ეკონომიკა

როგორ შეჰყავს შეცდომაში APM Terminals-ს საქართველოს მთავრობა, მით უფრო რომ ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ის უდიდესი პროექტია, რომლის განვითარებითაც, საქართველო  ჩრდილოეთის-სამხრეთთან და აღმოსავლეთის-დასავლეთთან დამაკავშირებელის ფუნქციას შეითავსებს, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აისახება.

პროექტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მას  ტენდერში გამარჯვებული შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დღემდე, წარმატებით ახლორციელებს. პროექტი ერთადერთია, რომელიც, ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ქცევის ერთ-ერთ რეალურ შანსსად განიხილება. თუმცა, მისი განვითარება გარკვეულ ძალებს არ აწყობთ და ყველანაირი მეთოდებით მის შეფერხებას ცდილობენ. ერთ-ერთ ასეთად შეიძლება განვიხილოთ APM Terminals-ი, რომელიც.  Maersk ჯგუფის შემადგენლობაშია. ის ტერმინალთა გლობალურ ქსელს წარმოადგენს და ფოთის საზღვაო პორტს RAKIA-სთან ერთად მართავს. 2011 წელს, APM Terminals-მა RAKIA- სგან ფოთის პორტის  აქციათა 80 %  იმ პირობით შეისყიდა, რომ  65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა პორტის განვითარებისთვის და დაასაქმებდა ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა, მან ეს პირობები დღემდე ვერ შეასრულა.

დღეისათვის, IPM Terminals-ს სამართავი პორტები 5 ქვეყანაში აქვს და სხვადასხვა მიმართულებით, მსოფლიოს 67 ქვეყანაში ოპერირებს.  განვითარებად ქვეყნებში, სადაც ის  შევიდა, იქ არსებული ყველა პორტი ჩაძირა, რის შედეგადაც, ბუნებრივია, ტვირთბრუნვაც შემცირდა. ხოლო, დიდ ქვეყნებში, – პირიქით, – ტვირთბრუნვა ავტომატურად გაიზარდა.

საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ როდესაც სახელმწიფო ცდილობს, IPM Terminals-ს პასუხი მოსთხოვოს, ამ შემთხვევაში ტვირთბრუნვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად ეცემა.

ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ნიგერია, სადაც, APM Terminals-ის მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მიმართულების მცდელობები დაფიქსირდა, რამაც, საბოლოოდ, ქვეყანის ეკონომიკა წაგებამდე მიიყვანა.

რა მოხდა ნიგერიაში? ნიგერიის მთავრობამ ლეკის პორტს მისცა უფლება, განევითარებინა ახალი, თანამედროვე პორტი, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა ქვეყანაში უკვე არსებული ლაგოსის პორტის მოძველებული ინფრასტრუქტურა. ლეკის პორტმა დაიწყო პროექტზე მუშაობა, მოიძია ინვესტორები. ლაგოსის პორტს APM Terminals-ი მართავდა და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ლეკის განვითარება შეეფერხებინათ.

მათ პარალელურად, მთავრობისგან მოიპოვეს ლაგოსის პორტის გაფართოების უფლებაც. მათმა მცდელობებმა და გაფართოების ინიციატივამ დააფრთხო ინვესტორები და ლეკის პორტის განვითარება შეჩერდა. როგორც კი ლეკის პორტის შეჩერება საჯაროდ გახდა ცნობილი,ლაგოსის პორტმა ყველანაირი განვითარება ასევე შეაჩერა და ის, რასაც გეგმავდნენ, არ განხორციელებულა. ამის შედეგად, დღეს ნიგერია ისევ ძველი ლაგოსის პორტის იმედზეა, რომელიც, საერთოდ არ ვითარდება და ამ ქვეყანამ, საბოლოოდ, ახალი მასშტაბური პორტის შანსიც დაკარგა.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ნიგერიის მთავრობამ IPM Terminals-თან ვერაფერი გააწყო,თავად სახელმწიფომვე დაიწყო დიდი საზღვაო პორტის მშენებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ, IPM Terminals-მა სახელმწიფოს პროექტის წინააღმდეგ ანტიპიარი დაიწყო. სამწუხაროდ, ამ მხარეს წამოეგო ნიგერიის მთავრობა და ეს პროექტი გააჩერა და ის დაპირებები, რაც IPM Terminals-ს ჰქონდა, აღარ შესრულდა. შესაბამისად, აღარც ახალი პროექტები განხორციელებულა.

იგივე პარალელი რომ გავავლოთ საქართველოსთან, ამ მიმართულებით, ფოთისა და ანაკლიის მაგალითზე,  ბევრ მსგავსებას  აღმოვაჩენთ და IPM Terminals-ის ანაკლიის პორტთან მიმართებაში გააქტიურებაზე დაგვაეჭვებს.

ნიგერიის მსგავსად, მსგავსად, ხომ არ წამოეგება IPM Terminals-ის მიერ დაგებულ მახეზე   საქართველოს მთავრობა?! ხომ არ დააჯერებს მათ საკუთარ უპირატესობაში და შეაჩერებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას?! საუკუნის პროექტის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ფაქტიურად, ის ერთადერთი რეალური შანსია იმისა, რომ საქართველო ჩაჯდეს იმ დიდ ჩინური პროექტში, რასაც ,,ერთი გზა – ერთი სარტყელი“ ჰქვია.

ამ კითხვით, ,,ჯორჯიან თამსმა“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, – პაატა ცაგარეიშვილს მიმართა:

,,IPM Terminals-ი მსოფლიოს 67 ქვეყანაში ოპერირებს. მას  არამარტო ნავსადგურები, არამედ, მომიჯნავე სერვისებიც გააჩნია და ზოგადად, მულტი კომპანიაა. მიუხედავად ამისა, შარშან, 2017 წლის მონაცემებით, მას ჯამური მოგება 34%-ით შეუმცირდა, რაც, ციფრებში 380 მლნ ევრო იყო.

ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ IPM Terminals-ი გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშეა. მაგალითად, მას დაანონსებული ჰქონდა, რომ 2014-15 წლებში, ჩრდილოეთის მიმართულებით 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტეინერული ტერმინალი უნდა განევითარებინა,  მაგრამ, მან ეს ვერ შეასრულა და ამ პროექტის  განვითარებასთან დაკავშირებით, კომპანია უკვე ოფიციალურ კომენტარსაც აღარ აკეთებს.

 პირადად დავესწარი IPM Terminals-ის ხელმძღვანელის გამოსვლას. პრეზენტაციაზე, ყურადღება გამახვილებული  იყო პროგნოზებზე, სადაც ხელმძღვანელი არ საუბრობდა რაიმე დიდ მოგებაზე, ის აანონსებდა, რომ  მომავალ ათ წელიწადში, შემოსვალის მხოლოდ  3 %-იან ზრდას ელოდა.

 გლობალურად, მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ IPM Terminals-ს აქვს ფინანსური პრობლემები, აღენიშნება მოგების შემცირება და აქტიურად არ უჭერს მხარს ახალი პრეოქტების განვითარებას.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ IPM Terminals-ი, ახლო მომავალში, საკონტეინერო ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის განცხორცილებას არ გეგმავს.“ – აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილიმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონკურენტუნარიანობის შესახებაც ისაუბრა:

,,ოდესის ნავსადგური საკონტეინერო გადაზიდვების თვალსაზრისითერთ – ერთ მნიშვნელოვან ღრმაწყლოვან ნავსადგურს წარმოადგენს შავი ზღვის აკვატორიაში.

ნავსადგურსსადღეისოდშეუზღუდავად შეუძლია 300 მეტრის სიგრძის 10 000 კონტეინერით დატვირთული გემების მიღებარაც ახლო პერსპექტივაშიმისი გეოგრაფიული განლაგების გამოანაკლიის კონკურენტ ნავსადგურად შეიძლება განხილულ იქნეს.

 თუ ოდესის ნავსადგურის მიერ გადამუშავებული კონტეინერების სტრუქტურას გავაანალიზებთ, 2017 წელს 519 463 გადამუშავებული კონტეინერიდან, 52% უკრაინის იმპორტს, 46 % ექსპორტს  დამხოლოდ6% სატრანზიტო საკონტეინერო ნაკადს წარმოადგენდა. აქედან დასკვნაა, რომ ოდესის ნავსადგური ნაკლებად არის  ორიენტირებული სატრანზიტო გადაზიდვებზე და ძირითადად, უკრაინის მომსახურებას ახორციელებს.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიანაკლიის ნავსადგურს აძლევს მყარ კონკურენტულ უპირატესობასრათარეგიონშიახლო მომავალში ჩამოყალიბდეს სატრანზიტო ნაკადის გატარებაზე ორინეტირებულ ნავსადგურად.

 რაც შეეხება ფოთის ნავსადგურს, მან ბათუმის და ანაკლიის პორტისაგან განსვავებული, ახალი მიმართულებები უნდა ეძებოს. აღსანიშნავია, რომ როგორც ფოთის, ასევე, ბათუმის ნავსადგურიც ნავთობპროდუქტებს ატარებს, რომელიც შემოდის რუმინეთიდან და პირიქით, გადის აქედან.

 კარგი იქნება, თუკი საქრათველოში არსებული პორტები, ყველა საკუთარ , განსხვავებულ ფუნქციას, ნიშას, მიმართულებას შეითავსებს და ამ ფუნქციის  ნაციონალური გადანაწილება მოახდენს. მაგალითისთვის, უკრაინაში 30 ნავსადგურია და  ისინი არ ებრძვიან ერთმანეთს. არა თუ კონკურენტულ პაექრობაში არიან, არამედ, მიზანმიმართულად  და ფუნქციების შეთავსებით მოქმედებენ.

 ჩინეთი და ცენტრალური აზიის რეგიონი ძალიან დიდი და მსხვილი ლუკმაა ანაკლიის რეგიონისთვის. ვფიქრობ, სწორედ ტრანზიტი უნდა იყოს ანაკლიის ნავსადგურისთვის ყველაზე მომგებიანი მხარე.“ – განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პაატა ცაგარეიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

If you want to pass your ICND1, ICND2 or CCNA exam on the first try, it is essential you have a sound, effective study plan that is proven and other Cisco CCNA students have followed to successfully pass their 200-120, 101-101, or 200-101 tests.
http://www.itcert-online.com/
The main requirement for obtaining Cisco Career Certifications such as CCENT, CCNA Routing and Switching, CCDP and CCIE and Cisco Specialist Certifications is to take and pass one or more certification exams. Passing exams give network professionals the chance to prove their networking knowledge and expertise.
300-115 pdf
Bryant Advantage. The Bryant Advantage probably has the most comprehensive study package that is well written using lots of analogies so it can be understood easily by new CCNA students as well as seasoned Cisco professionals. It is on par with the Cisco Press as far as price and another nice benefit is he also has a lab workbook too. We also sell the Bryant Advantage CCNA Lab Hardware Topology to compliment his lab workbook so you can follow through all the labs step by step.
200-125 exam
We want to be very clear, just having routers, switches and a lab workbook is not enough to pass your Cisco exam.
cisco
In its place of obligating the error of evading the repetition exams, the applicants must practice carefully via practice tests. For example, statistics display; several a scholar who fails the CCNA Routing and Switching 200-125 Cisco Certified Network Associate, they have no need to fail in the exam after getting prepared with the annoying approaches.
210-260
Cisco 200-125 dumps only help you to reinforce what you have learned and gives you an idea of how the exam is like.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *