მედიცინა

როგორ შევინარჩუნოთ სახსრების ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე

ადამიანის მოძრაობას უზრუნველყოფს სახსრები. საკმაოდ ხშირია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, ტრავმა, ართრიტი, რევმატიზმი და ასე შემდეგ. ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა, რათა აღდგეს დაზიანებული სახსრების ნორმალური ფუნქციონირება.

სახსრების ართრიტს ან რევმატიზმს ძირითადად იწვევს სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი სტრეპტოკოკები. ხშირად, სახსრები აწუხებთ მათ, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვთ დარღვეული. ისინი ხშირად ავადდებიან ნიკრისის ქარით.

როცა ირღვევა შარდის მჟავას ცვლის პროცესი, ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ილექება სახსრებში, რაც მათ დაზიანებას იწვევს. ამიტომ, თუ სახსრების დაავადება აწუხებდა თქვენს წინაპარს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვებას. არ უნდა შეზღუდოთ ცილის შემცველი პროდუქტების მიღება და პერიოდულად უნდა გაიკეთოთ ანალიზი შარდის მჟავას რაოდენობის გამოსაკვლევად.

სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მრუდდება სახსრები, ხშირად, 35-40 წლის ასაკში ადამიანთა უმეტესობა სახსრების ტკივილს უჩივის.

რაც შეეხება ზედმეტ წონას: ის დამღუპველია მენჯ-ბარძაყის და მუხლების სახსრებისთვის. ამიტომ გირჩევთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა, ივარჯიშოთ, რადგან ყოველდღიური ვარჯიში ამაგრებს და მოქნილობას მატებს სახსრებს.

ასევე, დაგეხმარებათ მასაჟი, ფიზიოპროცედურები, ვიტამინოთერაპია. სახსრებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს B ჯგუფის ვიტამინები.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები