ეზოთერიკასაზოგადოება

როგორ შევხვდეთ მამლის წელს?!

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით წელსაც სასურველია ყველა ოჯახში მანდარინის თუნდაც პატარა ტოტი დაიდოს ნაძვის ხის გვერდით, ასევე მამლის წელიწადის ფავორიტი ხის სიმბოლო  წითელი ცირცელია.

ნაძვის ხის გარშემო უნდა დაიყაროს მზესუმზირა, სიმინდი და ხორბალი. იმისთვის, რომ მამლის წელი უფრო წარმატებული იყო საჭიროა მამალს სხვა ფრინველებიც დავახვედროთ სახლში
(თუნდაც ნაძვის ხეზე) მაგალითად მტრედის, ფარშევანგის ან ჩიტის გამოსახულების სათამაშო. მაიმუნის წლის მსგავსად წელსაც წითელი ფერია დომინანტი, თუმცა წელს რას უფრო ჭრელ ფერებს გამოვიყენებთ მით უკეთესი, თუმცა წითელი და ყვითელი აუცილებელია.


როგორი ფერი შევარჩიოთ ინტერიერისთვის?!

მაგიდაზე ეცადეთ ჭარბობდეს თბილი წითელი ტონი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრის და შავის კონტრასტი. მაგალითად წითელ გადასაფარებელზე დააწყოთ თეთრი ჭურჭელი ან პირიქით.

სანთლები, ბურთები, ხილი და სხვა დეკორატიული ელემენტები ასევე შერჩეული უნდა იყოს წითელ, ოქროსფერ და თეთრ ფერებში.

როგორ უნდა შევხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელს?
ზოგადად, მამალი სოციალური ტიპაჟია. მას მარტოობა არ უყვარს. არ გირჩევთ, მარტო და ვიწრო წრეში შეხვდეთ ახალ წელს. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად იქნებით. მაგრამ ახალ ნაცნობებსა და ახალშეძენილ მეგობრებს არ გირჩევთ, რადგან მამალი გარემოს ყოველთვის დაკვირვებით არჩევს ხოლმე.
სასურველია, თუ ხმაურიან გარემოში შეხვდებით ახალ წელს. ბევრი ფოიერვერკი და მუსიკა უნდა იყოს.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე?
სასურველია, თუ ნაძვის ხის სათამაშოები წითელი, თეთრი და ნარინჯისფერი (ან ყვითელი) იქნება. ნაძვის ხის თავზე მამლის ფიგურასთან ერთად წითელი ცირცელი მოათავსეთ. ასევე კარგია, თუ ბევრი დეკორატიული კვერცხი გექნებათ. კვერცხებით მოვრთოთ ნაძვის ხე და მის ქვეშაც შემოვაწყოთ.

თუ კი ნაძვის ხის შეძენას გეგმავთ გთავაზობთ ნაძვის ხეების პირდაპირ საწყობიდან (გადამყიდველების გარეშე)  რომელიც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ ის რაც სხვაგან 50%-ით ძვირი ღირს. გადაამოწმეთ რა ღირს სხვაგან და შემდეგ დაგვიკავშირდით: 555 73 46 26

ასევე გთავაზობთ საახალწლო სუვენირს 4 ლარად რომელიც უფრო ბედნიერს გახდის თქვენს სტუმრობას ოჯახში შესვლისას განსაკუთრებით თუ მეკვლედ მიდიხართ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი საახალწლო მაგიდისთვის სანტას გადასაფარებელი და სკამის ქუდები რომელიც ორიგინალურს და მრავალფეროვანს გახდის თქვენი სახლის საშობაო-საახალწლო გარემოს.

ეწვიეთ საიტს www.comforti.ge და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი რომელსაც ჩვენი კურიერი მოგართმევთ სახლში!


გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2017 წელს

 

თეგები
იხილეთ მეტი