ავტო

რუსთავის ავტოდრომზე „ფია“-ს ოფიციალური ტრენინგი გაიმართა

30-31 მაისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ინსტიტუტის – ლიცენზირებული მწვრთნელების ტრენინგი. ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მსაჯების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.11351167_1012469595454716_4896012260113396112_n

სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, საავტომობილო სპორტი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მათ შორის ადამიანის სიცოცხლესთან, ხშირია ავარიები, ტრავმები. ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის მსაჯებს (იქნება ეს წრიული რბოლა, რალი, აღმართის დაძლევა თუ სხვა) უწევთ არა მხოლოდ შეჯიბრის მიმდინარეობის თვალყურის დევნება, არამედ მათთვის აუცილებელია ყველა იმ უსაფრთხოების ნორმის დაცვა, რომელიც საჭიროა ავარიის, ცეცხლის გაჩენის, სხეულის დაზიანების შემთხვევების დროს.

ქართველ მსაჯებს თავიან გამოცდილებასა და ცოდნას უზაირებენ ისეთი პრესტიჟული სერიების სპორტული ხელმძღვანელები, როგორიცაა ფორმულა 1, მსოფლიო ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებში და სხვა.11215178_1012469588788050_2366257676354316152_n

ტრენინგის მეორე დღეს გაიმართა პრაქტიკული სწავლებები – მსაჯებს მოუწიათ ეჩვენებინათ საკუთარი მომზადება საკმაოდ რთულ სარბოლო სიტუაციებში – ტრასაზე მოხდა როგორც შეჯახების, ისე ცეცხლის გაჩენის და ცეცხლმოკიდებული სპორტული ავტომობილიდან მრბოლელის გადმოყვანის იმიტაცია, ცეცხლის ლიკვიდაცია და სხვა.

წვრთნებში, ისევე როგორც რეალურ რბოლაზე, ჩართული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამსახურები.[su_slider source=”media:

თეგები
იხილეთ მეტი