ნინო ხაჩიძეპოლიტიკასაზოგადოება

როგორ შეხვდა ზურაბიშვილი ლავროვს და რა ფაქტებს ახსენებს ჟურნალისტი საზოგადოებას ზურაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას?!

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლებაში მოღვაწეობის ფაქტებს იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

უსამართლობას ვერ ვიტან, ამიტომ, თმცა კაი ხანს გამოვიყენე დუმილის უფლება, მაგრამ მთლად პირში წყალსაც ვერ ჩავიგუბებ (არ მეკადრება და ვინც რაც უნდა, იფიქროს) – როდესაც სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო (სააკაშვლის პერიოდში, ცხადია), ლავროვის ვიზიტი დაიგეგმა. გამოქვეყნდა ღონისძიებების სია და ერთ–ერთი პუნქტი იყო გმირთა მოედანზე მემორიალის გვირგვინით სემკობა, ლავროვმა ამაზე უარი განაცხადა, ზურაბიშვილმა წითელი ხალიჩა ააღებინა, მაშინ ეს ვიზიტი ოფიციალური აღარ არისო. გაშუქდა კიდეც ეს ამბავი – მე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ გულს მომეფონა უხალიჩოდ დარცენილი ლავროვი.
მეორე ამბავიც მახსოვს – მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართულად ილაპარაკა (იმხანად, თუმცა უკვე სააკაშვილის ხელისუფლება იყო, რუსულად ლაპარაკობდა რუსეტში ჩვენი პოლიტელიტა). ამის კადრებიცაა. მაშინ საინფორმაციოებს ვყურებდი კიდეც, თუმცა არ მომეწონა ჩვენი იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი უწყების გულგრილი დამოკიდებულება ჰოლანდიაში ჩვენი, ქართველი ქალების დაკავებისადმი. ესევ კადრებით დასტურდება.
ჰოდა – მოდი, ვილაპარაკოთ ფაქტებით, ვიმსჯელოთ, ავწონ–დავწონოთ. ნუ ვიქნებით ზომბები.

სქემა მარტივია – “ნაციონალების” მხარდამჭერები მაინც ნაციონალებს მისცემენ ხმას (სულაც რომ დედამიწა ამოტრიალდეს – მათ სჯერათ, რომ სქართველომ არსებობა 2003 წელს დაიწყო). ყველა დანარჩენი ხმას არ აძლევს “ნაციონალებს”, მათი აბსოლუტური უმეტესობა კი შიშობს, ისინი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. არისნ ინდიფერენტულებიც – პათოსით, მაინც არაფერი გვეშველება. მაიშეშფოთებულთაგან ნაწილს (არც თუ მცირეს) აღარ მოწონს “ოცნება”, ამიტომ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, ოღონდ, რაც მეტად ცდილობენ მათ მოხიბლვას “ნაცონალები”, მით მეტად უღვიძებენ შეშფოთებას, რაც გადადის თავდაპირველ შიშში და უდიდესი ალბატობით, ისინი ამ შიშის ინსტინქტის გამო არჩევნებზე წავლენ და ხმას მისცემენ სალომე ზურაბიშვილს.
ხოლო, რაკი “ნაცილნალებით” შეშინებულები მეტნი არიან, ვიდრე “ნაციონალების” მხარდამჭერები… წინადადება თქვენ დაასრულეთ 

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *