მთავარი ბლოკიქალი და მამაკაცი

როგორ უნდა მოხიბლოთ ძლიერი სქესის უმრავლესობა

ამბობენ, რომ ძნელია, გაუგო მამაკაცს. კიდევ უფრო ძნელია, მოიგო მისი გული.
რა თქმა უნდა, სიყვარული სპონტანური პროცესია, მაგრამ რაღაც კანონზომიერება მაინც არსებობს. ურთიერთობის პირველ ეტაპზე, მამაკაცების დიდი უმრავლესობა ქალის გარეგნობაზე „ებმება“. პრიორიტეტი ენიჭება თვალებს, აღნაგობას, თმას. მკერდი და ტუჩები მხოლოდ მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. თუმცა, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მაშინვე კარგავენ ჭკუას ქალის გამობურცული ტუჩების დანახვაზე. მაგრამ ბედი ყოველთვის ლამაზმანებს არ სწყალობს. ასე რომ იყოს, ულამაზოები გაუთხოვრები დარჩებოდნენ, ზოგჯერ ულამაზო ქალს ლამაზზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს. მაშ, რა ხდება?!

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მამაკაცი სულის სიღრმეში თანამოაზრეს ეძებს. ქალს, რომლის იმედიც ექნება ყოველთვის და ყველაფერში. ამიტომაც გრძელვადიანი პარტნიორობისთვის ძლიერი სქესი უკვე ნაკლებ ყურადღებას აქცევს გარეგნულ მონაცემებს. სამაგიეროდ, ძალიან აფასებს ინტელექტს და იუმორის გრძნობას. დიახ, სწორედ იუმორის გრძნობას აფასებენ მამაკაცები, ტოპმოდელის გარეგნობაზე მეტადაც და ეს კიდევ არ არის ყველა „ინგრედიენტი“, რომელთაგანაც „მზადდება“ მამაკაცის სიმპათია ქალისადმი. ასე რომ, თქვენს არსენალში აუცილებლად მოინახება „ინგრედიენტების“ რაღაც ნაწილი. იბრძოლეთ იმ იარაღით, რომელიც გაქვთ.

შეუძლებელი არაფერია. იკეკლუცეთ, მაგრამ გონებამახვილურად და ზომიერად. ნუ შეგეშინდებათ იმ სტერეოტიპის, რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. რომ თითქოს მხოლოდ ლამაზმენებს აქვთ ბედნიერების შანსი. ჯერ ერთი, არავინ იცის, ვისთვის რა არის სილამაზე. თანაც, ხომ იცით, რომ ულამაზო ქალები არ არსებობენ! სულის სიღრმეში მამაკაცებსაც სჯერათ ამის.
[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები