განათლება

როგორ ეპყრობიან აბიტურიენტებს დამკვირვებლები საგამოცდო ცენტრებში

რომ არ დავწერო არ შემიძლია. ეს დღეებია სულ ნაეკს ვლანძღავ,ვამბობდი რომ ჩემი ცენტრი ჯოჯოხეთი იყო,სადაც არავის არ ვუსურვებდი მოხვედრას.
დღეს დილით შემთხვევით საავადმყოფოში მოვხვდი,სერიოზული არაფერი,მაგრამ გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე იქ წოლა როგორია? თან უნარების გამოცდამდე:) პანიკა მქონდა ჩვეულებივი და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერაფერს დავწერდი,ისიც კი მეგონა რომ ვერ მივასწრებდი. მამაჩემმა ნაეკში დარეკა,აუხსნა სიტუაცია.
დღეს მისვლისას კარებთან დამხვდნენ,შემიყვანეს,რბილი ავეჯი შემომთავაზეს. ორი დამკვირვებელი მყავდა,რომლებიც ჩემს ამოხვნეშაზეც კი დასახმარებლად ემზადბოდბენ. კლასსში მარტო ვიჯექი,მთელი ადმინისტრაცია კი “ჰოპსტოპზე” იყო,რამე არ დამჭირვებოდა. მოკლედ,თავი მართლა სახლში მეგონა,უამრავი კეთილი ადამიანის გარშემო და ყველაფერს აკეთებდნენ რომ მე კარგად მეგრძნო თავუ და არ მენერვიულა.
მადლობა naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომ ეს საშინელი დღე ნორმალურად დამამათავრებინეთ და მაქსიმალურად ხელი შემიწყეთ!

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *