მედიცინა სპორტი

რომელი პრეპარატები იწვევს მამაკაცებში იმპოტენციას და სარძევე ჯირკვლების გადიდებას?

ბოლო წლებში, შეიძლება ითქვას, სპორტული ცხოვრება მოდაში შემოვიდა.  დღეს უკვე ძალიან ბევრი მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს – დადიან სპორტულ დარბაზებში, ჰყავთ საკუთარი ფიტნეს-ინსტრუქტორები და ასე შემდეგ. ზოგი დაკუნთული სხეულის ფორმების სურვილით იმდენადაა შეპყრობილი, რომ დაუფიქრებლად იღებს პრეპარატებს – პროტეინებსა და ანაბოლურ სტეროიდებს. ზოგადად, ანაბოლური სტეროიდების გამოყენება მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყეს. მათ მოიხმარდნენ გერმანელი ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლებული, გამოფიტული ადამიანების სამკურნალოდ. ტესტოსტერონის ანაბოლური თვისებების გამოყენება 1940-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს. მას უკვე ძალოსნები იღებდნენ შედეგების გასაუმჯობესებლად. ამის საპასუხოდ, ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ნაკლებად ანდროგენული აქტივობის მქონე სტეროიდი მეტანდროსტენოლონი. თავდაპირველად, სტეროიდს იღებდნენ მცირე დოზებით, ექიმის დანიშნულებით. შემდგომში დადგინდა, რომ ვინც სტეროიდებს იყენებდა, დაეწყო სათესლე ჯირკვლების ატროფია და პროსტატის ჰიპერტროფია… რა ვითარებაა დღეს ამ თვალსაზრისით და დაშვებულია თუ არა ანაბოლური სტეროიდების მოხმარება, ამ თემაზე სპორტული კომპლექსის „თიდანის“ ფიტნეს-ინსტრუქტორს, ირაკლი კენჭოშვილს ვესაუბრეთ.

irakli kenchoshvili – ძალიან გახშირდა სპორტსმენებში პროტეინების მიღება.  მოქმედებს თუ არა ისინი უარყოფითად ორგანიზმზე?
– პროტეინები, იგივე სპორტული კვების დანამატებია. მას, მაშინ იღებს სპორტსმენი, როცა კუნთის განვითარება სურს. სწორ კვებასთან ერთად დანამატის სახით მისი მიღება რეკომენდებულია. იმისთვის, რომ კუნთი გაიზარდოს, ორგანიზმმა ცილების გარკვეული რაოდენობა უნდა მიიღოს. დაახლოებით, საკუთარ წონაზე ორჯერ მეტი გრამის ოდენობით, ანუ, თუ ადამიანი იწონის 60 კილოგრამს, მან დღიურად უნდა მიიღოს 120 გრამი ცილა.  ყოველდღიურად ამ რაოდენობის ცილის მიღება, მხოლოდ კვებით რთულია. ამისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით  ხორცის ჭამა, რაც კუჭისთვის სასარგებლო არაა.  სწორედ ამიტომ არსებობს პროტეინები, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში ცილების მომატებას. პროტეინები ბუნებრივი წესით მიღებული პრეპატარებია, რომლებიც არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს ორგანიზმზე. ის მზადდება, ცხოველური პროდუქტებისგან: ხორცისგან, რძისგან, კვერცხისგან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მისი სწორად მოხმარება არანაირ საშიშორებას არ წარმოადგენს.
– კუნთის ხელოვნური ზრდისთვის, ხშირად მიმართავენ ეგრეთ წოდებულ ანაბოლურ სტეროიდებს. საშიშია ამ პრეპატარების გამოყენება?
– ანაბოლური სტეროიდების გამოყენება აკრძალულია. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სპორტული კვების დანამატები და ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც ქიმიური წესითაა მიღებული. მათი მიღების დროს ორგანიზმში ხელოვნურად ვზრდით  ტესტოსტერონის დონეს, რასაც უარყოფითი შედეგი მოაქვს. სტეროიდების  ერთი კურსის ჩატარებაც საკმარისია, რომ  ორგანიზმმა საკუთარი რესურსების გამომუშავება შეამციროს. მისი მოხმარების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაციის კურსი უნდა გაიაროთ, რომ ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე აღდგეს. ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარს, კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს კი…
– უფრო კონკრეტულად, რა უარყოფითი მხარე აქვს?
– ანაბოლურ სტეროიდებს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მისი ეფექტი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ანაბოლურად და ანდროგენულად. მეორე იწვევს: ქალური ჰორმონების გაძლიერებას – მამაკაცისას კი თრგუნავს; პროსტატის ჰიპერტროფიას (გადიდებას), სათესლე ჯირკვლების ატროფიას (დაპატარავებას), თავზე თმის ცვენას, სახესა და ტანზე ჭარბთმიანობას. რაც შეეხება ანაბოლურ ეფექტს, ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება კუნთოვანი მასა – თვეში 5-10 კილოგრამით; ხდება ძალის, გამძლეობისა და შრომისუნარიანობის მომატება, სისხლში იზრდება ერითროციტების რაოდენობა, ასევე გამაგრებას იწყებს ძვლოვანი ქსოვილები. აქედან ჩანს, რომ სტეროიდებს არ აქვს მარტო ანაბოლური შედეგი. დღეისთვის მიმდინარეობს ისეთი სტეროიდების კვლევა, მაღალი ანაბოლური და მცირე ანდროგენული ეფექტი რომ აქვს. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, უმეტესი რაოდენობა ანაბოლური სტეროიდებისა გამოკვეთილი ანდროგენული ეფექტით ხასიათდება.
– ანაბოლურ ეფექტს უკუჩვენებები არ აქვს?
– რა თქმა უნდა, აქვს. აქ ორი შემთხვევა განიხილება – უკუჩვენებები კურსის დროს და კურსის დასრულების შემდეგ. როდესაც პრეპატარებს იღებთ, იმატებს არტერიული წნევა, მაღალია აღგზნებადობა. ამასთანავე, მკვეთრად შეინიშნება ხასიათის ცვლილება, ქოლესტერინის დონის ამაღლება. მამაკაცებში იწვევს მკერდის სარძევე ჯირკვლის გადიდებას, იგივე გინეკომასტიას. მათი მოხმარებისას ზიანდება ღვიძლი. კურსის დასრულების შემდეგ, არანაკლებ სერიოზული პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, როგორიცაა: ლიბიდოსა და სპერმის პროდუქტიულობის დაქვეითება, იმპოტენცია, უშვილობა, დეპრესია.
– უკუჩვენებების თავიდან არიდება შესაძლებელი არ არის?
– თუ დოზებს არ გადავამეტებთ და მათ გამოვიყენებთ ინსტრუქციის მიხედვით, მაშინ შესაძლებელია, თუმცა გარკვეული დარღვევები მაინც მოჰყვება. უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან – სწორად მოხმარება და ბოროტად გამოყენება, ვგულისხმობ გადამეტებულ დოზას და მოხმარების ხანგრძლივ კურსს. სტეროიდების ინსტრუქციის მიხედვით მოხმარების შემთხვევაში, 95 პროცენტი  არ იწვევს სერიოზულ გართულებას, დარჩენილი 5 პროცენტი უკუჩვენებების გამოსწორება კი შესაძლებელია. მათი მიღებისას  არ უნდა გადააჭარბოთ დაშვებულ დოზას, კურსის ხანგრძლივობაც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული. არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ სხვადასხვა  ანაბოლიკი ერთმანეთში, ანუ ერთდროულად არ გამოიყენოთ. რაც შეეხება ქალებს, არსებული პრეპარატები საერთოდ არ უნდა გამოიყენონ. არსებული რეკომენდაციები მინიმუმანდე შეამცირებს უარყოფით მხარეებს.
– ასაკი შეზღუდილია პროტეინებისა და სტეროიდების მიღების შემთხვევაში?
– პროტეინების მოხმარებას 18 წლამდე არავის ვურჩევთ. როდესაც სპორტსმენი დამწყებია, მას პროგრესი ისედაც ექნება, ამიტომ, რაიმე დანამატის მიღება, თუნდაც ბუნებრივის, ზედმეტია. ის უნდა მიეჩვიოს სწორად ვარჯიშსა და კვებას. როდესაც პროგრესი ჩერდება, მაშინ უკვე შესაძლებელია დანამატის მიღება. რაც შეეხება სტეროიდებს, მათი მიღება 24 წლამდე არ შეიძლება. ამ პერიოდში ისედაც გამოიყოფა ტესტოსტერონი და დანამატს არ საჭიროებს. საერთოდ, ფიტნეს-ინსტრუქტორები ერთადერთი, რისი მომხრეებიც ვართ, არის სპორტული კვების დანამატები, იგივე პროტეინები. ამ პრეპარატების მოხმარება დაშვებულია და დარწმუნებულები ვართ, ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

ეთო ხურციძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

26 მაისის ბათუმის გალა კონცერტმა თბილისის ცენტრალური კონცერტი დაჩრდილა?!

მკურნალი უმი ბრინჯი-განთავისუფლდით მარილებისგან და სახსრების ტკივილისაგან

Tika Nakaidze

წყვილის ერთმანეთის სხეულზე ზედაპირულ შეხებას პეტინგი ეწოდება

მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

სქეს შეცვლილი ადამიანები რომლებიც გაოცებას იწვევენ! (ფოტოკოლაჟი)

რა პრობლემები ჩნდება ბავშვის მშობლებზე მიჯაჭვულობის დროს და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები.

Zaali Tsinadze

ადამიანი რომელიც პირდაპირ ეთერში მაყურებელს ჯანმრთელობის დიაგნოზს უსვავს

Beso Makharashvili

შესაძლოა ალეკო ახვლედიანი პროკურატურაში დაიბარონ

უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა გაიმარჯვა