მედიცინა

როგორ ვიკვებოთ სწორად და ჯანმრთელად

ასეთი კვებით კვირაში 1კგ-ს დაიკლებთ და ეს საკმაოდ კომფორტულად მიმდინარე იქნება

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

მე შემოგთავაზებთ ყველაზე პრაქტიკულ და ჯანმრთელ დიეტას, რომელსაც დიეტაზე მეტად სწორ კვებას უფრო ვუწოდებდი, რადგან ამ დროს კვირაში იკლებთ 1 კგ-ს, რაც ყველაზე სწორია წონაში კლების დროს, ვინაიდან სწრაფად გახდომას სწრაფადვე გასუქება ახლავს თან, ამ შემთხვევაში კი ნორმალურად და ჯანმრთელად მიდის გახდომის პროცესი.

სტატიაში არ იქნება არანაირი კალორიების და გრამების განხილვა, კვება უნდა იყოს ჯანმრთელი და კომფორტული.     დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიიღოთ:

1 – გაღვიძებისთანავე 250 მლ წყალი და 20 წუთის შემდეგ დილის ხილი, პირობითად ატამი, ვაშლი, ვაშლატამა, მსხალი და ა.შ. ოღონდ 2 ცალზე მეტი არა. თუ დრო არ გაქვთ საერთოდ არ მიიღოთ წყალი, რადგან დღის განმავლობაში კვების დროს დაცული უნდა იყოს წყლის ბალანსი, კერძოდ ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ 2 საათის შემდეგ, რადგან ჭამის დროს წყალი არ უნდა შეერიოს კუჭის წვენს, ეს გადამუშავების პროცესს ანელებს და ჩვენს მასაზეც აისახება, ამიტომ დილით თუ წყლის ბალანსის დასაცავად დრო არ გვაქვს უმჯობესია საერთოდ არ დავლიოთ წყალი.

2 – 12:40-ზე 500 მლ წყალი, 13:00-ზე სადილი, რომელიც შედგება  მოხარშული ბურღულეულისაგან (ერთი საშუალო თეფში), ცილისაგან (რამდენიც გნებავთ), ბოსტნეულისაგან (ლამბაქის ზომის თეფშზე რომ დაგვეტიოს), ყველისაგან (ერთი საშუალო ნაჭერი). სურვილის შემთხვევაში დესერტად შეგვიძლია დავაყოლოთ ხილი, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. ამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ ვიღებთ არანაირ სითხეს, თავისთავად არც საკვებს. მინიმუმ 2 საათის შემდეგ ვსვამთ ისევ 500 მლ წყალს.

3 – 18:40-ზე 500 მლ წყალი და 19:00-ზე ზუსტად ანალოგიური სტილის კვება, რაც სადილზე, იგივენაირი წყლის ბალანსით.

ბურღულეული   – წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, შვრიის ბურღული (ჰერკულესი), მანი და ა.შ.

ცილა                    – ნებისმიერი მოხარშული ხორცი ან თევზი ცხიმის გარეშე, მოხარშული კვერცხი (კვერცხის გული გვეკუთვნის დღეში მხოლოდ 2), ხაჭო, ლორი (უცხიმო), ლობიო და ა.შ.

ბოსტნეული        – ნებისმიერი სახის და უმჯობესია ცოცხალი. შემწვარი და ცხიმიანი გამორიცხულია,     მოხარშული დასაშვებია.

ყველი                  – არ გააკონტროლოთ მისი ცხიმიანობა, ცხიმის უმრავლესობას სწორედ მისგან მიიღებთ და ეს საჭიროა.

მოკლედ, ჩვენ არ ვშიმშილობთ, არც რაიმე სახის პროდუქტზე ვამბობთ უარს, დღის განმავლლობაში ბალანსირებულად ვიღებთ 2,250 ლიტრს წყალს (მეტიც შეგიძლიათ მიიღოთ, მთავარია კვებამდე და კვების შემდეგ მიღების დრო არ იყოს დარღვეული, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისია), უბრალოდ ვიკლებთ ნელა და ჯანმრთელად. გახსოვდეთ, პური გამორიცხეთ კვების რაციონიდან, მაგრამ კვირაში ერთხელ სადილზე ან ვახშამზე ერთი ნაჭერი ყველი შეცვალეთ 2 საშუალო ზომის ნაჭერი პურით. ის შეიცავს შეუცვლელ ვიტამინებს და კვირაში ერთხელ 2 ნაჭერის მიღება ცუდს არაფერს უზამს ჩვენს წონას.

დღის განმავლობაში 45 წუთიანი აქტიური ფიზიკური დატვირთვა შედეგს თითქმის გააორმაგებს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *