ავტო

რის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ, მამაკაცი ერთგულია თუ არა.

ამბობენ, როგორც ძაღლი ემსგავსება თავის პატრონს, ავტომობილი და მისი მეპატრონეც ემსგავსებიან ერთმანეთსო. იმის მიხედვთ, თუ რა ავტომობილს აარჩევს ადამიანი, შესაძლებელია გაშ[hana-code-insert name=’br’ /]იფროთ, თუ როგორი ადამიანია მისი მფლობელი.

მაგ. მამაკაცი,რომელიც ირჩევს “მერსედესს”, ის იქნება სოლიდური, სერიოზული, ექნება ტრადიციული ოჯახი და ეყოლება დიასახლისი ცოლი, ანუ , ის  ძალიან მეოჯახე და მოწესრიგებული იქნება. “მერსედესის” პატრონი ძალიან სტაბილური, დაღვინებული მამაკაცია, რომელიც სტაბილურობის მომხრეა და ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს დიდად ვერ ეგუება. ახალგაზრდა,  ,,დერსკი” ბიჭი არასოდეს იყიდის ,,მერსედესს”.

რაც შეეხება “ბეემვეს”-ვისაც უყვარს ესეთი ავტომობილები, ის უფრო აგრესიულია. მას ურჩევნია ჰყავდეს ბევრი საყვარელი, ვიდრე ცოლი. ის შედარებით არასტაბილური პარტნიორია და ძალიან ცუდი მეოჯახე იქნება-ისევე,როგორც “ფერარის” მფლობელები.
ქალბატონი, რომელიც ყიდულობს “ტოიოტა” “ლენდ კრუიზერს”,თავის თავში დარწმუნებულია და პარტნიორად, ურჩევნია, შუახნის მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, არის დინჯი და აქვს კარგი შემოსავალი, რომელიც წავა, აიღებს ხელფასს და შემდეგ სულ მას დაახარჯავს, მოკლედ-იდეალური კაცი, მაგრამ საშუალოდ იდეალური, ანუ ის გარეგნობით, სიძლიერით,მეოჯახეობით და, თუნდაც ლოგინში, ყველაფერში საშუალოა.
მაგრამ ქალი, რომელიც სწრად და ძლიერ “ბეემვეს” იყიდის, ის ასეთ სტაბლურ პარტნიორს ვერ შეეგუება. ის უნდა იყოს აგრესიული და არამდგრადი. მათი ურთიერთობა ან უკიდურესად კარგი, ან საშინელი უნდა იყოს. “საშუალო” ასეთი ტიპის გოგონებითვის არ არსებობს.მათ ხასიათში ზის მშფოთვარე სული და შინაგანად ითხოვს სიგიჟეებს.
ქალი, რომელიც “С კლასის” “მერსედესს” იყიდის, ის თავის თავში ზედმეტად დარწმუნებულია და მას ისეთი ქმარი ან პარტნიორი ეყოლება, რომელსაც ყველაფერს მიუთითებს.  ოჯახშიც, ლოგინშიც და ურთიერთობებშიც ის პირველობას ითხოვს. მაგრამ, ქალი, რომელიც “ოპელ-ვექტრას” იყიდის, ის არის მეოჯახე, სათნო, რომელიც არაფერზე გამოთქვამს პრეტენზიას. მან მანქანაც მხოლოდ იმიტომ იყიდა,რომ ძალიან სჭირდებოდა, თორემ შეიძლება, არც მოსვლოდა თავში აზრად მანქანის ყიდვა.
მამაკაცი, რომელიც “ოპელ-ვექტრით” დადის დინების საწინააღმდეგოდ არ ცურავს, ის ძალიან მოკრძალებული და საყვარელია .მამაკაცს,რომელსაც შინაგანი “ცეცხლი” აწუხებს, ვერსადროს დაჯდება ამ ავტომობილზე.

არის კიდევ ერთი მომენტი, ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ის დანაკარგი შეივსოს, რაც პარტნიორთან ურთიერთობის დროს უჩნდება, ასეთი ადამიანების მანქანა შესაძლებელია იმ პოტენციურ პარტნიორს ჰგავდეს, როგორიც მას სურს, რომ ჰყავდეს. ანუ, რაც შენ გაკლია, ამას ან პარტნიორი გივსებს, ან ავტომობილი.[hana-code-insert name=’br’ /]

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები