მედიცინა

როგორ დავიკლოთ ზედმეტი 3-4 კილოგრამი.

ჩვენ მიერ დღეს შემოთავაზებული დიეტა სასარგებლო იმით არის, რომ, საკვების შეზღუდვის მიუხედავად, ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას და არ იფიტება.

დიეტის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:

1) კვება მიმდინარეობს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე;

2) კვებასა და კვებას შორის შუალედი – 2 საათი;

3) საკვების მიღება – დღეში 7-ჯერ;

4) საკვების სახეობა – დღეში მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი;

5) საკვების რაოდენობის სქემა – მატება-კლება.

დიეტა

პირველი დღე: ნებისმიერი ხილი (შეიძლება დღის განმავლობაში სხვადასხვა ხილი მიირთვათ);

მეორე დღე: რძის პროდუქტი (ხაჭო, უმარილო ყველი, მაწონი, კეფირი, იოგურტი, 1 ჭიქა რძე, ნადუღი);

მესამე დღე: ბოსტნეული (უმი ან ზეთში ჩაშუშული);

მეოთხე დღე: ბურღულეული (უცხიმო);

მეხუთე დღე: ფრინველის ან საქონლის ხორცი (მოხარშული);

მეექვსე დღე: თევზეული (მოხარშული) და ბოსტნეული (უმი და მოშუშული);

მეშვიდე დღე: ხილის და ბოსტნეულის წვენები (ახალგამოწურული).

დღის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ 1-დან 2 ლიტრამდე სითხე (ჩვეულებრივი წყალი, გაზგასული მინერალური ან ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენი).

თუ ყავის გარეშე ვერ ძლებთ, მიირთვით მხოლოდ 1 ფინჯანი (უშაქროდ), დილით.

რაც შეეხება საკვების რაოდენობის სქემას (მატება-კლებას):

პირველი დღე: დილის 8 საათზე, ვთქვათ, 1 ცალი პატარა ზომის ვაშლი, 10 საათზე რაოდენობა გააორმაგეთ (2 ცალი), 12-ზე – 3 ცალი, 14-ზე – 4 ცალი; კლება: 16 საათზე – 3 ცალი, 18-ზე – 2 ცალი და 20-ზე – 1 ცალი.

მეორე დღე: 8 საათზე დაიწყეთ 50 გრამი ხაჭოთი (ან რძის სხვა პროდუქტით) და პირველი დღის პრინციპით განაგრძობთ;

მესამე დღე: პირველი კვება დაიწყეთ 3 სადილის კოვზი დაჭრილი ბოსტნეულით;

მეოთხე დღე: პირველი კვება – 3 სადილის კოვზი რომელიმე ფაფა;

მეხუთე დღე: 1 ცალი მოზრდილი ქათამი ან 1 კილოგრამი საქონლის მჭლე ხორცი გადაანაწილეთ მთელ დღეზე მოცემული სქემით;

მეექვსე დღე: პირველი და ბოლო კვება – მხოლოდ ბოსტნეული (2 სადილის კოვზი); 1 კილოგრამი მოხარშული თევზი გადაანაწილეთ დანარჩენ საათებზე;

მეშვიდე დღე: 8 საათზე – ნახევარი ჩაის ჭიქა წვენი.

თუ ზუსტად დაიცავთ დღის რეჟიმს და კვების პრინციპს, კვირაში დაახლოებით 3-4 კილოგრამს დაიკლებთ, თავსაც მხნედ იგრძნობთ და დაგროვებულ კილოგრამებსაც სამუდამოდ დაკარგავთ.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები