მედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას სახლის პირობებში მარტივად

თმის ცვენა სერიოზული პრობლემაა და მისი მკურნალობა ძვრი ჯდება, როგორც წესი, მე კი გასწავლით ხანგრძლივ, მაგრამ ხარისხიან მეთოდს მის შესაჩერებლად.

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

თმის ცვენა თითქმის ყოველ მეორე მამაკაცს აწუხებს და ხშირად ისინი საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ მის აღმოსაფხვრელად, თუმცა არც-ისე იშვიათად მათ იმედი უცრუვდებათ. მე გასწავლით იაფ, ხანგრძლივ და ხარისხიან მეთოდს, რომელიც სახლის პირობებში კეთდება. სამწუხაროდ ეს პრობლემა ქალებსაც აწუხებთ.

პირველ რიგში, ამ მეთოდს თმა არ ამოჰყავს თავის იმ უბნებში, სადაც თმამ დიდი ხანია ზრდა შეწყვიტა და, ასე ვთქვათ, ,,შიშველი” ადგილია დარჩენილი.

მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს აბუსალათინის ზეთი, რომელსაც აფთიაქებში ვყიდულობთ დაახლოებით 1,5 ლარად. უნდა ვიყიდოთ ასევე:

ა ვიტამინი (რეტინოლი), რომელიც ხელს უწყობს კოლაგენური ბოჭკოებისა და კერატინის სინთეზს, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობენ თმის ელასტიურობას და სირბილეს. 

დ ვიტამინი (ტოკოფეროლი) უზრუნველყოფს თმის სწრაფად ზრდას, ანიჭებს თმას ბზინვარებას და იცავს მას გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან.

12 ვიტამინი (ციანოკობალამინი), რომელიც ამაგრებს თმის თითოეულ ღერს და საგრძნობლად ზრდის თმას სიგრძეში.

აბუსალათინის ზეთის და ამ 3 ვიტამინის ფასი არის დაახლოებით 10-12 ლარი ჯამში. ვიტამინები უნდა იყოს წვეთების სახით.

აღნიშნულ მეთოდს ვიყენებთ კვირაში ერთხელ. რაში მდგომარეობს ის:

1 – თითოეული ვიტამინი უნდა ჩავასხათ აბუსალათინის ზეთში, 12-12 წვეთი, არც მეტი, არც ნაკლები! ამის შემდეგ ვიტამინები უნდა შევინახოთ მაცივარში, ნაზავი კი უნდა შევანჯღრიოთ კარგად და გავათბოთ. რა მეთოდით გაათბობთ, ეგ თქვენი საქმეა.

2 – როდესაც ნაზავი გათბება ვისველებთ თმას თბილი წყლით და თავის იმ ნაწილს, სადაც თმა შეთხელებული გვაქვს, ვიბანთ 72 %-იანი საპნით, რომლის შოვნა რთული ნამდვილად არაა და რომლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლას ცალკე სტატია სჭირდება. დაბანის შემდეგ კარგად ვიმშრალებთ თმას.

3 – ვიტამინებიან აბუსალათინის ზეთს (თბილს) ვიზელთ თმის იმ უბნებში ,სადაც ცვენაა დაწყებული, ან გაცვენილი გაქვთ, ან კიდევ უბრალოდ შეთხელებული გაქვთ თმა. აუცილებელია, რომ ზეთი მოხვდეს თმის ძირებზე და უმთავრესად კანზე. წასმის შემდეგ მსუბუქად ვიმასაჟებთ ზეთწასმულ ადგილს.

4 – თავს ვიფარავთ პარკით, ან ნებისმიერი საშუალებით 2 საათის განმავლობაში და 2 საათის შემდეგ ვიბანთ თმას. უმჯობესია ხარისხიანი შამუნით დაიბანოთ. თავის დასაფარად ყველაზე ეფექტურია ერთჯერადი სამედიცინო ქუდები, რომლებსაც ექიმები იყენებენ, საკმაოდ იაფი ღირს.

აბუსალათინის ზეთის 1 ფლაკონი 3 წასმაზე გეყოფათ, თითოეული წასმის შემდეგ ის უნდა შეინახოთ მაცივარში და შემდეგ ჯერზე თავიდან უნდა გაათბოთ, რადგანაც არ დაიკარგოს სასარგებლო თვისებები. ახალი ფლაკონის შეძენისას ვიტამინებს თავიდან ურევთ ზეთში.

რეალურ შედეგს დაინახავთ დაახლოებით 1 თვეში, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. ჩემი რცევა იქნება, რომ რეგულარულად მოიქცეთ ასე. თავადაც მსგავსი პრობლემა მაქვს და კვირაში ერთხელ იგივე მეთოდს ვიყენებ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მოქმედებს.

გახსოვდეთ, სწორი კვება, სწორი ცხოვრების რეჟიმი შედეგს უფრო დააჩქარებს და გაამყარებს.

 

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *