შოუ-ბიზნესი

როგორ აღმოჩნდნენ გეები ის ბიჭები, რომლებიც გვანცა ბაგრატიონს კინაღამ შეუყვარდა და როდის შესთავაზა მას სექსი გიორგი ყიფშიძემ

ცოტა ხნით წინ სკანდალურობით ცნობილმა გვანცა ბაგრატიონმა მისი და გიორგი ყიფშიძის პირადი მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც მას გიორგი სექსს სთავაზობს. როგორც გიორგი ამბობს, ეს თვითონ არ იყო და ყალბი „ფისბუქიდან“ მისწერეს, რისიც გვანცას არ სჯერა და აღშფოთებულია.

გვანცა ბაგრატიონი: კლიპების გადაღებით ვერთობოდი, ბავშვი ვიყავი. თან, მეგონა, ვიღაც გადაცემის წამყვანად მიმიწვევდა ან რაიმე კარგ სამსახურს დავიწყებდი. ამიტომ „ვიბანძებდი“ თავს შოუებში. ეკრანს რაც მოვწყდი, ფოტომოდელობა დავიწყე. უცხოეთში ვფოტომოდელობ – მოსკოვში, ამერიკასა და ჩინეთში. სულ მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მეშინოდა. ერთხელაც გავბედე, წავედი და თეთრეულისა და სახის მოვლის საშუალებების რეკლამას ვაკეთებ. შემოსავალი კარგია. ჩემზე ჭორებიც ნაკლებად მესმის. ათასი ჭორი გამიგია ჩემს თავზე – უამრავი პლასტიკური ოპერაციაც მქონია გაკეთებული, ტრანსგენდერიც ვყოფილვარ, ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელიც – გიგი უგულავასი, ბერასი. ერთხელ მამულიჩასთან ერთად მანქანაში ფოტო გადავიღე და მისი საყვარლობაც დამაბრალეს.

– ცოტა ხნის წინ შენი და გიორგი ყიფშიძის პირადი მიმოწერა დადე, სადაც სექსს გთავაზობს, როგორ ჩაიარა ამ ამბავმა?

– გიორგი ყიფშიძემ ჯერ მომწერა, არ გინდა გავერთოთო? ვიფიქრე, ალბათ, გართობას, მუსიკის მოსმენას, გიჟობას გულისხმობს-მეთქი და პირდაპირ სექსი შემომთავაზა, გავგიჟდი. „სექსი მინდა“ რა უბედურებაა უკანასკნელ ბოზს არ ეტყვიან. სულ პატარა ვიყავი, ბავშვობაში მწერდა ხოლმე, ცოტა იქით გადაჰყავდა საუბარი, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი. მერე გამომიგზავნეს მისი სტატუსი, თავის „ფეისბუქ-გვერდზე“, თავი გაუმართლებია, მე არ ვიყავიო. ალბათ, „დაბოლილი“ იყო. ზუზუ ბეჟაშვილსაც ვიცნობდი, ის არ იყო ეგეთი, ძალიან კარგი ტიპი იყო. ვიფიქრე, ესეც ანალოგიური იქნებოდა და პირდაპირ მაჯახა: სექსიო. ზუზუმ რომ ბარში დაიწყო მუშაობა, მისულები ვიყავით მე და ლელა მიქელაძე. კარაოკე-ბარი იყო. სცენაზე ყველა მღეროდა. თქვეს, გვანცამ იმღეროსო და ვიღაცებმა რაღაც ჩაიჩურჩულეს, ზუზუმ ხალხს შეატყო სახეზე ცინიკური დამოკიდებულება. გაბრაზდა, არ გვინდა აქ ცინიზმიო და აიჭრა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩხუბობდა. ზუზუ გამოვიყვანე, რა ხდება-მეთქი და არაფერიო. არადა, სახე ჰქონდა წაშლილი. ძალიან სამართლიანი ტიპი იყო.

– სხვა დროს თუ გქონია შემთხვევები, როცა ასე პირდაპირ გწერენ  –„შენთან სექსი მინდა“?

– საქართველოში რა საშინელი ბიჭები დარჩნენ, მეკითხებიან შეყვარებული თუ გყავსო, არ მყავს, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე საჩემო. შეყვარებულიც კი არასდროს ვყოფილვარ, სულ გეები მომწონს. ბევრი მწერს, მაგრამ არავინ მომწონს – ზოგი ძალიან „გოიმია“, ჭორაობა იციან. მე ვერავინ მომხიბლა. ყველას თავზე დახტომა უნდა, სექსი, მომწონხარ… მანქანაში ოღონდ ხელი შეგავლონ. ქართველი კაცი, რომ მანქანაში ჩაგიჯდება, უეჭველი ზედ გახტება, „გეთომარება“, მოფერებას და ჩახუტებას გიწყებს. უამრავი შემთხვევა მქონია ასეთი, ეგრევე რომ იერიშზე გადმოდიან. მე რომ გახდილ ფოტოებს ვდებ, ალბათ, ჰგონიათ, რომ მსუბუქი გოგო ვარ, ჯერ კარგად გამიცანი. მე იმ ფოტოებში იმდენი მაქვს აღებული, ყველა გაიხდიდა, თან სულ ქალები და მე რომ მომწონს ისეთ ბიჭები მიღებენ – გეები. მათ უფრო კარგად ვეპრანჭები და ვპოზიორობ. ლამაზ-ლამაზი, თბილი ბიჭები არიან. საზღვარგარეთ ყველა სერიოზულად მიყურებს. ცოლად გამომყევი, თუ ცოლი ჰყავთ – დავშორდები შენი გულისთვისო.

– როგორია საშენო ბიჭი ან გეი ბიჭები რატომ მოგწონს?

– არ ვეძებ ფულიანს და სასახლეში რომ ცხოვრობდეს. ვეძებ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც მომისმენს, გამიგებს, შეიძლება, იქით გადავყვე თან. როგორც მე ვარ, ისე იყოს ჩემთან. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, გეები მომწონს.  ორჯერ მქონდა გეისთან ურთიერთობა, კინაღამ შემიყვარდა და მერე გავიგე, რომ გეია, ძალიან დამწყდა გული.  წაისვით რა პომადა, რომ გაგარჩიოთ! მეგობრობაც აღარ გავაგრძელე, მე მინდა შეყვარებულად, მაგრამ მაგას ვჭირდები? დედაჩემსაც მოეწონა, მამაჩემსაც, რა კარგი ბიჭიაო, მეუბნებოდნენ. მანამდეც იყო ასეთი შემთხვევა, მე 17 წლის ვიყავი, ის ბიჭი – 19-ის. მომეწონა, ისეთი ტიპი იყო, უცხოელს ჰგავდა.  „დავითრიე“ ქუჩაში, გავიცანი. მერე დავმეგობრდით, სახლში სტუმრადაც მოდიოდა ჩემთან, დედას, ბებიას ყველას მოსწონდათ, გიჟდებოდნენ, ზრდილობიანი იყო, არქიტექტურულზე სწავლობდა. ბოლოს რაღაც მწარედ მემესიჯებოდა, გოგო რომ მოგწერს ისე და მე მიკვირდა, ვფიქრობდი, ალბათ, შეყვარებული ჰყავს და ვერ ამბობს, ისიც კი ვიფიქრე მისი შეყვარებული ხომ არ მწერდა. მისმა ძმაკაცმა მითხრა, მაგასთან რა გინდა, გეიაო და არ დავუჯერე. ბოლოს „ფეისბუქზე“ თვითონ გააკეთა განცხადება – მე ვარ გეი და ვისაც არ მოგწონვართ, წამშალეთ მეგობრებიდანო. ახლა უცხოეთში არის გათხოვილი, მე ვერ გავთხოვილვარ, დავბერდი ქალი.

– რომ ამბობდი, ქართველ მამაკაცთან სექსი არ მექნებაო, ქართველი გეი ბიჭები ლამის შეგყვარებია და ეს როგორ გავიგოთ?

– ერთხელ ვთქვი, არავითარ შემთხვევაში ქართველ მამაკაცთან სექსი არ მექნება, მირჩევნია, ამოვიკერო ყველაფერი-მეთქი, ეს გეებიც ქართველები იყვნენ და გადამაფიქრებინეს. ქართველმა ბიჭებმა სიყვარულიც არ იციან. სიყვარულს ეძახიან სექსს, შენ რომ უნდიხარ. „შემაბი“, ადამიანო, პატივი მეცი, ყურადღება გამოიჩინე. მეგობრობა მაჩუქე, მომისმინე, ნუ მიყურებ ქვევით. შენს გაჭირვებას რომ უყვები და გეუბნება, – დაიკიდე, რა. მოგეფერები, ჩაგეხუტები და გაგივლისო – ყველაზე საზიზღრობაა, იმ წამში მინდა, გავქრე იმ ადგილიდან და წავიდე. მერე უკვირთ, რატომ არ ვეკონტაქტები. ყოფილა ისეთი შემთხვევები, ფულსაც რომ მთხოვენ. ვალი მაქვს და დამეხმარეო. არ ვიცი, რა ვუპასუხო ხოლმე. ციგნებს მაგონებენ. ჩემთვის მომიკლია და ის მიმიცია ტიპისთვის. მეგონა, დამინახავდა, მაგრამ რას დაგინახავს. მეტი მოუთხოვია, კიდევ დავხმარებივარ, კიდევ მოუთხოვია და გავაფრინე. კონტაქტი გავწყვიტე და ვთქვი, არასდროს არავის დავეხმარები-მეთქი.
უცხოეთში უამრავ საჩუქარს მჩუქნიან. ერთმა ტიპმა ძალიან ბევრი სათამაშო მაჩუქა. ავავსე სახლი. ერთმა – მაკიაჟის ყუთები. მაგდენი მაკიაჟი რომ წავისვა, აღარ მექნება სახე. ქართველებს არასდროს მოუციათ საჩუქარი. ერთადერთი იყო, ისიც ქალი. ცოტა გადახრითაც იყო, მერე მიხვდა, რომ არ ვიყავი ასეთი და შემეშვნენ. მე ხომ გეები მომწონს, რაღაც ახალი კატეგორია, „ელგებეტეში“ რომ არ შედის.

– ბერა ივანიშვილი მართლა გიყვარდა?

– არა. ღადაობებში ავყევი. ბავშვობაში გავიცანი. ორჯერ მიმიწვიეს „ბინა 18-ში“ და არცერთხელ არ გაუშვა ეთერში ჩაწერილი გადაცემა. ბერას არ მოეწონა ჩემ მიმართ დამოკიდებულება, ხალხს რომ „გაუსწორდებოდა“, გვანცას დავცინოთო და მაგიტომ დაბლოკა. მე რომ კლიპი გადავიღე, მაშინ დამირეკა და მომილოცა კარგი კლიპი გადაგიღიაო.

– კაცისგან ღალატს აიტან?

– ყოველთვის მეცინება, რომ ამბობენ, ჩემი ქმარი არ მღალატობსო. ნებისმიერი კაცი ღალატობს, სულ რომ ადრიანა ლიმა ჰყავდეს ცოლად, შეიძლება, ვინმე „ბანძთან“ უღალატოს. მე ნუ მაყურებინებს და მაგაზე არ დავუწყებ კონტროლს. ჩემი თუა, ჩემთან უნდა იყოს. წავიდეს ხოლმე ერთჯერადად, მაგრამ მრავალჯერ წასვლას არ ვაპატიებ. ბევრჯერ თუ წავიდა, ესე იგი აღარ სჭირდები. მე რომ არ მინდოდეს ტიპი, ვეტყვი, მორჩა, დამთავრდა, აღარ მინდა-მეთქი. მაგაზე როგორ უნდა სდიო კაცს, ვისთან წავიდა, ვისთან გაიპარა.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *