მთავარი ბლოკიპოლიტიკასიმონ კილაძე

რუსების მორიგი პროვოკაცია – სიმონ კილაძის facebook – ის გვერდიდან

Simon Kiladze

თურქეთზე რუსეთში წიგნი გამოუციათ სახელწოდებით “ართვინი. მიტოვებული სამშობლო ჭოროხის ნაპირებზე”. მასში გადმოცემულია ართვინის მხარის ისტორია და თანამედროვეობა, აღწერილია ისტორიული ძეგლები, ართვინელი სომხების ტრადიციები, ყოფა-ცხოვრება… ფართოდაა გადმოცემული მეოცე საუკუნის პოლიტიკური და დიპლომატიური მოვლენები (სევრის, მოსკოვის, ყარსის ხელშეკრულებების ჩათვლით…). მოკლედ, ავტორი ამტკიცებს, რომ ართვინი სომხეთის კუთვნილი ძირ-ძველი მიწაა. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული, გამოცემულია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე.
სხვათა შორის, მეც მაქვს დაწერილი ართვინ-არტაანზე გამოკვლევები, მაგრამ წიგნად გამოცემა ვერ მოვახერხე… გასაგები მიზეზის გამო. არადა, როგორც ვიცი, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველო-თურქეთის პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი ქართველი ავტორების წიგნები საერთოდ არ არსებობს…

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები