საზოგადოებაქალი და მამაკაცი

როგორ ავისრულოთ ოცნებები თილისმების დახმარებით და რა ინფორმაციას გვაძლევენ სამკაულები?!

ნებისმიერ ადამიანს უყვარს, როცა მას ყურადღებას აქცევენ, მით უმეტეს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. თუმცა, ძნელია მათი გულის მოგება. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანა მამაგულაშვილი ამბობს, ყველა ჩვენგანში დევს რაღაც ორიგინალური, დამახასიათებელი, განსხვავებული. ანუ, ის, რას სხვებს ჩვენში ხიბლავთ. ასევე, მისი თქმით, აუცილებელია, ამ ბუნებრივ თვისებებს დავახმაროთ ძალა, რომელიც დადებითად იმოქმედებს გარშემო მყოფებზე, განსაკუთრებულ შარმსა და მიმზიდველობას მოგვანიჭებს და მეტად დადებითად განაწყობს ჩვენს მიმართ საპირისპირო სქესსა და უცხო ადამიანებს.

ნანა: 
დამეთანხმებით, ნებისმიერი ჩვენგანი ოცნებობს, იყოს მეტად სასურველი, მიმზიდველი, იქცევდეს საპირისპირო სქესის განსაკუთრებულ ინტერესს, იყოს ყოველთვის ყურადღების ცენტრში… ამისთვის კი, მერწმუნეთ, საჭიროა სილამაზისა და მიმზიდველობის სპეციალური თილისმის ტარება. მისი საშუალებით თქვენ ადვილად შეძლებთ, გახდეთ მეტად შესამჩნევი უცხო ადამიანების თვალისთვისაც კი.

– ამისთვის ნებისმიერი თილისმა გამოდგება თუ ეს ინდივიდუალურად და სპეციალურად შერჩეული უნდა იყოს?

– სწორი შეკითხვაა და ამაზე პასუხი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. გეტყვით რომ, ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ, ეზოთერულად დამტკიცებული და არა ვიღაც შარლატანის ფანტაზიით შექმნილი და შემოთავაზებული წესები. უნდა იცოდეთ, ზუსტად რომელი თილისმაა თქვენთვის მისაღები და საჭირო. სწორედ, ამის საშუალებით შეძლებთ, აისრულოთ ოცნებები, რომელიც ზოგჯერ აუხდენელიც კი გგონიათ. ვარსკვლავის ფორმის კულონს ბევრი ადამიანი ატარებს და მისი მაგიური ძალის შესახებ არც კი იციან. ეს კარგად იცოდნენ ძველმა აფრიკულმა ტომებმა და ახალშობილ გოგონას, სწორედ ასეთ კულონს ჰკიდებდნენ გულზე. უამრავი ზომის და ფორმის თილისმები არსებობს რომელიც ამათუიმ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. თუ თილისმები ოქროსფერი შეფერილობის იქნება, მაშინ მათი მაგიური ძალა ორმაგდება და ბოროტი ადამიანების ავი თვალისა და შურიანი მზერისგანაც დაგიცავთ.

– ამბობენ, თილისმას მაშინ აქვს ძალა, თუ გამოსაჩენ ადგილას უკეთია ადამიანსო. ზოგი ამტკიცებს, პირიქით – უცხო თვალს არ უნდა მოხვდესო. როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

– რომ იცოდეთ, რამდენი მეკითხება ამას და ყველა გაოცებულია ჩემი პასუხით. თუმცა, არც მიკვირს. თუ არ ხარ მსგავს საკითხებში ჩახედული, არც გეცოდინება, როგორ მოიქცე. თანაც, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები თუ კოლეგები, ამაზე ვერც სწორ პასუხს გაგცემენ და ვერც დაგარიგებენ. ბევრს ჰგონია, რომ თუ კისერზე ათასგვარი ფორმის თილისმას ჩამოიკიდებს, წარმატება გარდაუვალი იქნება მის ცხოვრებაში. ასე, არ არის. გასწავლით მეთოდებს, რომლებიც თილისმის მოვლასა და მის ზემოქმედებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ გსურთ, თქვენმა თილისმამ წარმატება მოგიტანოთ – ღამე, ძილის წინ მოიხსენით და ჩადეთ წყლიან ჭიქაში. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ახალი აღებული უნდა იყოს ონკანიდან. მოკლედ, ჩადეთ ამ წყალში თქვენი თილისმა და ასევე ჩაამატეთ ერთი კოვზი შაქარი და ერთი ცალი ვარდის ფურცელი. დილით ამოიღეთ თილისმა და იმ ტანსაცმლით გაამშრალეთ, რომლის ჩაცმასაც აპირებთ იმ დღეს. შეგიძლიათ, მისი ძალა კიდევ უფრო გააძლიეროთ ახალი მთვარის დღეებში. კერძოდ, ის ღია ფანჯრის რაფაზე დადეთ, რომ მთვარე უყურებდეს, მასში კი შაქრისა და ვარდის ფურცელთან ერთად, ჩადეთ ოქროსფერი მონეტა, მაგალითად, ძველი ორმოცდაათთეთრიანი. თქვენი თილისმა ასეთი წესით მთვარის ენერგიით დაიმუხტება და მისი ტარება სიხარულს, სიტკბოს, ფინანსურ წარმატებას და სიყვარულში ბედნიერებას მოგიტანთ.

– არის თუ არა საშიში, თუ თილისმად რომელიმე ცხოველის ფორმის სამკაულს ატარებ?

– პირიქით, უკეთესია. მაგალითად, თუ ასეთი გამოსახულების მქონე თილისმას ატარებთ, სამსახურში პრობლემები ადვილად მოგვარდება და კოლეგების კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

– ბევრი ატარებს ფრინველების გამოსახულებიან სამკაულებს. ესეც ერთგვარი თილისმა და მათი დამცველია?

– გეთანხმებით, მეც მინახავს, რომ ატარებენ ასეთ თილისმებს და ძირითადად, თინეიჯერი გოგონები. ფრინველების გამოსახულებიან თილისმა-გულსაბნევს ვინც ატარებს, ის მეტად ნაზი, მგრძნობიარე ბუნების ადამიანია. მას მამაკაცები აღიქვამენ, როგორც ალერსიანსა და ქალურს. გეტყვით იმასაც, რომ თანამდებობაზე მყოფმა და ძალაუფლების მქონე მანდილოსნებმა ასეთი გულსაბნევები და ზოგადად, სამკაულები, არ უნდა ატარონ.

– ახლა, მოდაში შემოვიდა მინისგან დამზადებული, გამჭვირვალე გულსაბნევები. მათ თუ გააჩნიათ მსგავსი ძალა და თუ ზემოქმედებენ ადამიანებზე?

– სხვათა შორის, ძველად, თითქმის ყველა ოჯახში იდგა მინის სტატუეტები და მათ, ერთგვარი, ფუძის დამცველის როლს ანიჭებდნენ. მათი გაბზარვა ან გატეხვა ცუდის მომასწავებელი იყო. ეს აზრი და ტრადიცია დღესაც არსებობს ბევრ ოჯახში და თუ მინის ჭურჭელი თავისით გატყდა, უბედურება გარდაუვალია. ამას მინა წინასწარ გრძნობს და რომ იტყვიან „თავს იკლავს“. ასევეა სამკაულებიც. მინისგან დამზადებული სამკაული რასაკვირველია, ფლობს თილისმურ ძალას, მაგრამ, ის ძალიან მგრძნობიარეა და ავ თვალსაც მალე იღებს. ზოგჯერ შურიან გამოხედვასაც კი შეუძლია მისი გაბზარვა ან ნაკუწებად ქცევა. ასეთი სამკაულები ხშირად უნდა მოათავსოთ გამდინარე წყალში. შემდეგ ჭიქაში ჩაასხათ ონკანის წყალი, ჩაყაროთ მასში ცოტაოდენი სოდა და მარილი და ასე შეინახოთ დილამდე. ამგვარი წესით მისგან ცუდ ენერგიას განდევნით, მას სიცოცხლეს უბრუნებთ და თილისმურ ძალასაც აორმაგებთ. ასეთი სამკაულები გამოსაჩენ ადგილას უნდა გეკეთოთ. გაბზარვის ან გატეხვის შემთხვევაში კი, სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან. სხვათა შორის, ერთი ამბავი გამახსენდა და მინდა, მოგიყვეთ. ერთი მეგობარი მყავს. სტუდენტობის პერიოდში ულამაზესი შავი პიჯაკი ჰქონდა და მის საყელოზე მუდმივად ებნია, მინის „ბანტიკის“ ფორმის ბროში. ყველგან ერთად დავდიოდით და მინდა გითხრათ, მიუხედავად მისი არაფრით გამორჩეული გარეგნობისა, მუდმივად ბიჭების ყურადღების ცენტრში იყო. არაჩვეულებრივი საქმრო ჰყავდა – ვანიკო. დაქორწინებას აპირებდნენ. ერთ დღეს ბაღში დავსხედით მე და ნინო, ვანიკო უნდა მოსულიყო და მას ველოდებოდით. მზიანი ამინდი იყო და შევამჩნიე, მის გულსაბნევს ბრწყინვალება დაკარგვოდა. აღვნიშნე კიდეც, ეტყობა გასაწმენდია, რატომ აღარ ბრჭყვიალებს მზის სხივებზე-მეთქი. ერთ კვირაში, ეს მინის გულსაბნევი გაუტყდა. მაშინ კი განიცადა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა, მისი ცუდი წინასწარმეტყველების შესახებ. თურმე, ბებიას უჩუქებია სკოლის დამთავრების აღსანიშნავად. მაშინ ყველას გაგვიკვირდა, ვერ მივხვდით რატომ უნდა გატეხილიყო, როცა არც ძირს დავარდნილა და არც რაიმე მოხვედრია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვანიკო ავარიაში მოჰყვა და დაინვალიდდა. მშობლებმა ნინო ცოლად აღარ გააყოლეს. ახლა, როცა ეზოთერიკული ცოდნა შევიძინე და გავთვითცნობიერდი მსგავს საკითხებში, ეჭვი აღარ მეპარება, რომ სწორედ იმ მინის თილისმამ იწინასწარმეტყველა მათი უბედურება. ასე რომ, თილისმების წინასწარმეტყველებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნებისმიერ სამკაულს, რომელსაც თილისმური ძალა აქვს და ატარებთ, უნდა გაუფრთხილდეთ და ხშირად დააკვირდეთ.

_ თავად თუ ამზადებთ თილისმას და ძირითადად რაზეა მოთხოვნა?

– მე ვამზადებ კომბინირებულ თილისმას რომელიც არცთუისე იაფი ჯდება და აქედან გამომდინარე ხშირი შეკვეთები არ მაქსვ, თუმცა გაცილებით იაფი ჯდება როცა დიაგნოსტიკის შემდეგ ვურჩევ რა ფორმის, ფერის და მეტალის სამკაული მოიტანონ ამა თუ იმ კონკრეტული მიზნის თილისმად გარდაქმნისათვის. მაგალითად თუ ქალს სურს მამაკაცმა მისი ქალური სინაზე და მომხიბვლელობა ადვიალდ შეამჩნიოს მაშინ პეპელას სამკაულს ვმუხტავ, მაგრამ ფინანსურ მდგრადობაზე უკვე ბუს სამკაულს ვიყენებ. ყველაფერი დამოკიდებულია თილისმის დამუხტვის მიზანზე.

ნონა დათეშიძე – FACT2.GE

პ.ს ქალბატონი ნანა ასევე მუშაობს ბოიენერგეტიკის და აურის გაწმენდაზე, რომლიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სვამს შეუცდომელ დიაგნოზს ორგანიზმში არსებულ დაავადებებზე. ადამიანებს ეხმარება კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში.

ნანა მამაგულაშვილის სხვა სტატიები

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები