მეორეხარისხოვანი ბლოკიმსოფლიო სიახლეებიპოლიტიკა

რუსული სააგენტოები ამტკიცებენ, რომ კენჭისყრა უვიზო მიმოსვლასე გადაიდო რაც სიმართლეს არ შეესაბამება


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი ქარდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს რითაც ირწმუნება რომ ადგილი აქვს დეზინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან.

ქეთი ქარდავა: რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რუსული სააგენტოები ამტკიცებენ, რომ კენჭისყრა უვიზოზე გადაიდო. კენჭისყრა შედგება ხვალ. საიტზე მითითებულია ყველაფერი. ევროპარლამენტარები მოხარულები არიან, რომ საქართველოსთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე დაესწრება. რუსული პროპაგანდა ამუშავდა.

ხვალ პარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას – აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

fact2.ge შეძლებისდაგვარად ცდილობს სიმართლე მოჰფინოს სოციალურ ქსელში ან/და მასმედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თუმცა თუ კი ამაში ჩვენი მკითხველიც მოგვეხმარება გაცილებით გაგვიადვილდება სიცრუის ტირაჟირებასთან ბრძოლა.

გაfactე და გააfact2ე

 www.fact2.ge ნებისმიერ ადამიანს უთმობს თავისუფალ სივცეს აზრის გამოსახატავად 

Link: თავისუფალი სივრცე პოლიტიკურ და სამოქალაქო (არასამთავრობო) ორგანიზაციებს, ცალკეულ ექსპერტებს და საზოგადოებრივად აქტიურ პირებს!

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები