მთავარი ბლოკისაზოგადოება

როგორ უპასუხა ტელეკომპანია “МИР”-ის ჟურნალისტმა მიხეილ რობაქიძემ სანდრო ბრეგაძის გამოხტომას?!

სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილს ФСБ-ს აგენტი უწოდა ამის დასტურად კი  ტელეკომპანია “МИР”-ის ჟურნალისტთან მიხეილ რობაქიძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო და დაწერა: – რუსული ტელეკომპანია “МИР” სრულად მხარს უჭერს მაქარაშვილს და მის ბრძოლას სამართლიანს უწოდებს!!! ახლა მე თქვენ გეკითხებით – თუ რაღაც დიდი სპექტაკლი არაა, მაშინ ФСБ-ს დაქვემდებარებაში მყოფი რუსული ტელევიზია რატომ უჭერს მხარს ე.წ.ანტისაოკუპაციო მოძრაობას??? რატომ და ეს მაქარაშვილი ჩვეულებრივი რუსული პროექტია და სხვა არაფერი!!!

ამის საპასუხოდ მიხეილ რობაქიძემ კომენტარებში საკუთარი ფოტო დაუდო მინაწერით:  ჩემო სანდრო, შენც ხარ ჩვენი ძვირფასი და სასურველი რესპონდენტი ათწლეულების მანძილზე!!!!!

fact2.ge-სთან კომენტარში მიხეილ რობაქიძემ აღნიშნა, რომ მას ფოტოები გადაღებული აქვს თითქმის ყველა რესპონდენტთან დაწყებული ქვეყნის პირველი პირებიდან დამთავრებული მშრომელ გლეხამდე.

მიხეილ რობაქიძე: ძალიან გამიკვირდა ბრეგაძის ეს პოსტი, რადგან წლების მანძილზე ის ჩემთვის ერთ-ერთი სასიამოვნო რესპონდენტი იყო ჯერკიდევ სხვა ტელეკომპანიაში მუშაობის პერიოდიდან მოყოლებული. მე ვაშუქებ საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენას, მათ შორის სანდროს მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციებსაც და თუ აქციის გაშუქება მათ მხარდაჭერას ნიშნავს, გამოდის რომ ბრეგაძის მომხრეც ვყოფილვარ და ისიც რუსული პროექტია, რადგან როგორც თავად ამბობს ФСБ-ს დაქვემდებარებაში მყოფი რუსული ტელევიზია მის აქციებსაც ხშირად აშუქებს. “МИР” -ზე ყოველდღიურად რამოდენიმე ახალი სიუჟეტი გადის ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ტურიზმის შესახებ და ამაში არც სახელმწიფო მიხდის რამეს და არც ბრეგაძე გადამიხდის მადლობას, რომ იმ მილიონობით რუსი ტურისტის შემოსვლის და ქართული ტურისმის პროპაგანდის წყარო სწორეს ეს ტელევიზიაა და სწორედ ასეთი პოსტების და მათში გამოთქმული ზარების შედეგია ქართული ეკონომიკის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა… რაც შეეხება ფოტოებს ვიღებ ყველა რესპონდენტთან. იქნება ის მშრომელი გლეხი, მწემსი, მსახიობი თუ ქვეყნის პირველი პირი.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *