ეზოთერიკამთავარი ბლოკი

როგორ მოვერიოთ საგვარეულო წყევლას.

ჩვენ ვაღიარებთ თუ არა, წყევლა არსებობს, ისევე, როგორც დალოცვის ფენომენი. ამ მხრივ კი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და დედა იქნება, ბებია თუ მასწავლებელი, წყევლისგან თავი უნდა შეიკავონ. ეს ძალიან საშიშია მაწყევარისთვისაც, რადგან ის სხვა ადამიანის ბედში ამ ფორმით ერევა. იმ დანაკარგის ანაზღაურება კი, რაც დაწყევლილს ადგება, ხდება დამაწყევარისგან.

დაწყევლილი ადამიანი ხშირად განიცდის წარუმატებლობას, არ გამოსდის საქმე, მუდამ პრობლემების და წინაღობების წინაშეა. ზოგი ადამიანი, წყევლის ზემოქმედების შედეგად ფუფუნებიდან უკიდურეს გაჭირვებაშიც კი ვარდება. გარეშე დარტყმამ, არ არის გამორიცხული, იმდენი ვალი აგაღებინოთ, მთელი ცხოვრება ვერ გაისტუმროთ. ასე რომ, ნუ ეხუმრებით წყევლის ფენომენს, ის მართლაც მოქმედებს და გააჩნია რომელ ადამიანზე რა დოზითა და ფორმით.

ისლამი წყევლის სასტიკი წინააღმდეგია და ეს უდიდეს ცოდვად ითვლება. ამიტომ, მუსლიმანები ნაკლებად იწყევლებიან და ამ ცოდვას ერიდებიან. ქრისტიანობაც კრძალავს წყევლას, მაგრამ ჩვენი ბუნება ხომ იცით? რომ გაბრაზდება ადამიანი, მაშინვე წყევლაზე გადადის და ეს აღარ ახსოვს. წყევლის გარდა, უარყოფითი გამოთქმები და სურვილებიც კი, წყევლის ტოლფასია. ამით სხვა ადამიანის წონასწორობას არღვევთ და ეს მუხტი, დროთა განმავლობაში, ნამდვილად იმუშავებს.

თუ ასეთ სიტყვებსა და აზრებში ემოცია არ არის ჩადებული, ის არც საშიშია, რადგან სწორედ ემოცია აძლევს ფორმას მას სამყაროში. არ არსებობს ადამიანი, ვისზეც წყევლა არ მოქმედებს.

რაც შეეხება საგვარეულო წყევლას, ესეც რეალურად არსებობს. შეიძლება ძალიან კარგი პიროვნება იყოს, თბილი, ჰუმანური, კეთილი, მაგრამ წინაპრების უღირსი საქციელის გამო, მისი დაბადების მომენტში გენეტიკურ კოდში უარყოფითი მუხტი იდოს.
ამ შემთხვევაში, ხშირად წაიკითხეთ წინაპრების მოსახსენებელი ლოცვები, რათა დედამიწაზე მათი დაუსრულებელი კარმული მისია და ცოდვები ამით მოინანიოთ.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები