შოუ-ბიზნესი

სად და როდის გაიმართება პირველი მილიარდერის ქორწილი და რას წერს ბერა ქართულ ტრადიციებზე

მაშ ასე საქართველოს პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი მილიარდერი სასიძოს გული მოდელმა და მოდის ბლოგერმა ნანუკა გუდავაძემ დაიკავა. – “რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი” – ეს ფრაზა დღის მთავარ ნიუსად იქცა და კვირის ბოლომდე აქტუალური იქნება.

ჩვენი ვარაოდით წყვილი ბერას დაბადების დღეზე 23 დეკემბერს დაიწერს ჯვარს და გრანდიოზული ქორწილიც საქართველოში შედგება რომელსაც მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები დაესწრებიან, ვინაიდან რაოდენ სასაცილოდ ან გასაკვირადაც არუნდა მოგვეჩვენოს ის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდაა რომლის ოცნებები და სამომავლო გეგმები ყოველთვის საქართველოს უკავშირდებოდა.

2012 წლის “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას სასურველ საცოლესთან დაკავშირებით კი ასე უპასუხა:

– დაახლოებით როგორი უნდა იყოს ბერას მეუღლე, ის ქართველი იქნება?

– კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ნამდვილი ქართული ოჯახი შევქმნა. ქართველი გოგოს გარდა ჩემს მეუღლედ ვერავინ წარმომიდგენია, თუმცა ყველაფერი მაინც ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. არავინ იცის, ბედი რას გვიმზადებს. ჩემთვის მამაა სამაგალითო და ვისურვებდი, როგორც მან შეძლო ქართველობის, ტრადიციებისა და ოჯახური ჰარმონიის შექმნა, მეც ასეთივე სამაგალითო მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის.

– ანუ ეგრეთ წოდებული ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ხარ?

– მე წეღანაც ვთქვი და ახლაც განვმეორდები: არავინ იცის, ბედი რას გვიმზადებს და არასოდეს თქვა – არასოდეს. მაგრამ, მე ამ ინსტიტუტის, გნებავთ, უნივერსიტეტის (იცინის) მომხრე ვარ. როგორც ჩემს სიმღერაში ვამბობ, თავიდან ფეხებამდე ქართული ვარ და არც ეს საკითხია გამონაკლისი.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *