ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ბაქოდან დასცინის

მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელსაც მიქმნიდა საქართველოს ხელისუფლება, რათა აღეკვეთათ ჩემი ბაქოში ვიზიტი, მე მაინც აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ გამოცემა “ჰაქქინ.აზ”-თან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მისი თქმით, ბაქოში უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსითაც იმყოფება.
“ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ინტერპოლი მეძებს, სხვა არაფერია, თუ არა პროფანაცია”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ბაქოში მისი ვიზიტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველომ უკვე მოასწრო გაეფუჭებინა ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან. “ქვეყანა მოიცვა ეკონომიკურმა კრიზისმა. ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სუსტი პარტნიორი გახდა. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ვინმესთან მეგობრობა. მათ მხოლოდ საკუთარი მოგება აინტერესებთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები