ასტროლოგია

როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს.

ეზოთერიკოსი სანდრო: ყველა ადამიანს საკუთარი ბედის ვარსკვლავი აქვს. ის ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს, მისი სიკვდილის მომენტში სწყდება ცის კაბადონს და ქრება. იმასაც გეტყვით რომ, ვარსკვლავის მოწყვეტა და მისი ჩაქრობა ერთბაშად არ ხდება. როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას და სიკვდილის მომენტში კი ცას სწყდება. ხოლო, იმაზე თუ როგორ კაშკაშებს ვარსკვლავი, დამოკიდებულია ადამიანის ბედ-იღბალი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანს უმართლებს ბედში, მაგრამ თუ შედარებით მკრთალია, მაშინ უბედოა ან არ უმართლებს. ის ჩვენს განზომილებაში არ ჩანს და ჩვენს გადაადგილებასთან ერთად უხილავად მოძრაობს. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, თუ კაცი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, უკაცრიელ კუნძულზეც რომ მოხვდეს, არ გაიწირებაო. ამიტომ, სულ ვამბობ ხოლმე, როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს-მეთქი. თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სამყაროზე ვართ დამოკიდებული. სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ და, მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ მეტად დაკვირვებულები იყვნენ, ნუ ისვრიან სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად, ყურადღება მიაქციონ ყველა წვრილმანს, თავად დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და თავი შესაძლო საფრთხისგან. რასაც თქვენ საკუთარ თავს დაუშავებთ, იმდენს სხვა ვერას დაგაკლებთ. გარკვეული ცოდნა ეზოთერიკისადმი კი მოგაწვდით ინფორმაციას, რითაც, შესაძლოა, თქვენი პრობლემების გადაჭრის გზებიც ადვილად მოიძიოთ. თუ არა და, დაუჯერეთ შესაბამის სპეციალისტებს და უბრალოდ, ენდეთ მათ რჩევებს.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები