ასტროლოგია მთავარი ბლოკი

სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ყველაზე კარგი დროა წონაში დასაკლებად.

ზედმეტი წონის პრობლემა ძალიან ხშირად ადამიანის დაბადების მომენტს და ამ დროს პლანეტების განლაგებას უკავშირდება.  წონის პრობლემა ყველაზე მეტად „მშვილდოსნების”, „ტყუპების”, „კირჩხიბისა” და „კუროს” ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებს აწუხებთ. ბევრი თვითნებურად იცავს დიეტას და ამ დროს არ აკვირდება იმ მომენტში პლანეტების განლაგებას, მთვარის ფაზებს და ასე შემდეგ.  არსებობს პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია წონაში დაკლების მსურველთათვის.
ასტროლოგიურად, უმჯობესია, დიეტა დაიწყოთ და დაიცვათ ახალი მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს. ასევე, კარგია ხუთშაბათ დღეს განტვირთვის დღის მოწყობა.
მაგრამ, თუ პირიქით, წონაში მომატება გსურთ, განსაკუთრებით კარგად უნდა იკვებოთ ახალი მთვარის მეორე, მეცხრე, მეთექვსმეტე, ოცდამესამე და ოცდამეათე დღეს.
თუ თქვენ მიწის სტიქია გმართავთ, მაშინ ტკბილეულისა და ცომეულის ჭამისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი. ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი მწვანე და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული.
თუ წყლის სტიქიის ქვეშ ხართ დაბადებული, მაშინ თავი შეიკავეთ ზედმეტი წყლის, ტკბილი წვენების, თევზეულისა და ზღვის პროდუქტის მირთმევისგან.
ვისაც გახდომა გსურთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მიაქციოთ ყურადღება მთვარის ფაზებს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა. კერძოდ, ახალი მთვარიდან იწყება პირველი ფაზა და თითოეული ფაზა შვიდ დღეს მოიცავს.
ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, ანუ პირველ ორ კვირას, ხდება ასიმილაციის პროცესი – დიდი რაოდენობით საკვების შეწოვა ჩვენი ორგანიზმის მიერ. მეორე ნახევარი, ანუ სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ორი კვირის განმავლობაში – ფაქტობრივად, ხდება ამ მიღებული საკვების შეთვისება და გადამუშავება. ამიტომ, სანამ ორგანიზმი დაიწყებს საკვების შეთვისება-გადამუშავებას, ანუ დალექვას თითოეული ორგანიზმის უჯრედში, სწორედ ამ პერიოდში არის უმჯობესი დიეტის დაწყება და დაცვა, ან შიმშილობის დაწყება გაჯანსაღების მიზნით.

სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ყველაზე კარგი დროა წონაში დასაკლებად.

 თუ ზედმეტად გამხდარი ხართ, არც მირთმეული საკვები გერგებათ და ვერც თავს გრძნობთ ჯანსაღად და  შრომისუნარიანად, მაშინ გადაამოწმეთ, როგორ პირობებში გიწევთ ყოფნა – ხომ არ არის ეს პათოგენური ზონის ბრალი. ზედმეტი სიგამხდრე, ხშირად, სწორედ იმ გარემოსთან არის კავშირში, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ დღის განმავლობაში. 
[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როდის იწყებენ სწავლას სკოლა, ბაღი და უნივერსიტეტები?

როგორ აჩუქეს ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს 19 ბინა და ვინ გახდა მათი პირადი ბინის მფლობელი?

როგორ უნდა შევიძინოთ ჯიშიანი ძაღლი.

Zaali Tsinadze

რომელი სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ეკრძალებათ ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულის ტარება

Zaali Tsinadze

გეოსტრატეგიული მდებარეობა – საქართველოს ბედისწერა და პოლიტიკური დეჟავუ

Nino Khachidze

როგორ მოხიბლეს ქართველებმა მონგოლთა ყაენი ბათუ.

Zaali Tsinadze

სახალხო პარტია – ,,ენერგომარეგულირებელი კომისია გადაქცეულია ამ მაფიოზური კლანების ინტერესების დამაკმაყოფილებელ დანაშაულებრივ დაწესებულებად .”

Zaali Tsinadze

კოკა ყანდიაშვილის შეფასება გასვიანის ცემის ფაქტზე: ეგებ იმიტომ რომ ჩიორა არ ხარ?

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად

Zaali Tsinadze