ქალი და მამაკაცი

როგორ გადავიტანოთ განშორება

ძნელია, აღწერო გრძნობა, რომელსაც ქალი საყვარელ ადამიანთან განშორებით განიცდის. ამ დროს მას თითქმის ფიზიკურ ტკივილთან უწევს გამკლავება. ცრემლი, სევდა, მონატრების საშინელი შეგრძნება, თითქოს დანაშაულის განცდაც – იქნებ, რაღაც ისე ვერ გავაკეთე; იქნებ, მე ვარ დამნაშავე მომხდარში?! ანუ, ეს ის სიტუაციაა, როცა მზა წამალი არ არსებობს და, ვერც ვერავინ დაგეხმარებათ, თუ თავადვე არ იპოვით ძალას საკუთარ თავში და ამ მძიმე ეტაპს არ გადალახავთ… და, კიდევ, მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ამის მერეც გაგრძელდება. არსებობს რამდენიმე შესაძლო მძიმე შეცდომა, რომელსაც ასეთ დროს ხშირად უშვებენ ქალები. მაგალითად, შურისძიება: ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გასაგებია, თითქოს ბუნებრივად ჩნდება სურვილი იმისა, ტკივილი მიაყენო იმას, ვინც შენ გატკინა. უპირველესად, შეწყვიტეთ საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გამოხატვა – ეს არაფერში გჭირდებათ. რაც მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი კარგი წინ გაქვთ, მით სწრაფად შეძლებთ ფეხზე დადგომას და უკვე უსარგებლო გრძნობისგან გათავისუფლებას.

შეცდომაა, როცა ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლები ვიღაც უღირსზე დახარჯეთ. ეს მშვენიერი წლები იყო, რამაც ბევრი პოზიტივი მოგცათ – აი, რაზე უნდა იფიქროთ.

* არ ეძებოთ მასთან დარეკვის  ან მესიჯის გაგზავნის მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი საქციელი გაუმართლებელი იქნება.

* არაფერი დაიტოვოთ მისი ნივთებიდან. ასეთ დროს სენტიმენტალიზმი დაუშვებელია, პირიქით, სასწრაფოდ მოიშორეთ ყველაფერი, რაც მას გაგახსენებთ.

* არავითარი შურისძიება, თუნდაც წვრილმანი. შორს თქვენგან ასეთი ფიქრები!

* არ დაემუქროთ და არ გამოიყენოთ შანტაჟისთვის თქვენი მეგობრები – ეს ყველაზე დიდი სისულელე იქნება.

 

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close