ასტროლოგიამთავარი ბლოკი

როგორ ავისრულოთ სურვილები სამყაროს კანონების დახმარებით.


ეზოთერიკოსი სანდრო:
არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით, და, ასევე, ფიქრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. შესაძლოა, ამაში ბევრი არ დამეთანხმოს და თქვას, სულ პრობლემების მოგვარებაზე ვფიქრობ და რატომ არ მიმართლებს, რატომ ვერ ვშოულობ თუნდაც საარსებო მინიმუმსო. მე მათ ვეტყვი, რომ ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. შესაძლოა, ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მიზანმიმართული ფიქრი, თუნდაც მატერიალურ ფორმირებაზე, არასწორია. ძალიანაც ცდებიან, რადგან, უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშავოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. რომ ამბობენ, ბედნიერები არ ვართო. აბა, მიიღეთ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას და სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას. დამერწმუნეთ, ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრებით, სიტყვებითა და სიტუაციებით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს. როგორც იტყვიან, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ არ დაიჯეროთ.

არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. კერძოდ, ყველა ადამიანმა უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, გნებავთ – ჩანთით, გნებავთ – ჯიბით. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები