ეკონომიკამთავარი ბლოკიპოლიტიკა

„როდემდე უნდა გვატყუოს ენერგომაფიამ“ – „სახალხო პარტია“ პრემიერმინისტრს მიმართავს

„როდემდე უნდა გვატყუოს ენერგომაფიამ“ – „სახალხო პარტია“ პრემიერმინისტრს მიმართავს და ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობაში გარკვევას და შესაბამისი ქმედებების შეზღუდვას ურჩევს.

“ენერგეტიკის სამინისტროს შევახსენებთ:

– წინა პერიოდის ლარის გაუფასურების გამო ,,სემეკმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა დენის ტარიფი, თუმცა ამ ტარიფში გაზის მომხმარებელ ერთადერთ მდგენელს, თბოელექტროსადგურს გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ფასი არ გაუზარდა; ,,სოკართან“ დადებული ახალი ხელშეკრულებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოწოდებული სოციალური გაზის ფასი, თუმცა არ სახელდება რამდენით (ჩვენი იnფორმაციით 50 აშშ დოლარი).

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ეს სხვაობა მოხმარდება ლარის გაუფასურების გამო არსებულ ტარიფში ზარალს. ლარის დღევანდელი გამყარების ტენდეციის პირობებში ეს არგუმენტად აღარ გამოდგება.

ამასთან, მინისტრის ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ მარეგულირებელ კომისიას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება, არავინ ეკითხება რამეს.

რაც შეეხება გაზის ტარიფს, საერთოდ გაურკვეველი და პასუხგაუცემელია, თუ რატომ არ მცირდება იგი ზემოთაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.

ბუნებრივია იბადება კითხვა, ვისთვის შეამცირა ,,სოკარმა“ მოწოდებული გაზის ფასი, თუ შესაბამისად არ აისახება მოსახლეობაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ იმ რეალობას, რომ ,,სემეკი“ დასავლეთის დასანახად ფასადური დაწესებულებაა და რეალურად წარმოადგენს ენერგომაფიის ამოსაფარებელ ორგანიზაციას.

პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს კი ვურჩევთ, გაერკვიოს და მინიმუმ შეზღუდოს წინა ხელისუფლებიდან უცვლელად დატოვებული ენერგომაფიის თავსგასული მადის შესაბამისი თავხედური ქმედებები!“- აღნიშნულია „სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ გაცნხადებაში.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები