ეზოთერიკა

როგორ უნდა მოვიქცეთ 21 აგვისტოს მზის დაბნელებაზე რომ წარმატება გარანტირებული გვქონდეს?!

"რიტუალები წარმატების მისაღწევად"

21 აგვისტოს მზის დაბნელება – 21.08.2017- 22სთ. 22წ. 30წმ.

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია წერს: საუკუნეების მანძილზე ადამიანები განიცდიდნენ შიშს დაბნელებებისადმი. ამ დღეებში ისინი იკეტებოდნენ ტაძრებში და ლოცვით უხმობდნენ ზედა ძალებს დახმარებისთვის, რათა გადარჩენილიყვნენ. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ თანამედროვე განათლებულ ადამიანსაც აქვს შიში ამ ასტროლოგიური მოვლენისადმი, მაგრამ რეალური შიშის საფუძველი არ არსებობს. პირიქით, დაბნელება შეიძლება გამოიყენოთ, როგორც უნიკალური შესაძლებლობა თქვენი ცხოვრების და ბედ-იღბლის კორექციისთვის.

ამისთვის საჭიროა ამ მოვლენის მიმართ წესისამებრ მიდგომა. მზის დაბნელება გახლავთ უდიდესი მოვლენა, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე მიმდინარე ყველა პროცესზე.  სწორედ მზე იძლევა იმ ენერგიას, რომელიც საჭიროა ყველი ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლისათვის. 40 დღიანი ცნობილი ციკლი,რომელიც აქტუალურია სხვადასხვა რელიგიებში, არაფერია სხვა ,თუ არა მზის ის 40 დღე, რაც მას სჭირდება თავისი ღერძის გარშემო მოძრაობისთვის.
მზე და მთვარე დედამიწიდან დამკვირვებლის თვალით ერთნაირად ხილვადია. მზე 400-ჯერ უფრო დიდია მთვარეზე, მაგრამ მთვარე 400-ჯერ უფრო ახლოსაა დედამიწასთან. ამგვარად, მზის ენერგიის ნაკადი დაბნელების პერიოდში წყვეტს თავისი ნაკადის შემოსვლას დედამიწაზე და იწყებს აღდგენას დაბნელების შემდგომ ხელახლა. ამ „პ ა უ ზ ი ს“ გამოყენება საჭიროა და აუცილებელი ცხოვრების უკეთ წარმართვისათვის.

ცნობილია უძველესი რიტუალი, რომელიც სრულდება მზის დაბნელებისას:
მაგიდაზე დგამენ მრგვალ სარკეს,რომელიც თავისი სარკიანი ზედაპირით მიმართულია ზემოთ. სარკე ამ შემთხვევაში თამაშობს ნეგატიური ძალების ამრეკლის როლს.გარდა ამისა, სარკე სიმბოლიზირებს მზის სულს, მისი ღერძი კი-მის დისკოს.
სარკის მარჯვნივ და მარცხნივ დგამენ თითო ჭიქა წყალს. განსაკუთრებულ როლს ამ რიტუალში თამაშობს ვიზუალიზაცია.რიტუალი იწყება 19 წუთით ადრე დაბნელების პიკამდე (21 აგვისტო 2017 წელი, პიკი დაბნელების იქნება 22 საათზე, 22 წუთსა და 30 წამზე თბილისის დროით)
უნდა წარმოიდგინოთ როგორ ქრება თქვენი ცხოვრებიდან ყველა ნეგატივი, როგორ განიკურნა ყველა ავადმყოფობა, გაქრა წინააღმდეგობები, სიზარმაცე დასრულდა და ა. შ. ამის შემდეგომ წარმოდგენაში ვფანტავთ ამ ნეგატივებს.
დაბნელების პიკზე საჭიროა გაუგზავნოთ სიყვარულის ენერგია მთელს სამყაროს, დაივიწყოთ წყენა და ილოცოთ .უნდა წარმოიდგინოთ რომ ჯანმრთელობა გაქვთ, წარმატება გაქვთ, ნებისყოფა გაქვთ და ა. შ.
რიტუალის დამთავრების შემდეგ საჭიროა წყლის დალევა ორივე ჭიქიდან. წყალი პირველად უნდა შესვათ თქვენს მარცხნივ მდებარე ჭიქიდან და ხოლო შემდგომ, თქვენს მარჯვნივ მდებარე ჭიქიდან.
21 აგვისტოს დაბნელება ცნობილია როგორც „უდიდესი ამერიკული დაბნელება“ რადგანაც ბოლოს მასზე დაკვირვება მოხდა აშშ-დან. ასეთივე დაბნელება იყო 5 საუკუნის წინ 1257 წელს.
აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ასევე უკრაინაშიც, დაბნელება ხილვადი არ იქნება, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა შეძლებს დატკბეს ამ სილამაზის ხილვით…
ეს დაბნელება იქნება ერთადერთი ყველაზე ხანგრძლივი პლანეტურ ისტორიაში. საერთო ხანძლივობა შეადგენს ნახევარ საათს.
დაბნელება გააქტიურებს უძლიერესი ტრანსფორმაციის ძალებს, რომლებიც ძალიან მალე შეცვლიან სამყაროს და ადამიანთა ბედს დამსახურებისამებრ. ასე რომ გაუშვით კოსმოსში პოზიტივი და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან..

ასევე გთავაზობთ სხვადასვა წყაროებზე დაყრდნობით მზის დაბნელების დროს შესასრულებელ რიტუალებს:

მოგიყვებით მარტივ და დროში შემოწმებულ პრაქტიკას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ დაბნელების დროს. მზის დაბნელებაზე უნდა შემოვიტანოთ ახალი ენერიები, აქ უკვე გვეძლევა შანსი ყველაფერი შევცვალოდ უკეთესობისკენ. დაბნელების მომენტისთვის კარად უნდა იცოდეთ, რისი შეცვლა გინდათ, რა სიახლის შემოტანა გინდათ თქვენს ცხოვრებაში. რასაც თქვენ გააკეტებთ დაბნელების დღეს, რასაც იფიქრებთ- ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს ჩაცემენტდება 18,5 წლით. ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიწყნარე და წონასწორობა.

რა უნდა გავაკეთოდ მზის დაბნელებაზე?!

  1. მაქსიმალურად გავწონასწორდეთ. თუ ხედავთ, რომ გარემო აგრესიულია, რომ იწყება ვნებათა ღელვა – ეცადეთ შეძლებისდაგვარად გაეცალოდ გარემოს. სასურველია, რომ დაბნელების დღეს არ დაგეგმოთ არავითარი აქტიური საქმეები.
  2. ზოგადად, რა თქმა უნდა ჰოროსკოპის გათვალისწინებით, ფატალური მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში ხდება, როგორც წესი, ერთი თვის მანძილზე დაბნელებამდე, და ერთი თვის განმავლობაში დაბნელების შემდეგ. თუ დაბნელებაზე თქვენს ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც თქვენზე არ არის დამოკიდებული, ეს მოვლენები მიგითითებენ იმაზე, რომ იმ კონკრეტულ სფეროში საჭიროა სასწრაფო ცვლილებები. საუბედუროდ, დაბნელება ზოჯერ გვართმევს რაღაცას. თუ ასე მოხდა, ესეიგი ეს არის თქვენი საბედისწერო გზა, კონკრეტულად თქვენი გამოცდა. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გაუშვათ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს. რაც უფრო მეტად მიეჯაჭვებით სიტუაციას, მით უფრო დაიზიანებთ თავს.
  3. უნდა იყოთ აბსოლუტურად მზად იმისთვის, რისი ჩაფიქრებაც გინდათ, ვინაიდან რასაც ისურვებთ მზის დაბნელებაზე- ის აუილებლად ასრულდება მერე. მაგრამ ზოჯერ სურვილი სრულდება მთლად ისე არა, როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ. ამიტომ უნდა ჩაიფიქროთ ის, რაშიც 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.
  4. ყველა ასტროლოგი და ეზოტერიკოსი გვირჩევს, რომ მზის დაბნელებას შევხვდეთ მაქსიმალურად გაწმენდილები. 24 საათით ადრე დაბნელებამდე სასურველია ჩავატაროდ ბინის წმენდა- დალაგება. სასურველია წყალში, რომელსაც გამოიყენებთ დასალაგებლად ჩაამატოთ ცოტა მარილი. გარდა ამისა, აუცილებელია მოვიპოვოთ სიმშვიდე სულში: ყველაზე მარტივია – პატიება ვთხოვოთ ყველას, ვისაც ვაწყენინეთ ნებით თუ უნებლიეთ, დავაბრუნოთ ვალები, თუ იქნება ამის შესაძლებლობა, ასევე ძალიან კარია ვთქვათ აღსარებმა სამყაროს წინაშე (ან ვისაც ნებავს მამაოს ჩააბარეთ აღსარება). მოკლედ , პრინციპი ასეთია – რაც შეიალება მეტად გაწმენდილებმა უნდა შევხვდეთ დაბნელებას.
  5. 3 დღით ადრე დაბნელებამდე სასურველია დიეტა- ცხიმიანი, ცხარე, ხორცი, ალკოგოლი, მზესუმზირა, ნიგოზი და თხილი სასურველია ამოიღოთ რაციონიდან (თუ მარხულობთ ეს მთლად უკეთესია).
  6. დაბნელების დღეს ყურადღებით იყავით თქვენი გრძნობების მიმართ- ნებისმიერი თქვენი ფიქრები, სურვილები, რომლებსაც თქვენ გააჟღერებთ სამყაროს წინაშე – ყველაფერი უნდა ხდებოდეს მსუბუქად, სიხარულით და მადლიერების გრძნობით, არ უნდა დაყვებოდეს სიმძიმე. თუ თქვენ დაინახეთ, რომ ცუდად გრძნობთ თავს, რომ რაღაც სხვა ძალები გიშლიან ხელს რომ დაწყნარდეთ, თუ ირგძენით ენერიის არასაკმარისობა, თუ ვერ განთავისუფლდით ცუდი აზრებისაგან და გრძნობებისაგან- უკეთესია რიტუალი არ ჩაატაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია რიტუალი ჩავატაროთ აბსოლუტურად პოზიტიური განწყობით.
  7. ახლაკი უშუალოდ რიტუალი – ერთი საათით ადრე დაბნელებამდე ოთახში უნდა იყოს სიბნელე. ვსვამთ ერთ ჭიქა წყალს პატარა ყლუპებით. მივდივართ კონტრასტული დუშის მისაღებად. ქალებისთვის – ჯერ ცივი, შემდეგ ცხელი და ისევ ცივი. მამაკაცებისთვის- ცხელი, ცივი, ცხელი. ჩაიცვით სუფთა ტანსაცმელი ღია, პასტელური ან თეთრი ფერის. ავიღოთ ახალი სანთელი. ისე გათვალეთ, რომ სანთელი გეყოთ დაახლოვებით 15-20 წუთზე. უყურებთ სანთელს და კარგად წარმოვიდგენთ ჩვენს სურვილებს. წინ უნდა გედოთ სუფთა ფურცელი, რომელზეც დაწერთ, ან დახატავთ თქვენს სურვილებს, დაწერთ გეგმას. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მთელი წლის გეგმა. და აქვე თქვენ უნდა ჩაწეროთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ პირადად ამ სურვილის განსახორციელებლად. თუნდაც ერთი ნაბიჯი მაინც. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს-გეგმაც. ამ ყველაფერს წერთ და თან წარმოიდენთ. დაბნელების კულმინაციის მომენტში მკვეთრად უნდა წარმოიდინოთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ, უნდა ირძნოთ, დაინახოთ. რაც მეტი ემოცია გექნებათ- მით უკეთესია. თუ ცოტა დრო დაგრჩათ დაბნელების კულმინაციამდე მაშინ შეგიძლიათ დაწვეთ თავით აღმოსავლეთით და უბრალოდ მივიღოთ სიამოვნება იმისგან, რომ ყველაფერი უკვე ასრულდა, გაიღიმეთ და მიიღეთ სიამოვნება.
    ქალებს სანთელი უნდა ედოს მარცხნიდან, მამაკაცებს -მარჯვნიდან.
    და დაბნელების კულმინაციის შემდეგ თქვენ ჯერ კიდე ხართ იმ განცდაში, რომ თქვენ შეგისრულდათ ყველაფერი, რომ თქვენ ღირსები ხართ ყველა ამ სიკეთის. თქვენ მოთხოვეთ ეს ყველაფერი სამყაროს და სამყარომ მიიღო და შეასრულა თქვენი შეკვეთა.
    დაახლოვებით 15 წუთის განმავლობაში (კულმინაციის შემდეგ) – უნდა გაუშვათ თქვენი სურვილები სიხარულით, მადლიერების გრძნობით, იმის შეგრძნებით, რომ სამყარო არის უსასრულო და მას გააჩნია ყველაფრის რესურსი. ეს სურვილები უნდა აფრინდეს სამყაროში ,როგორც საჰაერო ბუშტი- ეს არის ჩვენი შეკვეთა, ჩვენი სიხარული, ბედნიერება, ეს არის ის, რისი მიღებისთვისაც ვართ მზად და სამყარო ამას გაიგებს.
    ამის შემდეგ ვსვავთ ისევ ერთ ჭიქა წყალს და ვიღებთ კონტრასტულ დუშს. შემდეგ ვინახავთ ჩვენს ჩანაწერებს, იმისთვის, რომ პერიოდულად გადავიკითხოთ, სასურველია ყოველ ახალმთვარობაზე. სანთელი ამოსობაში უკვე უნდა დაიწვას. თუ არ დაიწვა, მაშინ ჩააქვრეთ რამით, არ შეუბეროთ სული.
    და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი, შემდეგი 2 კვირის მანძილზე გადადგით პატარა ნაბიჟი მაინც ამ სურვილის განსახორციელებლად. სულ პატარა ნაბიჯიც იქნება საკმარისი, რომ თქვენი ნება დაფიქსირდეს. ეს 2 კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენს სურვილებს მისცეთ იმპულსი.

www.fact2.ge – ბესო მახარაშვილი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *