ისტორიასიმონ კილაძე

რომელ თანამდებობებზე არ დაამტკიცა სტალინმა ჩერჩილი და რუზველტი

Simon Kiladze–ია facebook –ის გვერდიდან
კადრი ფილმიდან “სტალინის ალმასები”:
————
1945 წლის თებერვალი, იალტა, ლივადიის სასახლის ეზო. ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი საუბრობენ, მაგიდაზე ხილი და სასმელია. მათ უერთდება იოსებ სტალინიც.
სტალინი: „დღე მშვიდობისა, ბატონებო!“
ჩერჩილი: „მოხარული ვარ თქვენი ნახვით, მარშალო. ვიმედოვნებ, კარგ ხასიათზე ბრძანდებით“.
სტალინი: „ზღვის ჰაერი, კარგი ძილი და სიზმარი, ფრონტიდანაც კარგი ამბები…»
ჩერჩილი: „ყირიმში ნამდვილად კარგი ჰაერია. მე ბავშვივით მეძინა. ბოლო თვეების მანძილზე პირველად ვნახე სასწაულებრივი სიზმარი…“
რუზველტი: „რას ლაპარაკობ… მართლა, კაცო?“
ჩერჩილი: „დიახ… წარმოიდგინეთ, მესიზმრა, რომ მსოფლიოს მბრძანებელი გავხდი… ჩემთვის, პრემიერ-მინისტრისათვის, ეს ცუდი არ იქნება…“
რუზველტი (იცინის): „წარმოუდგენელია, როგორი დამთხვევაა… უნდა ვაღიარო, რომ რაღაც მსგავსი მეც დამესიზმრა. მაპატიე, უინსტონ, მაგრამ ჩემს სიზმარში მე სამყაროს მბრძანებელი გავხდი“.
ჩერჩილი (იცინის): „გილოცავთ, სერ… მაგრამ, თქვენ, ალბათ, ხუმრობთ…“
რუზველტი: „არა, ეს სრული სიმართლეა…. მისტერ მარშალო, თქვენ რა გესიზმრათ, იქნებ გვითხრათ?“
ჩერჩილი: „ჰო, მარშალო, თქვენ ხომ თქვით, რომ კარგი სიზმარი ვნახეო?“
სტალინი (მცირე პაუზა, ბოთლიდან კონიაკს ასხამს და ეშმაკურად ამბობს): „დიახ, ძალიან კარგი სიზმარი ვნახე…. არცერთი თქვენგანი ახალ თანამდებობებზე არ დამიმტკიცებია“.

ჩერჩილმა და რუზველტმა გადაიხარხარეს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები