ეზოთერიკამთავარი ბლოკი

რომელი ციფრები ითვლება საკრალურად? რიცხვები რომლებიც განსაზღვრავს ჩვენც ცხოვრებას!

მაგიურ რიცხვებს სხვაგვარად საკრალურ რიცხვებსაც უწოდებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ციფრები 1-დან 9-მდე, 12; 13; 15; 27; 28; 30; 40; 50; 60; 65; 100; 111; 112; და 666 და ა.შ.

60-ის მაგიურ რიცხვად შერაცხვას შუმერებს უნდა ვუმადლოდეთ. ისტორიული წყაროების თანახმად სწორედ მათ მიერ დატოვებულ ისტორიულ ძეგლებში გვხვდება პირველი სამოცობითი ათვლის სისტემა,  უზენაეს ღვთაებას ანუს – ცისა და ცის მნათობთა უზენაეს ღმერთს გამოსახავდნენ ამ რიცხვით. შუმერელ ქურუმებს, როგორც ჩანს ამ ციფრთან განსაკუთრებული რელიგიური წარმოდგენები ჰქონდათ. რომელიც სავარაუდოდ ხუთი სტიქიისა და მთვარის – მაცოცხლებელი ღმერთის სინის ციკლის დასრულების ციფრის 12-ის ნამრავლიდან მიიღეს.

პითაგორელთა ცნობილი ტრიადის (3*4*5=60) გარდა, რომელთა ნამრავლი 60-ს უდრის და პლატონური დოდეკაედრის გარდა (12*5=12) კიდევ გვხვდება ეს ციფრი პლატონის “ჰარმონიული კვადრატის” თეორიაში.

თუ შუმერული გამოთვლების მეთოდით მივუდგებით ამ საკითხს და 3600-ს ჯერ 60-ზე, შემდეგ კი 12-ზე გავყოფთ, მივიღებთ 5-ს. თუ გავითვალისწინებთ პლატონის დამოკიდებულებას ციფრებთან და გეომეტრიულ ფიგურებთან, დავასკვნით, რომ მივიღებთ 5 სტიქიას, რომელიც გეომეტრიულად ხუთკუთხედშია ასახული.

6 კი პლატონური იდეალური რიცხვია ისევე, როგორც ერთი, საიდანაც ათვლა იწყება. ექვსი პირველი მდედრობითი რიცხვის ორის და პირველი მამრობითი რიცხვის ნამრავლია. რაც იდეალურად ერწყმის შუმერული მაცოცხლებელი და მამოძრავებელი ღმერთების – მზისა და მთვარის მფარველი ღმერთების ციკლის დასრულების სიმბოლოს – წრეს, რომელსაც 12 მთვარის გავლის შემდეგ გადის 5 სტიქია და წარმოშობს 60-ს.  გარდა ამისა ბიბლიაშიც 6 წმინდა რიცხვად ითველება, რადგან ღმერთმა სწორედ მეექვსე დღეს დაასრულა სამყაროს შექმნა მეშვიდე დღეს კი დაისვენა.

 6*6=36 რაც პლატონური ქორწინების სიმბოლოა. 6-ის გამრავლებით 12-ზე კი მიიღება 72. 360-ის ერთი მეხუთედი(360*5=72) და გაორკეცებული ქორწინების ასაკი, რომელიც სავარაუდოდ მეორე თაობის გამრავლებად უნდა მოვიაზროთ.
თუ ამ ციფრებით ბევრი ვერაფერი გაიგეთ და გსურთ სასურველი ქორწინების ასაკის დადგენა მაგალითად რომელ ასაკში უნდა გააქტიურდეთ ყველაზე მეტად, რამდენი წლის პარტინიორია თქვენი იდეალური ქორწინებისთვის, რომელ თვესა და რიცხვში დაგეგმოთ ჯვრისწერა და კიდევ უამრავი სხვა… ამაში დაგეხმარებათ ქალბატონი ნანა მამაგულაშვილი, რომელიც თავის მხრივ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ციფრების გამოთვლითა თუ თქვენი ბიოენერგეტიკული ველის მიხედვით და დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩვენსავე საიტზე შრგიძლიათ იხილოთ ნანა მამაგულაშვილის რჩევები ბარაქაზე, წარმატებაზე, კარიერასა და სხვა მიმართულებებზე ან დაურეკოთ ტელეფონის ნომერზე 557 33 29 99 / 599 74 37 37

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები