იუმორი

როგორ დაიცვას თავი ებრაელმა შურიანი მეზობლების ,,ავი თვალისაგან”

შოლომ-ალეიხემის ერთ-ერთი გმირი გვასწავლის, როგორ დაიცვას თავი ებრაელმა შურიანი მეზობლების ,,ავი თვალისაგან”.

-კაცმა ყოველთვის უნდა იფიქროს თავისი მეზობლების გრძნობებზე. მაგალითად, თუ ბაზრობაზე მივდივარ, იქ ხელი მემართება, ყველაფერს ვყიდი, თანაც კარგ ფასებში, და სახლში ფულით გამოტენილი ჯიბეებით ვბრუნდები, არასოდეს დამავიწყდება, ჩემს მეზობლებს შევტირო, რომ ყველაფერი ბოლო კაპიკამდე დავკარგე და მთლიანად გავკოტრდი.

ამ დროს, მეც ბედნიერი ვარ და ჩემი მეზობლებიც, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, თუ მართლა ყველაფერი დავკარგე და ბაზრობიდან გაღატაკებული დავბრუნდი, მეზობლებს ვეუბნები, რომ იმ დღიდან, როცა ღმერთმა ბაზრობა და ვაჭრობა გამოიგონა, უფრო მომგებიანი და სარფიანი დღე არ ყოფილა.
ამ დროს, მე ხომ უბედური ვარ და ვარ, მაგრამ ჩემი მეზობლები უფრო მეტად უბედურები არიან.
გამიგეთ არა?

დაიმახსოვრეთ ეს სიბრძნე.

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *