ეკონომიკამთავარი ბლოკიპოლიტიკა

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ

მესამე მიმართულება,  სადაც  რუსების გააქტიურებაა ამოსალოდნელი, საქართველოა.

 

ყველა   ომი  ადრე  თუ გვიან მთავრდება.  პანდემიის   მწვავე ფაზაც   სავარაუდოდ ამა წლის  24-25   მაისისათვის გადაივლის. რა მოხდება შემდეგ?   დაავადებაზე მწვავე ის ეკონომიური ცუნამი იქნება,  რომელიც ამის შემდეგაა მოსალოდნელი.  ის ძირეულად შეცვლის ვითარებას მსოფლიოში.

აშშ  დღეს მსოფლიოს ლიდერია. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის შედეგად  გამოწვეული შედეგები  ამ ქვეყნისათვისაც   მძიმე იქნება.  უმუშევრობა სავარაუდოდ  30%-ს მიაღწევს.  სოციალური კრიზისი  ქვეყნის პოლიტიკაზეც აისახება. რასაკვირველია,  ამერიკა კვლავაც დარჩება გლობალურ სახელმწიფოდ,  რომელიც მსოფლიოში   დემოკრატიული პროცესების   მიმდინარეობაზე პასუხს აგებს, მაგრამ  ეკონომიური კრიზისი  საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე   გავლენას იქონიებს.

გაიმარჯვებს თუ არა  ტრამპი? პანდემიამდე  მას ამისი რეალიური შანსები  ჰქონდა.  ახლა  ეს  შეიცვალა.   ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ   ტრამპის კონკურენტი შესაძლოა იყოს პოლიტიკოსი, რომელიც  წარმოადგენს უახლოეს  3-6 თვეზე გათვლილ კონკრეტულ  ანტი- კრიზისულ პროგრამას. მისი ვინაობა სავარაუდოდ ამა წლის ზაფხულში გამოჩნდება.

პანდემია  ევროკავშირზეც  იქონიებს გავლენას. ეს გაერთიანება   სერიოზულ რეფორმებს ვერ ასცდება. ევროპა  დღეს  მარშალის გეგმის ანალოგიურ  დახმარებას საჭიროებს.  ევროკავშირში  სავარაუდოდ გამოიკვეთებიან ქვეყნები,  რომლებიც მზერას ჯერ  რუსეთის,  შემდეგ  კი ჩინეთისაკენ მიაპყრობენ.  სავარაუდოდ ეს იქნება იტალია, სერბეთი,  საბერძნეთი,  აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის  ზოგიერთი ქვეყანა.  ის ფაქტი,  რომ ჩინეთი  პანდემიიდან  ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გამოვა (თუმცა ეპიდემია სწორედ აქ დაიწყო),  მიუთითებს  იმაზე, რომ პეკინის  აქტიურობა ევროპაში გაიზრდება.  ჩინეთი   ევროკავშირზე გავლენის მოსაპოვებლად  აშშ-ს  ყველაზე სერიოზული კონკურენტი  იქნება.  სავარაუდოდ  უკვე  2025  წლისათვის მსოფლიოში  ორი  ზე- სახელმწიფო  იქნება: აშშ  და ჩინეთი.  21-საუკუნის ძირითადი მახასიათებელიც ამ ორ გიგანტს შორის  მეტოქეობა გახდება.

რუსეთი  ჯერ კიდევ პანდემიამდე უმძიმეს  მდგომარებაში  იყო. სანქციები, ლოკალური ომები  ( სირია,  უკრაინა),  ნავთობზე ფასების  ვარდნა, ყოველივე ეს  ამ ქვეყნის  ეკონომიკას უდიდეს დარტყმას  აყენებდა.  ვლადიმერ პუტინმა თავის  ერთ-ერთ ინტერვიუში  აღიარა:

_ მხოლოდ დონბასის  ომი ჩვენ წელიწადში 5  მილიარდი  დოლარი გვიჯდება!

 ომის  შეწყვეტა  პუტინისეული სცენარით  რუსული პოლიტიკის უმთავრესი   ამოცანა იყო. დღეს შეიძლება ითქვას, რომ  რუსეთმა  ამას ვერ მიაღწია.  ასევე  ვერ მოხერხდა  სანქციების შესუსტება – გაუქმებაც.  ახლო მომავალში  დონბასისა და სირიის ომები გაგრძელდება,  სანქციებიც არ შეწყდება.  ყოველივე ეს,  პლუს პანდემია  და ნავთობზე ფასების  ვარდნა,   რუსეთის  ეკონომიკას  მომაკვდინებელ  ლახვარს ჩასცემს. ფაქტიურად   რუსეთში მეორდება სურათი,  როგორიც  პერესტროიკის დაწყების  წინ  იყო:  აუცილებელი ხდება ან  ფართომასშტაბიანი გარდაქმნები, ან  მასიური რეპრესიები   და შოვინისტური პოლიტიკის გაგრძელება.  ბუნებრივია,  სანამ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინია, მეორე ვარიანტი უფრო რეალურია.  მეტიც,   პუტინი  ბევრად უფრო აგრესიული გახდება, ვიდრე  ადრე იყო.  ეკონომიკიურ კრიზისს  ის  ამერიკელთა ხრიკებით ახსნის.  ამევე  დროს   გაცილებით  აგრესიულად  და მიზანსწრაფულად წარიმართება  სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებზე  გავლენის  აღდგენის მცდელობები.  რუსები არც ტერაქტებს,  არც  საბოტაჟს არ მოერიდებიან.

პუტინის პირველი დარტყმა  ბელორუსისაკენ იქნება მიმართული.  რუსეთი  ამ რესპუბლიკის ანექსიას შეეცდება.  პუტინს გააჩნია სამართლებრივი  კოზირი: თავის დროზე    ჩატარდა ე.წ.  რეფერენდუმი და ბელორუსის მოსახლეობამ  რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას მხარი დაუჭირა.  დღეს  ასეთ სახელმწიფოს შექმნას  კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტი ლუკაშენკო.  პუტინიც  მის     დაყოლიებას ან დამხობას  შეეცდება.

დარტყმის მეორე ობიექტი  უკრაინა იქნება.  ცხადია, რომ ამ ქვეყნის ანექსია შეუძებელია.  სამაგიეროდ  რუსეთი  უკრაინის სამხრეთ- აღმოსავლეთ   რეგიონების  ანექსიას შეეცდება (ხარკოვი, დნეპრი, ოდესა,ზაპორიჟიე  და  ა.შ.). ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა უკვე  მიმდინარეობს.  პუტინის მოკავშირედ გამოიკვეთა ორგანიზაცია „ოპოზიციური ბლოკი სიცოცხლისათვის“, რომელსაც პუტინის ნათესავი  ვიქტორ მედვედჩუკი უდგას სათავეში.

მესამე მიმართულება,  სადაც  რუსების გააქტიურებაა ამოსალოდნელი, საქართველოა.  თურქეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე პუტინისათვის  იზრდება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა.  საქართველოს ე.წ.  ნეიტრალიტეტი  უკვე გუშინდელი დღეა.  ახლა რუსეთისთვის საჭიროა, რომ საქართველოშიც ანტი-თურქული  მიმართილების მთავრობა მოვიდეს (პროგრამა – მაქსიმუმი),  ან  ჩამოგვაჭრან ჯავახეთი, სადაც  რუსულ ბაზებს  დააბრუნებენ.  საქართველოშიც  რუსული  მეხუთე კოლონის მკვეთრი გააქტიურებაა  მოსალოდნელი. ტერაქტები,  დივერსიები,   მასიური ხანძრები,  ეს უკვე უახლოესი მომავლის  საფრთხეა.  წლევანდელი ზაფხული ამ ფონზე ჩაივლის.  ის თუ როგორი  იქნება შემოდგომა, დამოკიდეულია  იმაზე, თუ როგორ დასრულდება  ზაფხული.

ამრიგად,  პანდემიის  მწვავე ფორმის   დასრულების შემდეგ   საქართველოს მრავლად ექნება პრობლემები.  მეტიც, შესაძლოა  ამ ფონზე კორონავირუსი  ბავშვურ გართობად წარმოჩინდეს.  აღნიშნული პროცესი  სავარაუდოდ  2024 წლამდე გაგრძელდება.    ამაზე მეტ ხანს  რუსეთი ვერ შესძლებს აგრესიული მოქმედების გაგრძელებას.   საქართველომ  ეს უკანაკსნელი პერიოდი ღირსეულად უნდა გაიაროს.

    ნიკა    თევზაძე

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *