ეზოთერიკა

ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს წარმატებას და ფინანსესებს რკო და მუხის ტოტები?!

რკო – ღორის (ტახის) საყვარელი საკვები, რომელიც, ეზოთერიკოსების მტკიცებით, ჯანმრთელობის, ბარაქისა და ოჯახის კეთილდღეობის მუხტის მატარებელია

„მუმლი მუხასაო“ უძველესი ქართული ხალხური სიმღერის ფესვები წარმართულ ხანაშია. ის შეიქმნა მუხის – სიძლიერისა და გამძლეობის სიმბოლოს – სადიდებლად, ვინაიდან ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ მცენარეების ძალა და მადლი, ესმოდათ ბუნების ენა – ბუნების, რომელიც კლავს და კურნავს, ბუნების, რომელიც მალავს ყველანაირ წამალს და ამარცხებს ნებისმიერ ავადობას.

ადამიანი მუხისგან იღებს სასიცოცხლო ენერგიას. მუხის ფოთოლი, ნაყოფი ან ტოტი ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრებაში რადიკალური დადებითი ცვილებების დაწყებას. ჩვენი წინაპრები ძვალ-სახსრის ტკივილისას ან/და უღონოდ (უქეიფოდ) მყოფ ადამიანს მუხის ხესთან ჩახუტებას ურჩევდნენ., რომ ამ მცენარეს მისთვის თავისი ძალა და ენერგია ეწილადებინა. ეზოთერიკოსები მუხის ნაყოფს  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ის სიუხვის მთავარ ატრიბუტად მიაჩნიათ.

ძველი გადმოცემით – გასათხოვარმა გოგონებმა მუხის ნაყოფი ჩანთით უნდა ატარონ, თუ უნდათ, რომ მალე იპოვონ თავიანთ საბედო. თუმცა მუხის ნაყოფის ტარება ნებისმიერისთვისაა სასურველი – იმიტომ რომ რკო ხელს უწყობს ბედის კორექციას და იცავს ადამიანს არასასურველ ადამიანებთან შეხვედრებისგან, რომლებიც გაუმრიდებენ სიცოცხლის ხაზს.

რკო ეხმარება ქალბატონებს საყვარელ მამაკაცზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად და მის მოხიბლვაში, მაგრამ რკო ძალას ჰმატებს ნებისმიერს, განურჩევლად სქესისა. უბრალოდ, რადგან ქალი  ადამიანზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ რკო ზოგადად სიძლიერეს მატებს ადამიანს სქესის განურჩევლად, რომელსაც უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს.

თუ რკოს თქვენი სახლის ფანჯრის კუთხეში დადებთ, სახლს ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან დაიცავთ. ასევე, სასურველია. სახლში პერიოდულად დაწვათ მუხის ფოთოლ ნეგატივისგან გასასუფთავებლად. 31 დეკემბერი კი ამისთვის იდეალური დროა – რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თქვენი სახლი მხოლოდ დადებითმა ენერგიამ აავსოს.

მუხის ტოტები ხელს უწყობს კეთილდღეობას, ნაყოფიერებას და ადამიანს ეხმარება, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სამომავლოდ  წარმატებას მოუტანს. მუხის ტოტები და ნაყოფი ხელს უწყობს წარმატების მიღწევას ბიზნესში – როდესაც სასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ხშირად მიღება.

გაფრთხილება – მუხის ნაყოფის, ფოთლებისა თუ ტოტების შეგროვებისას აუცილებლად უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

შეგროვებისთვის შეარჩიეთ კლებადი მთვარის პერიოდი,

რკო უნდა შეაგროვოთ დღისით, ხოლო მუხის ფოთლები და ტოტები – საღამოს, როდესაც მზე ჩადის.

გახსოვდეთ, რომ მუხას ძლიერი აურა აქვს და დიდ სასიციცხლო ენერგიას ფლობს, ამიტომ რკოც, მუხის ფოთლებიც და ტოტებიც უცხო თვალისთვის დამალულ ადგილას შეინახეთ, რომ თქვენ გარდა მათ არავინ შეეხოს, თორემ თქვენი თილისმა დაჰკარგავს ძალას.

აქვე გეტყვით, რომ მუხა განსაკუთრებულად დადებით გავლენას ახდენს მშვილდოსანსა და თევზებზე.

იმისთვის, რომ 2019 წელს მხოლოდ პოზიტივი აგისრულდეთ, ოქროსფერი ღორი შემოსვლისთანავე უნდა გაანებივროთ. საახალწლო სუფრაზე სასურველია, უფრო ზუსტად, აუცილებელია, დაახვედროთ მისი საყვარელი ნუგბარი, რომლის დანახვა-დაგემოვნება მას ყველაზე მეტად გაუხარდება. რა თქმა უნდა, რკო, ცხენისწაბლი, წიწიბო, სიმინდი, ქერი, ხორბალი, ტყის კენკრა… ამასთან – დაფნა იმის მისანიშნებლად, რომ თქვენ მზად ხართ 2019 წელს ახალ-ახალი გამარჯვებებისთვის და დარიჩინი, რომლის სურნელიც 2019 წლის განუყოფელი ნაწილია.

თუ ვერ მოახერხეთ თადარიგის დაჭერა, ჩვენ გთავაზობთ 2019 წლის საახალწლო სუფრის მთავარი და აუცილებელი ატრიბუტის – ოქროსფერი ღორის გულის მოსაგებ მზა ბარაქის ხონჩას.

ჩვენი საახალწლო ბარაქის ხონჩა არა მხოლოდ ოქროსფერ ღორს გაახარებს და 2019 წელს თქვენს ვარსკვლავს პოზიტივით დამუხტავს, არამედ თქვენც გაგაძლიერებთ პიროვნულად.

ბარაქის მზა ხონჩის  შეძენის მსურველები კი დაგვიკავშირდით ტელეფონზე597 72 05 95 ფასი 10 ლარი

გილოცავთ 2019 წლის დადგომას – ფეხბედნიერი კეთილგანწყობილი ყოფილიყოს თქვენდამი ოქროსფერი ღორი (ტახი)!

www.fact2.ge

 

 

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close