ეზოთერიკა

როგორ მოვიგოთ ოქროსფერი ღორის (ტახის) გული? ბარაქის ხონჩა საახალწლო სუფრისთვის

2019 წლის მფარველი ოქროსფერი ღორია და, ზოგადად, ღორის წელიწადი კეთილგანწყობილია (მეტ-ნაკლებად) ზოდიაქოს ყველა ნიშნისადმი,  ოღონდ ის თქვენგანაც ელის  ნიშანს იმის დასტურად, რომ გაგიხარდათ მისი შემობრძანება.

იმისთვის, რომ 2019 წელს მხოლოდ პოზიტივი აგისრულდეთ, ოქროსფერი ღორი შემოსვლისთანავე უნდა გაანებივროთ. საახალწლო სუფრაზე სასურველია, უფრო ზუსტად, აუცილებელია, დაახვედროთ მისი საყვარელი ნუგბარი, რომლის დანახვა-დაგემოვნება მას ყველაზე მეტად გაუხარდება. რა თქმა უნდა, რკო, ცხენისწაბლი, წიწიბო, სიმინდი, ქერი, ხორბალი, ტყის კენკრა… ამასთან – დაფნა იმის მისანიშნებლად, რომ თქვენ მზად ხართ 2019 წელს ახალ-ახალი გამარჯვებებისთვის და დარიჩინი, რომლის სურნელიც 2019 წლის განუყოფელი ნაწილია.

თუ ვერ მოახერხეთ თადარიგის დაჭერა, ჩვენ გთავაზობთ 2019 წლის საახალწლო სუფრის მთავარი და აუცილებელი ატრიბუტის – ოქროსფერი ღორის გულის მოსაგებ მზა ბარაქის ხონჩას.

ჩვენი საახალწლო ბარაქის ხონჩა არა მხოლოდ ოქროსფერ ღორს გაახარებს და 2019 წელს თქვენს ვარსკვლავს პოზიტივით დამუხტავს, არამედ თქვენც გაგაძლიერებთ პიროვნულად.

რკო – ღორის (ტახის) საყვარელი საკვები, რომელიც, ეზოთერიკოსების მტკიცებით, ჯანმრთელობის, ბარაქისა და ოჯახის კეთილდღეობის მუხტის მატარებელია (ვრცლად მუხისა და რკოს ეზოთერული თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მოიძიეთ ინტერნეტში).

ცხენის წაბლი – ღორის (ტახის) უსაყვარლესი ნუგბარი, ეზოთერულად ის ბარაქისა და ფინანსების მოზიდვას უწყობს ხელს. ასევე, გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ (ვრცლად ცხენის წაბლის ეზოთერული თავისებურებების შესახებ მოიძიეთ ინტერნეტში).

დაფნა – როგორც უკვე იცით, გამარჯვებისა და წინსვლის სიმბოლოა. მისი მოთავსებით საახალწლო ხონჩაზე ნიშანს აძლევთ ოქროსფერ ღორს, რომ მზად ხართ გამარჯვებებისთვისა და დაფნის გვირგვინის მოსარგებად.

ხორბალს, სიმინდსა და ქერს – არა მხოლოდ გემრიელად დააგემოვნებს 2019 წლის მფარველი ოქროსფერი ღორი, არამედ, ასტროლოგების რჩევაა, რომ ეს სამი სახეობის მარცვლოვანი ყოველ წელს უნდა ამშვენებდეს ჩვენს საახალწლო სუფრას.

რადგან 2019 წელი ოქროსფერი ღორისაა, სასურველია, სუფრაზე იქონიოთ ყვითელი სანთელი, ამიტომაც ჩვენი ბარაქის ხონჩაში ყვითელ სანთელსაც იპოვით.

ტყის წითელი კენკრით კი არა მხლოდ ოქროსფერი ღორი დარჩება უზომოდ კმაყოფილი, არამედ ის ახალი წლის ისედაც განუყოფელი ატრიბუტია.

თუ თქვენი 2019 წლის მეკვლე ასეთი ბარაქის ხონჩით შემოაღებს თქვენი ოჯახის კარს, იმასთან ერთად, რომ თქვენი საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ ასეთივე ბარაქის ხონჩა დაელოდება ოქროსფერ ღორს – იცოდეთ, რომ 2019 წელი თქვენი წელი იქნება. შეგიძლიათ, ბარაქის ხონჩას ზემოდან დაადოთ ორლარიანი (თუკი ძველი ყვითელი 50 თეთრიანი მოგეპოვებათ უმჯობესია) და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ საფულეში (ბარაქის მოსაზიდად).

გილოცავთ 2019 წლის დადგომას – ფეხბედნიერი კეთილგანწყობილი ყოფილიყოს თქვენდამი ოქროსფერი ღორი!

ბარაქის მზა ხონჩის  შეძენის მსურველები კი დაგვიკავშირდით ტელეფონზე597 72 05 95 ფასი 10 ლარი

საახალწლო სუფრის ბარაქის ხონჩა

საახალწლო სუფრისთვის აუცილებელი ბარაქის ხონჩა

Posted by ნაძვის ხე ბედნიერებისთვის on Friday, December 21, 2018

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close