ეზოთერიკა

როგორ უნდა გახდე წარმატებული – ეს ყველამ უნდა იცოდეს

– არასოდეს ისაუბროთ ნეგატიურ თემებზე აწმყო დროში…
– ნუ გაიხსენებთ ცუდს, ბოროტებას და ავადმყოფობას – თუნდაც დრო და დრო.
– დამალეთ ტკივილი და წყენა, უბრალოდ ნუ ისაუბრებთ მასზე და დროს ნუ დაუთმობთ …

დაიმახსოვრეთ:
ყველა ეს უარყოფითი ემოცია, ნეგატივი, ტკივილი თუ წყენა – ჩვენით საზრდოობს! 
ჩვენი ფიქრით ცოცხლობს, ჩვენ დროს გვართმევს, დროს, რომელსაც სიხარულს და სიყვარულს უნდა ვახმარდეთ.
გტკივათ? – თქვით, რომ გტკიოდათ და ახლა ძალიან კარგად, უკეთესად ხართ უკვე!
გწყინთ?- თქვით, რომ გეწყინათ და ეხლა უკვე დაგავიწყდათ წყენა!
გიჭირთ? – თქვით, რომ გიჭირდათ და უკვე წარსულშია გასაჭირი, დღეს თქვენ წარმატებული და შემდგარი ხართ! 


გაუშვით ყოველივე ცუდი წარსულში და შემოუშვით კარგი და პოზიტიური! 
ნუ დაიტოვებთ წყენას და ტკივილს გულში და სხეულს ნუ მოიწამლავთ მათი შხამით!
თორემ… მოვა წარმატება და სიხარული, მოვა ბედნიერება და სიყვარული და თქვენი გული დაკავებული დახვდება… მათი დასარჩენი ადგილი აღარ იქნება და ისევ წავლენ ….


გვახსოვდეს, ყოველთვის ყოველთვის უნდა მოიძებნოს ვაკანტური ადგილი წარმატებისთვის და სიცოცხლის წყურვილისთვის!

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *