4 წლის კავკასიურმა ნაგაზმა, რომელიც 60-70 კილოგრამს იწონიდა, 4 თვის ლეკვი, ამერიკული ბულდოგი ძალიან დაკბინა. ლეკვი ნაგაზმა აქეთ-იქით ისე ათრია, ძლივს გააშვებინეს. ამ შემთხვევის შემდეგ ლეკვს ძაღლების მიმართ პანიკური შიში დაეწყო. ძაღლის ყეფას რომ გაიგებდა, შიშისგან შარდავდა. ამ ლეკვში ძალიან დიდი თანხა იყო გადახდილი, თანაც, თავისი ჯიშის ძალიან კარგი წარმომადგენელი იყო. მეტისიც რომ ყოფილიყო, ცოდვა იყო, ამ შემთხვევის გამო სამუდამოდ სტრესის ქვეშ რომ დარჩენილიყო. ამიტომ სპეციალისტებმა სამეგობროში ისეთი ძაღლები შევარჩიეს, რომლებიც არ იკბინებოდნენ, უხეშად არ თამაშობდნენ და ნაზები და კეთილები იყვნენ. ერთ დღეს სტრესიანი ლეკვი ერთ-ერთ მათგანთან 20 წუთით მიიიყვანეს. უცნობი ძაღლის გარემოცვაში, თავისთავად, შეშინებული იყო. მეორედ ისევ მასთან უკვე ნახევარი საათით მიიყვანეს, ოდნავ გაუთამამდა. მერე ერთი საათით მიიყვანეს და საკმაოდ გაუთამამდა და თავი ძალიან შინაურულად რომ იგრძნო მიხვდა, იმ ძაღლისგან საფრთხე არ ემუქრებოდა. ამის შემდეგ სხვა ძაღლთან, ათი წუთით მიიყვანეს. იქაც ძალიან შეშინდა. ლეკვი მიხვდა, ვისთან ყოფნასაც შეეჩვია, კეთილი იყო, მაგრამ არ იცოდა როგორი იყო ეს მეორე ძაღლი. მოკლედ, იგივე პროცესი ჩაატარეს ამ შემთხვევაშიც, რაც დაახლოებით შვიდ თუ რვა ძაღლთან განმეორდა. ამ ყველაფერს ექვსი თვე მაინც დასჭირდა. დაახლოებით ერთი წლის რომ იყო ძაღლო და როცა ის უკვე ძალიან გათამამდა. ათამაშეს შედარებით ტანით მომცრო ძაღლთან, რომელიც მას კონფლიქტის შემთხვევაში ვერ დაჩაგრავდა. გაუკეთეს პროვოცირება, რომ ერთმანეთთან კონფლიქტი მოსვლოდათ – თამაშის დროს საჭმელი ჩაუგდეს. მცირე კინკლაობის შემდეგ როცა ბულდოგმა, უპირატესობა იგრძნო და ბოლომდე „გაიხსნა“. შესაბამისად, მასში შიში და სტრესი საერთოდ გაქრა. ამ ფაქტიდან ხუთი-ექვსი თვის მერე, ძაღლს ასეირნებდნენ, მეზობელს გერმანული ნაგაზი გამოექცა და ძაღლებმა იჩხუბეს, შიში კი არა, ძლივს გააშველეს ერთმანეთს, გერმანულ ნაგაზს კლავდა. ანუ მას ძაღლების შიში ბოლომდე მოხსნილი ჰქონდა, დაიცვა პატრონი გამოქცეული ძაღლისაგან, დაიცვა საკუთარი თავი და სერიოზული წინააღმდეგობაც გაუწია.

დაახლოებით იგივე მომენტია ავტომობილთან მიმართებაშიც. უნდა ვიცოდეთ, რა დროს აქვს ძაღლს შიში – გაჩერებულ ავტომობილთან, მოძრავთან თუ სალონში ჩასმის დროს. ამის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შიში მოძრავ ავტომობილებზე აქვს, უნდა ვეცადოთ, ისეთ ადგილებში ვასეირნოთ ძაღლი, სადაც ავტომობილები არ ჩანან, მაგრამ მათი ხმაური ისმის. ყურთასმენა ძაღლს ბევრად უფრო განვითარებული აქვს ვიდრე ადამიანს. ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით, ძაღლი გავათამამოთ და უკანა მხრიდან, გზის პირისკენ გადმოვიწიოთ 9-10-12 წუთით… დღითი დღე დრო გავზარდოთ. მერე გზაზე გადაიყვანეთ, სადაც მანქანები მოძრაობენ და უჩვენეთ, რომ ეს საშიში არ არის. როცა ამ ყველაფერს თამამად მიეჩვევა, სტრესს, ასე თუ ისე დაივიწყებს. შეიძლება, ძლიერი მუხრუჭის ხმაზე რეაქცია ჰქონდეს, რომელიც, შესაძლოა ვერც ვერასდროს მოუხსნათ, მაგრამ მანქანების გარემოცვაში მოძრაობის შიში ნამდვილად აღარ ექნება. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ნერვები და მოთმინება უნდა. თუ ნერვები არ გეყოთ და ექვსთვიანი კურსი სამ თვეში მიატოვეთ, ჩათვალეთ, რომ შედეგი არ გექნებათ.

ძაღლებს ხშირ შემთხვევაში მგზავრობასთან აქვთ პრობლემები, გული ერევათ. ამ შემთხვევაში ჩავსვით მანქანაში, წავიყვანეთ ძალიან ახლოს, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, შემდეგ გაასეირნეთ, დაანახეთ ძაღლებს რომ, როცა მანქანაში ვსვამთ, ისინი ძალიან კარგ ადგილას მიყავთ. ათამაშეთ, არბენინეთ და ასე შემდეგ. მერე მანძილი გაზარდეთ და 50-ის ნაცვლად 100 მეტრის სიშორეზე წაიყვანეთ, მერე 150, 300. კარგი იქნება , თუ სკვერში სადმე წაიყვანთ,ასე ნელ-ნელა გადააჩვიეთ გულისრევას.

ასევე, ძაღლებს ლეკვობის პერიოდში სიბნელის პანიკური შიში აქვთ, მაგრამ მერე გაუვლით ხოლმე. არის შემთხვევა, როცა ძაღლს სივრცის შიში აქვს. მაგალითად, ზოგიერთი ძაღლს „ლენდ კრუიზერის ჯიპში“, სადაც მისთვის დიდი ადგილია განკუთვნილი, გული არ ერევა, მაგრამ „სედანის” ტიპის მანქანებში ის ცუდად ხდება. ზოგიერთ ძაღლს პატარა სივრცის გამო ლიფტის შიში. საკმარისია ლიფტი სართულებს შორის გააჩეროთ, რამდენიმე წუთში გულისრევა ეწყება.

ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჯერ დიაგნოზი დასვათ და შემდგომ დაიწყოთ მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ერთის მკურნალობით მეორე რამ დააზიანოთ. სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში, ძაღლს არ აქვს სიმაღლის შიში. ხშირია ფაქტი, სიმაღლის შიშის არქონის გამო ძაღლები მერვე სართულიდან გადამხტარან, ანუ, ვერ გაზომა ძაღლმა და გადახტა. აქედან გამომდინარე, ძაღლი აუცილებლად უნდა მოვარიდოთ სიმაღლეს. რადგან, შესაძლოა, აგრესიულობის ნიადაგზე, ძაღლი ეზოში ვინმეს უყეფდეს და ფანჯრიდან ინერციით გადახტეს.

მოამზადა მარიკა ხიდურელმა.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები