გოგი ლორთქიფანიძე

რუსთავი 2-ი და პარტნიორული ურთიერთობის განცდა

როგორც მგელი მგლობას, ისე ტურა ტურობას არ მოიშლის. რუსთავი 2 ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ყველანაირად ცდილობს, რომ თვით ისეთ უწყინარი სიუჟეტიც კი, როგორიც ორშაბათის „სხვა შუადღეში“ ქრისტინა იმედაძის სპორტული ჩანართია, აბსოლუტურად უადგილოდ სიცრუით გააჯეროს ისეთი ჯანსაღი პროცესიც კი, როგორიცაა „გამამხნევებელი ვარჯიში“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს სრული დახმარება აღმოვუჩინეთ (ელექტრომობილებით მოვემსახურეთ, ჩანჩქერთან მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მათ გამო დროებით შევაჩერეთ), აღმოჩნდა, რომ სიუჟეტის ავტორს ჩანჩქერის შხეფებისგან დასველებული მიწა და მდინარის ჩამონარნარებული ორიოდე ნაფოტი ნაგვად მოეჩვენა და ბაღის მოუვლელობაში დაგვამუნათა (სიტყვა „დამუნათება“ შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ ახლა ახსნას არ დავიწყებ). გაგიკვირდებათ და ბოტანიკური ბაღის ბუნებრივმა ჩანჩქერმა, სადაც ამ ეტაპზე გზის და ბორდიურების სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და რატომღაც სამშენებლო ნარჩენი ყოფილა, შეიძლება ხის ტოტიც ჩამოიტანოს და ნაფოტიც. წყლის შხეფებმა კი წყალთან მისასვლელი ბილიკები ოდნავ დანამოს.
საოცარია პირდაპირ, რუსთავი2-ის წარმომადგენელმა როგორ შეძლო „დანაგვიანებული ბაღის“ დანახვა. იმედია იმედაძემ სადაც ეს ბეწვი დაინახა, დირესაც შეამჩნევს სადმე, მის ახლომახლო.
ოდნავ ნაწყენი ბოტანიკოსი[hana-code-insert name=’br’ /]:)[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები