მედიცინა

როგორ ვიმკურნალოდ არტერიული ჰიპერტენზია.

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის მთავარი სიმპტომია არტერიული წნევის მატება. მისი წარმოშობის მიზეზი შემთხვევათა 90-95 პროცენტში ვერ დგინდება, შესაბამისად, დარჩენილი 5-10 პროცენტის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შინაგანი ორგანოებია. არტერიული ჰიპერტენზია არის ქრონიკული დაავადება და მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო მისი მკურნალობა. ნორმალურ წნევად ითვლება ვერცხლის წყლის სვეტის დონე 140/90 მილიმეტრზე. ნებისმიერი განსხვავებისას ადგილი აქვს ჰიპერტენზიას ან ჰიპოტენზიას. გამონაკლისია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმი, რომლისთვისაც ნორმა არის 130/85 მმ. ამაზე მეტი დაუშვებელია. წნევასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ექიმისა და პაციენტის მიზანი ხდება წნევის შენარჩუნება აღნიშნული რიცხვების ფარგლებში. ამ დროს ძირითადი სამიზნე ორგანოები არის გული, თავის ტვინი, თირკმელები და სისხლძარღვები, შესაბამისად, მეტად მწვავე გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
ავადმყოფების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ მკურნალობის ერთი ან რამდენიმე კურსი საკმარისი არ არის გამოჯანმრთელებისთვის. მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, პაციენტები პრობლემის ერთჯერადი მოხსნის შემდეგ წყვეტენ ამ პრობლემაზე ზრუნვას. ასეთი პაციენტები ამბობენ, რომ კურსი ჩაიტარეს და მშვიდდებიან. ზოგ პაციენტს არგუმენტად აქვს წამლის არსი როგორც ქიმიური ნივთიერებისა და აცხადებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, წამლების უმრავლესობა იწვევს გვერდით მოვლენებს. გვერდითი მოვლენა თუ არ აქვს წამალს, ეს იმას ნიშნავს, რომ წამალი ცუდია და არანაირი სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია, მაგრამ შესაბამისი დოზირებით, მეტად აქტიური მოქმედების პრეპარატების გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი. ჯობია ქიმიური პრეპარატების მიღება, ვიდრე არტერიული წნევის დარღვევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების არსებობა. კიდევ ერთი შეცდომაა უყურადღებობა. ამ მოვლენას ხელს უწყობს, ცალკეულ შემთხვევაში სიმპტომების ნაკლები გამოხატულობა, რის გამოც პაციენტი ვერ ხვდება, რომ აწუხებს მაღალი წნევა. დადგენილია, რომ არტერიული წნევის მცირე გადახრებს უფრო დიდი გართულების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე მის მკვეთრ მატებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ავადმყოფი გრძნობს, ეშინია და უფრო ყურადღებით აკონტროლებს მკვეთრად მომატებულ არტერიულ წნევას, ვიდრე ნაკლებად გამოხატულს.
ადამიანებს ვისა აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია მათთვის ცხოვრების რეჟიმი აუცილებლად შესაცვლელია. ამ უკანასკნელს განსაზღვრავს სამი ძირითადი ფაქტორი: სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება, ცხოვრების დინამიკური ტემპი და ჯანსაღი კვება. ვარჯიში ჰიპერტენზიის დროს არ გულისხმობს აქტიურ დატვირთვას. ამ დროს უარყოფითი შედეგი შეიძლება, გამოიწვიოს ინტენსიურმა სირბილმა ან მძიმე ტვირთით ვარჯიშმა. პრაქტიკული შედეგი მოაქვს სწრაფ სიარულს. ვარჯიში უნდა იყოს ნელ-ნელა მზარდი ტემპის, თავიდანვე მკვეთრი დატვირთვა არ შეიძლება. რაც შეეხება საკვებს, ძირითადად, უნდა მოვერიდოთ მარილიანი საჭმლის მიღებას. სისხლძარღვთა მდგომარეობის პირდაპირი კავშირის გამო არტერიულ წნევასთან, ასევე უარყოფითი შედეგის მომტანია ქოლესტერინი.[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი