კერძო სკოლებიმთავარი ბლოკი

რუსთავში რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს აკრედიტაცია შეუწყდა – ჩაღლარის დაწესებულებაზე მორიგი შეტევა

2017 წლის თებერვალში ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კიდევ ერთი, ბათუმის რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი დაიხურა, ამავე წლის აგვისტოში ავტორიზაცია გაუუქმდა თბილისში მოქმედ დემირელის კოლეჯსაც, ამჯერად კი  რუსთავის სკოლა-ლიცეულმს შეუჩერდა აკრედიტაცია.

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირებენ, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანის ბრალად 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სდებს. ამის საფუზველზე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან ასოცირებული ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა.

ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ სკოლას აკრედიტაცია გაუუქმდა, სამსახურისა და განათლების გარეშე 70-მდე პედაგოგი და 230-მდე სკოლის მოსწავლე დარჩა, რომელთა შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან.

„ეს სკოლა დაახლოებით 15 წელია არსებობს, ავტორიზაციას ყოველთვის უპრობლემოდ გადიოდა, ქართლის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, მატერიალურ-ტექნიკური-საგანმანათლებლო ბაზით, ამ სკოლაში დიდი პროცენტი ეროვნული უმცირესობებია, ისინი ქართულად სწავლობენ და ქართულ ენას ეუფლებიან, სადღაც 70-მდე პედაგოგია დასაქმებული, ბავშვები კი ალბათ 230-მდეა, ანუ საკმაოდ დიდი, წარმატებული და ფუნქციური სკოლაა, რომელიც წლების მანძილზე მთელი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფაქტიურად შეუცვლელია”. – განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

2017 წლის 8 თებერვალს შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით: ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის”, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის”, “ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის” და ასევე, სასწავლებლების დამფუძნებლების, იუსუფ ალთაშის, იაშარ შიმშექისა და ჯიჰან აქინის ქონებებს ყადაღა დაედო.

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის მაისში თბილისში დააკავეს.ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებოდა, მის გადაცემას საქართველოსგან თურქეთის ხელისუფლება ითხოვდა, მენეჯერმა ბრალი არ აღიარა და 9-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ, 19 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

#დაგვიბრუნეთჩვენისკოლა#ვამაყობჩემისკოლით#სკოლაჩემიმეორესახლია#არდახურო

Posted by Shota Rustaveli on კვირა, 23 აგვისტო, 2020

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *