მთავარი ბლოკისაზოგადოება

როგორ გაჩნდა დედამიწაზე კაცთა მოდგმა

ვოლტერი თავის დროზე ირონიულად შენიშნავდა: მოსეს მცნებებში ისიც არის დავიწყებული, თუ როგორ მოეწყო ფეხისადგილები.
კანტი ვოლტერივით დასცინის ბიბლიურ ლეგენდას დედამიწაზე ადამიანის გამოჩენის შესახებ, რასაც ასენიზაციის ტერმინით გამოხატავს.
დედამიწას, წერს იგი, ადარებენ ,,კლოაკას, სადაც ასხამენ სიბინძურეს სხვა სამყაროებიდან.
ეს მეტად გონებამახვილური აზრი მოუვიდა ერთ სპარსელ ენაკვიმატს, ვინც სამოთხე, პირველ ადამიანთა ადგილსამყოფელი, ცაზე მოათავსა. იქ იდგა უამრავი ხე, ათასგვარი ნაყოფით დახუნძლული, რომელთა ნარჩენებიც ჭამის შემდეგ შეუმჩნევლად ორთქლდებოდა ორგანიზმიდან. გამონაკლისი იყო ერთი ხე, რომლის მაცდურ ნაყოფსაც სხვაგვარი ნარჩენი ჰქონდა.
ვინაიდან ჩვენი წინაპრები აჰყვნენ ცდუნებას, და, აკრძალვის მიუხედავად, ეს ხილი იგემეს, ამიტომ, ზეცის გაბინძურებას რომ მორიდებოდნენ, ყურად იღეს ერთი ანგელოზის რჩევა, რომელმაც დედამიწაზე მიუთითა და უთხრა: ,,აი, მთელი სამყაროს ,,ფეხისსალაგამი“. ანგელოზმა ადამიანები ჩაიყვანა იქ მოსასაქმებლად, იქვე დატოვა, თვითონ კი ზეცად ამაღლდა. ასე გაჩნდა დედამიწაზე კაცთა მოდგმა.

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *